13.04.2014 Views

მასწავლებლის წიგნი

მასწავლებლის წიგნი

მასწავლებლის წიგნი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;

• აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე

ზრუნვა) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;

• იყენებს მოდელებს მფარველობითი, გამაფრთხილებელი შეფერილობის

ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ.

მიმართულება: სხეულები და მოვლენები

ბუნ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს სითბოს გამტარები და

არაგამტარები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• ატარებს მარტივ ცდებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სხეულების

თბოგამტარობაზე დასაკვირვებლად, წარმოადგენს ცდის მონაცემებს და აკეთებს

დასკვნებს;

• ჩამოთვლის სითბოს შენარჩუნების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან (მაგ.,

ბინის თბოიზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი);

• ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და თბოიზოლატორებს ან

მათ განსხვავებული თბოგამტარობის მქონე ნაწილებს;

• გადაჭრის სითბოს შენარჩუნებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პრობლემას;

• აღწერს ბუნებრივი თბოიზოლატორების (მაგ., ბეწვი, ბუმბული, ცხიმი) მნიშვნელობას

ორგანიზმებისთვის.

ბუნ. IV. 4. მოსწავლეს შეუძლია მაგნიტის მოქმედების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• ატარებს ცდებს მაგნიტის საშუალებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ

სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით;

• აკვირდება ორი მაგნიტის პოლუსების ურთიერთქმედებას. განასხვავებს მაგნიტის

მიერ სხეულების მიზიდვას პოლუსებთან და სხვა ნაწილებთან;

• ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ბუნ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბგერის წარმოქმნა და მისი წყაროები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• აკვირდება სხვადასხვა ობიექტის მიერ გამოცემულ ბგერებს, განასხვავებს მათ

(ხმამაღალი, ხმადაბალი) და ამოიცნობს ბგერის წყაროს;

• ატარებს მარტივ ცდებს და მსჯელობს ბგერის მილევაზე წყაროდან დაშორების

მიხედვით.

მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

ბუნ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• ფერის მიხედვით ასხვავებს წყალსა და ხმელეთს გლობუსსა და რუკაზე;

• აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შემადგენელ ნაწილებსა (მაგ., მდინარის

სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის მწვერვალი, კალთა, ძირი) და მახასიათებლებს

(მაგ., ჩქარი _მდორე, ციცაბო_დამრეცი);

• აკვირდება და აღწერს გეოგრაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს

სეზონების მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟების ან ჩანაწერების სახით.

9

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!