Views
9 months ago

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

- რას

- რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ მოდაზე? - დღევანდელი ქართული მოდა ძალიან მომწონს. მართლაც კარგი დიზაინერები გვყავს. ვმეგობრობ ყველა მათგანთან. ევროპა ჩვენგან სწავლობს ჩაცმას (იცინის)! ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩვენებებზე და მეკითხებიან, თუ საიდან ვარ, საქარ- თველოს რომ ვახსენებ, უკვე დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან კარგი დიზაინერი უნდა ვიყო. მოდის კუთხით საქართველოს უკვე ყველგან იცნობენ და ქართველები მსოფლიოს წამყვან მოდის დიზაინერებად ითვლებიან, რაც ძალიან მიხარია. ვილმა ეს დანიშნულება იპოვა და შეუპოვრად მიიწევს წინ თანამედროვე მოდის გზაზე. დაე, მას მუდამ თან სდევდეს წარმატება! ნინი სამურკასოვი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პირველი კურსის სტუდენტი - რა განსაზღვრავს თქვენს წარმატებას? - ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ, პირველ რიგში ის, რომ ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასა- ხული ვარ. ეს მხოლოდ ჩემს პროფესიას არ ეხება. ნებისმიერ საქმესა თუ ნებისმიერ ურთიერთობაში ყოველთვის ვაღწევ დასახულ მიზნებს და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიო. ჩემი წარმატების მთავარი განსამზღვრელია ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას. მის მხარდაჭერას ყველგან და ყველაფერში ვგრძნობ. უდიდესი მოტივაციაა ჩემი პატარებიც. მათი გაჩენის შემდეგ უფრო სერიოზულად შევხედე ჩემს პროფესიას და მას კომერციული კუთხით მივუდექი. - თაკო, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - ჩემი პროდუქცია იყიდება ბაქოს, მოსკოვის, ლონ- დონისა და გერმანიის მაღაზიებში. უამრავ შეკვეთას ვიღებთ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ, ახლა აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ-მაღაზიის შექმნაზე, რათა მომხმარებელმა მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან შეძლოს ჩემი ბრენდის სამოსელის შეკვეთა. პოსტსკრიპტუმი: ამერიკელი მილიარდერი და ბიზნეს- მენი ჰენრი ფორდი წერს: „წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იპოვო შენი დანიშნულება და მისდიო მას. “ჩვენი ინტერვიუს გმირმა, თაკო დვალიშ- ემიგრანტები ლეილა ხომერიკი „დავამთავრე ფოთის პირველი საშუალო სკოლა. რამდენიმე წელი დამჭირდა, სანამ გავხდი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი (ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი პირველ საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. რამდენიმე წელი პროფილურ სკოლაში ვიმუშავე, თუმცა ვხედავდი, რომ ცხოვრება უკან მიდიოდა და არ მინ- დოდა, გავყოლოდი რეგრესს. შიშით და გულის ფანცქა- ლით ჩამოვედი ნიუ იორკში, დამხვდნენ ქართველები... ”სიძნელე გზისა გამიადვილეს,” რომელმაც დღევანდე- ლობამდე მომიყვანა.“ გვიამბეთ, რას საქმიანობთ და რამდენი წელია იმყოფებით საზღვარგარეთ? ოცი წელია ამერიკაში ვარ. თავიდან მოხუცების მოვლით დავიწყე, პარალელურად ვეძებდი გზებს, მესწავლა და მასწავლებლად მუშაობა გამეგრძელებინა. ყოველივე ამას ექვსი წელი დასჭირდა და უკვე თოთხმეტი წელია მასწავლებლად ვმუშაობ ნიუ-ორკის ერთ-ერთ სკოლაში. ფოთიდან როგორ აღმოჩნდით ნიუ-ორკში და რა მიზეზით წახვედით? ფოთიდან 1997 წელს წავედი, როცა დენი და წყალი გრა- ფიკით მოდიოდა, მაშინ, როცა უმუშევრობა, უხელფა- სობა, უიმედობა იყო. მოდიოდა ხმები, რომ ხალხი ამერიკაში სამუშაოდ და ოჯახის სარჩენად მიდიოდა და მეც შევუერთდი მათ ჯგუფს. 20

წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა სურვილი, შემდეგ მიზნად უნდა დაისახო ეს სურვილი და უნდა მონახო გზები მის განსახორციელებლად. რაც მთავარია, არასდროს უნდა დაყარო ფარ-ხმალი. მე ყველაფერ ამას ორმოცი წლის ასაკში მივაღწიე. ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი უნდა გაატარო საზღვარგარეთ იმისათვის, რომ მსგავსება-განსხვავება დაინახო, რაც გაქვს და ვინც ხარ, იმით იამაყო და იფიქრო იმაზე, თუ რას შეგმატებს ახალი გარემო და როგორ სრულგყოფს. როგორ შეეგუეთ უცხო გარემოს და რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ წარმატებების მისაღწევად? უცხო გარემოს გაცილებით უფრო ძნელად შევეგუე, ვიდრე მეგონა. ერთი წელი ცრემლები არ მომშორებია. დავდიოდი მანჰეტენზე და ჩემი ფოთის ქუჩები მელანდებოდა. რაც შეეხება დაბრკოლებებს, რამდენიც გინდათ: სამუშაოს შოვნა, ლეგალიზაციაზე ფიქრი, ფულის დაკარგვა, ოჯახის შექმნასა და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრი... ახლა კი ვიმკი ჩემს ნაშრომს, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ იყო ადვილი. თქვენი აზრით, რა ან ვინ სჭირდება წარმატების გზაზე მიმავალ ადამიანს? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს წარმატება ჩვენ, ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ უნდა ვეძიოთ? თქვენ პედაგოგი ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ამერიკული სწავლების უპირატესობანი? სწავლა-განათლება, რომელიც საქართველოში მივიღე, გამომადგა, მომწონს ამერიკის დამოკიდებულება შეზღუ- დული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. მათთვის კლასები მცირერიცხოვანია, მასწავლებელს 3-4 დამხმარე ჰყავს, ბავშვებს თერაპევტები ეხმარებიან მეტყველებაში. ვარჯიში, სხვადასხვა კლუბები და უამრავი სხვა რამ. ქალბატონო ლეილა, რას გეგმავთ სამომავლოდ, აპირებთ თუ არა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას? აუცილებლად ვაპირებ ჩამოსვლას, მაგრამ როდის? ყველა ემიგრანტს აქვს ეს კითხვა. მეც მაინტერესებს, როგორ ვიგრძნობ თავს, მთელს წელს რომ ჩემს ქალაქში გავატარებ. ჯერჯერობით, მხოლოდ ზაფხულში ჩამოვდივარ სტუმრად. და ბოლოს, რას ურჩევთ ჩვენს თანაქალაქელებს? ვურჩევ, ფოთელებმა შევინარჩუნოთ ჩვენი ქალაქის გამორჩეული ხასიათი. ვიდგეთ მის გვერდით, სადაც არ უნდა მოგვიხდეს დროებით ცხოვრება. ანანო კაპანაძე „მე მიყვარს ფოთის ახალგაზრდობა. მხიბლავს მათი წყურვილი განათლების, მათი მიზანდასახულობა და მონდომება. მიყვარს მათი სითბო და მეგობრობა. მე ვურჩევ, რომ მათ ჰქონდეთ დიდი ოცნებები და არ შეცვალონ ისინი, იმის მიუხედავად, თუ რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს. პირიქით, ვიბრძო- ლოთ მანამ, სანამ რეალობად არ ვაქცევთ მათ. გვიამბე შენ შესახებ, რა წარმატებას მიაღწიე საზღვარგარეთ? ვსწავლობ ბრუკლინში, Edward R. Murrow High School-ში, ვარ 17 წლის. შვიდი წლის ასაკში ჩამოვედი ამერიკაში ჩემს ოჯახთან ერთად. ჩემი ინგლისურის ცოდნა ამ ასაკში მწირი იყო, ამიტომ გამიჭირდა არა მხოლოდ გარემოსთან შეგუება, არამედ ისიც, რომ კლასის ტემპს ავყოლოდი. უნდა მემუშავა და მესწავლა, რომ არ ჩამოვრჩენილიყავი. ამაში მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ: მამა საათობით მეჯდა და მასწავლიდა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ კლასს არ ჩამოვრჩენოდი, არამედ იმისთვისაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვყოფილიყავი. ერთი წლით სკოლაში დამატებითი კლასიც მქონდა, რომელშიც ემიგრანტი ბავშვები ვიყავით გაერთიანებულნი. „ESL“- ამ კლასში ვიყავით ის ბავშვები, ვისთვისაც ინგლისური იყო მეორე ენა. ამ კლასში დავდიოდი მანამ, სანამ გამოცდა არ ჩავაბარე, ამ გამოცდებთან ერთად ჩავაბარე მესამე კლასის გამოცდები მათემატიკასა და ინგლისურში, სწორედ აქ დაიწყო ჩემი წარმატება, რადგან ავიღე უმაღლესი ქულები. ამის შემდეგ დამსვეს “EXCEL CLASS”-ში. ახლა საკმაოდ აქტიური ვარ: ვმონაწილეობ სკოლის ფრენბურთისა და ფეხბურთის გუნდებში, ვარ „jazz band”-ში და „rock band”-ში, სადაც ვუკრავ საქსაფონსა და გიტარაზე. მერვე კლასში დამასახელეს პრეზიდენტ „Archon”-ის ყველაზე აქტიურ სტუდენტად. ერთი წელი დავიოდი ქართული ცეკვების ანსამბლ „ფესვებში“, სადაც კიდევ უფრო მეტი ქართველი გავიცანი, რომლებთანაც ძალიან ახლოს ვარ დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვარ დაკავშირებული ჩემს კულტურასთან, მომწონს ცხოვრება ბრუკლინში, რადგან მაქვს შესაძლებლობა, შევისწავლო სხვა კულტურებიც. 21

პიონერის კატალოგი
კარტოფილის კულტივაცია
620024, г. Екатеринбург, Елизаветинское шоссе, д. 41, оф. 14 ...
Tallinn-Helsinki Shuttle July-August 2018 Tallink Midsummer Shopping catalogue – est
ახალი საგაზაფხულო კოლექცია
ДАШОГУЗ
Преступления армянских террористических и ... - Erevangala500
Скачать книгу - Альп
Μεθοδολογία υλοποίησης μάθησης μέσω σύγκρισης και πρότυπα ...
Секреты Бильдербергского клуба - Духовный путь развития науки
ISSN 2218-0346 - DSpace at Khazar University
Родительского контроля - InfoCity - aзербайджанский журнал о ...
Microsoft - InfoCity - aзербайджанский журнал о технике и ...
azbrbaycan arxeologıyası - DSpace at Khazar University
Azərbaycanın Milli Qəhrəmanı - 1
XEBERLER 2010 #2 son - Ä°qtisadiyyat Ä°nstitutu
Antenatal Care Pregnancy
Historische Uitgeverij; Beijing Book Fair 2011
Black Mold Testing Miami