Views
9 months ago

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

სარჩევი

სარჩევი რედაქტორისგან - 3 ,,ბილივის” შესახებ - 4 ჩემი ქალაქი - 6 მათ შექმნეს ეპოქა... - 8 მასწავლებელთა მასწავლებელი - 10 მუსიკა ჩვენშია - 12 აბრეშუმზე ნატიფად მხატვარი - 14 ცეკვაზე შეყვარებული - 16 ქართული მოდის ახალი სახე - 18 ემიგრანტები - 20 სპორტსმენები - 25 სახლების სახლი - 28

რედაქტორისგან გ ულითადად მოგესალმებით, სურვილი, “ბილივის” ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, შექმნილიყო ჩვენი ქალაქისადმი მიძღვნილი ჟურნალი, საინტერესო გამოწვევა იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ჯ ეროვნად და უანგაროდ განახორციელო ინოვაციური იდეა, აკეთო ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებ- ლო საქმე, ღირსეულად წარმართო პროცესები სოციალურად დაუცველთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მრავალი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანის პირობების გაუმჯობესებისთვის-ეს “ბილივის” გუნდის სავიზიტო ბარათია... ამიტომაც, პასუხისმგებლობა დიდი იყო, ინიციატივა-საინტერესო და მიმზიდველი. ე ნთუზიაზმით გაერთიანებული ადამიანების გუნდმა, ვისაც სჯერა “ბილივის” შესაძლებლობების, ცვლილებების საჭიროების, თანადგომის ძალის-შემოიკრიბა ნიჭიერი, მონდომებული, საინტერესო ფოთელი ახალგაზრდები: თაობა, ვისაც სჯერა... თაობა, რომელიც იდეებით მოდის... რ უდუნებითა და სიყვარულით იქმნებოდა ეს ჟურნალი, როგორც ჩვენი ქალაქის ცხოვრების დასანახად გამოღებული ერთი პატარა სარკმელი. ფონდ “ბილივის” დამფუძნებლებს, ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს, ამ ჟურნალის შემქმნელებს, ჩვენი ქალაქური ისტორიების გმირებს, ყველას ერთად - სიკეთის ქმნისკენ სწრაფვა, ქველმოქმედება და მისი ქალაქის სიყვარული აერთიანებთ. ყველა ამბის, ისტორიის, ბიოგრაფიის, მთავარი გმირისა თუ პერსონაჟის მონათხრობის წაკითხვისას, ავანსცენაზე დგას ქალაქი ფოთი - მისი საინტერესო წარსულით, მომლოდინე დღევანდელობით, იმედიანი მომავლით... ო პტიმიზმით გვავსებენ ისტორიები საუკუნის ლეგენდებზე: ქველმოქმედ მკურნალზე, ფოთელთა ხსოვნაში უხი- ლავი ძეგლი რომ დაიდგა და მსოფლიო მასშტაბის კარდიოქირურგზე, ათიათასობით გული რომ გადაურჩენია და საკუთარი-ამ ქალაქისკენ მოუწევს... დ აუღალავად შეუძლიათ გესაუბრონ ფოთზე მის ქუჩებში გაზრდილ სპორტსმენებსა და ბლოგერებს; ემიგრანტებს, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ფოთის ქუჩებში გავლა რომ ენატრებათ; წარმატებულ ახალგაზრდა ინტელექტუალებს, ხელოვანებს... აბრეშუმზე ნატიფად მხატვარსა და ცეკვაზე შეყვარებულ ბალეტის მასწავლებელს, “ჟიზელთან” ერთად, მისთვის დამახასიათებელი საოცარი ექსპრესიულობით, შმიტის “ოსკარსა და ვარდისფერ ქალბატონს” რომ გვაყვარებს... ქართული მოდის ახალ სახეს, ფოთში გაზრდილ გოგონას-გამორჩეული ხელწერითა და სტილით... ე რთგულებით საყვარელი პროფესიისა და საქმისადმი - გაგაოცებთ საუკუნის ლეგენდადქცეული მასწავლებელის ამბავი; გაესაუბრებით ფოთის საპატიო მოქალაქეს, მუსიკოს ქალბატონს - საფიცარ ქალაქს რომ უმღერის... იმ ქალაქს, რომელმაც, ასე უბრალო და ფამილარული რეგალია - “ჩვენი ნანი” მიანიჭა; თითოეულისგან პირველი სიტყვაა: ჩემი ქალაქი... ეს გამოცემაც ჩემი, შენი, ჩვენი ქალაქისადმი სიყვარულში გამოტყდომაა! ს იყვარულით გელოდებათ თქვენი “სახლების სახლი”, უნიჭიერესი გოგონასგან შერქმეული ყველაზე ზუსტი სახელი ჩვენი საერთო სახლისა, რომელსაც, სადაც უნდა წახვიდე, შენად მიიჩნევ და შინაურულად, უბრალოდ, თბილად უხმობ: ჩემი ქალაქი... 3

№ 4 2012 - Предприниматель
799руб. 599руб. - Сети магазинов, адреса и телефоны ...
ÔÎÐÌÅÍÍÛÉ ÎÒ ÊÓÒÞÐ: - WiseSoft.Ru
The Roots of Nationalism
№4 (70) — ЖУРНАЛ "ТРУБОПРОВІДНИЙ ТРАНСПОРТ", 07-08.2011
№1 (79) — ЖУРНАЛ "ТРУБОПРОВІДНИЙ ТРАНСПОРТ", 01-02.2013
Zobrazit magazín v pdf - Igy
ВАШИ ГЛАЗА R - Nikon
Xəbərlər 2010-N1 - İqtisadiyyat İnstitutu
Проблема нестратегического ядерного оружия - Carnegie ...
Журнал KAENERGY 2006. №2 - KazEnergy
Историческое примирение и затяжные конфликты - Carnegie ...
Photo booth rental inToronto
Top Rated Tattoo Shops Melbourne - Recommended Artists
Wishbone Software - A Software Development Company
This Is Who We Hire: Employers reveal how to: Get a job. Succeed in it. Get promoted.
mo: Yves Gaguonü l {FH l - Aesma Daeva