13.07.2015 Views

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდესადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლისნათესავია;გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილსიმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს.ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახისწევრია. (2.03.2001 N 772)2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; (2.03.2001 N 772)ბ) მეუღლე, მეუღლის დაძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის დაძმა;დ) დაძმა, მათი მეუღლეები და შვილები.3. თანამდებობის პირი ვალდებულია ზემდგომ თანამდებობის პირს აცნობოს ამმუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.განცხადება თვითაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93ე მუხლითდადგენილი წესით.მუხლი 93. აცილების განცხადება1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიცმიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციულიორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძველი, ამ კოდექსის 91ე მუხლისშესაბამისად უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება. (24.06.2005. N1801)2 აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.3. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილებისსაკითხს წყვეტს იმ თანამდებობის პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომლისმიმართაც განცხადებულია აცილება, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.4. კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირისაცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირისმონაწილეობის გარეშე.5. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმრაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!