13.07.2015 Views

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საქართველოს კანონისაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითავი Iძირითადი დებულებანიმუხლი 1. კოდექსის მიზანი1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების,ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციულიგარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.2. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონისუზენაესობის დაცვა.მუხლი 2. ტერმინთა განმარტება1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ა) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივითვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიულიპირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერისხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებსსაჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს; (24.09.2009. N1698)ბ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი,ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულიაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზეპირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერკანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზეგამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის,წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა დამოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლებააგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისუფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის


უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ანდადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივიშედეგები; (24.06.2005. N1801)ე) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილიადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემულისამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი დამრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;ვ) აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ანსარგებელს;ზ) ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერსაჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან,აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულისამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება; (24.06.2005. N1801)თ) განცხადება – უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსითდადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა; (24.06.2005. N1801)ი) ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული მხარის მიერუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესითწარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავეან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედებისგანხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ,რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემას; (24.06.2005. N1801)კ) ადმინისტრაციული წარმოება – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების,ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციულიხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. (24.06.2005. N1801)ლ) დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიცადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო დაკერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმეგადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;მ) საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი,გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო დააუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო


დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებითმიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია; (2.03.2001 N 772)ნ) საიდუმლო ინფორმაცია – საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯაროდაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებითმიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავსსახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. (2.03.2001 N 772)2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველ ნაწილშიმოცემულ ტერმინებს სხვა სამართლებრივი აქტით არ შეიძლება მიეცეს სხვამნიშვნელობა.მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირებისსაქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულორგანოებად. (24.09.2009. N1698)2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგისახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: (9.09.99 N 2372)ა) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურირესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;ბ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო;გ) საქართველოს სახალხო დამცველი;დ) საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. (28.12.2007 N5671)3. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულიორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიცდაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლებისორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია:ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან დასისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან;ბ) ოპერატიულსამძებრო საქმიანობასთან;გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესულიგადაწყვეტილების აღსრულებასთან;გ 1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულიაქტების აღსრულებასთან; (15.07.2008 N 228 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)


დ) სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედროდისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციითმინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს;ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციითგათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვესაქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „დ”, „ე”, „ზ”, „თ”, „ო”ქვეპუნქტებით, ასევე მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულუფლებამოსილებათა განხორციელებასთან;ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა დასაგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელიხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულიასაერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებშიმათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასადა საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან.სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემასაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან/და ამ ნაწილითგათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად. (21.07.2010 N 3511)მუხლი 4. კანონის წინაშე თანასწორობა1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.2. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილერომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესისშეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვისკანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმემხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.3. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვაპირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონითგათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.მუხლი 5. უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნებისსაწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოსკონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვებამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის


საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილებისსაფუძველზე.3. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. (2.03.2001 N 772)4. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივიუფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივიუფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.მუხლი 6. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტადმინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ესუფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციულიუფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ესუფლებამოსილება.მუხლი 7. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცესადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა დაინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლისმისაღებადაც იგი გამოიცა.2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არშეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელიშეზღუდვა.მუხლი 8. საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილებაგანახორციელოს მიუკერძოებლად.2. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოსთანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვაგარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.მუხლი 9. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება (24.06.2005. N1801)1. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოსწერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება


განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობისსაფუძველი.2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არშეიძლება არსებობდეს, თუ:ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგოდაპირება;ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებსდაწესებულ მოთხოვნებს;გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცეს დაპირებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მხოლოდდაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენისა და იმადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიცკანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვისკანონმდებლობით დადგენილი წესები.მუხლი 10. საქვეყნოობა1. ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯაროინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო,პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.2. ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის,აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით.3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკითხის საჯაროდგანხილვა, თუ ამას ითვალისწინებს კანონი.მუხლი 11. საიდუმლოობა (2.03.2001 N 772)ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეს უფლება არააქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციულიწარმოების დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია. პასუხისმგებლობაასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონითგანსაზღვრული წესით. ეს არ შეიძლება გახდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლითგათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება


1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამუკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად,რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილიგანცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.მუხლი 13. დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებისწარდგენის უფლება1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოსსაკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ანკანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცასაკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოსადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისიმონაწილეობა საქმეში.მუხლი 14. ადმინისტრაციული წარმოების ენაადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვეაფხაზური.მუხლი 15. ვადების ათვლაამ კოდექსში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომისკანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.თავი IIადმინისტრაციულ ორგანოთასაქმიანობის ზოგადი დებულებანიმუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარებისვალდებულება1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებშიდა მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივიდახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნისსაფუძველზე.2. სამართლებრივ დახმარებად არ ჩაითვლება:ა) ზემდგომი ან ქვემდგომი ორგანოს რაიმე თხოვნის შესრულება;


ბ) ნებისმიერი მოქმედება, რომლის შესრულების ვალდებულებაადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით აქვს დაკისრებული.მუხლი 17. სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლებიადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სხვა ადმინისტრაციულორგანოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუ:ა) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი ანფაქტობრივი მიზეზების გამო;ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისიცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო;გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხისგადასაწყვეტად, იმყოფება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში;დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯებიარსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივიდახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს.მუხლი 18. უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოსსამართლებრივი დახმარება, თუ:ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისფარგლებს;ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს სახელმწიფოს ანადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებს ანდა ადმინისტრაციული ორგანოსმიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას. (24.09.2009. N1698)2. თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს სამართლებრივი დახმარებისაღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 3 დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ იმადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც თხოვნით მიმართა მას.3. ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის დავას სამართლებრივი დახმარებისაღმოჩენის შესახებ წყვეტს საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლოასეთის არარსებობისას – სასამართლო.4. სარჩელი სასამართლოს წარედგინება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციულიორგანოს ზემდგომი ორგანოსაგან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზეწერილობითი უარის მიღების შემდეგ.მუხლი 19. სამართლებრივ დახმარებაზე გაწეულიხარჯების ანაზღაურება


1. ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას,ვალდებულია აანაზღაუროს სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელიხარჯები, თუ ისინი აღემატება 50 ლარს.2. თუ სავარაუდოა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ოდენობაზე მეტიხარჯები, ამის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ უნდა ეცნობოს.მუხლი 20. დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისიქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვადოკუმენტების ასლები, თუ დედანის და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული დაგამოცემული დოკუმენტების ასლებს აქვთ ოფიციალური ძალა და ადასტურებენდედანთან იგივეობას.3. არ შეიძლება დამოწმდეს დოკუმენტი, რომლის შინაარსი შეცვლილია ანდარღვეულია მისი მთლიანობა.4. დოკუმენტის დამოწმების დროს შედგება დამოწმების ფურცელი, რომელიცუნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:ა) დოკუმენტის ზუსტ დასახელებას;ბ) ასლის დედანთან შესაბამისობის დადასტურებას;გ) დამოწმების დროსა და ადგილს;დ) პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერას, სამსახურებრივ ბეჭედს.5. დამოწმებული ასლის ყოველ გვერდს უნდა დაესვას სამსახურებრივი ბეჭედი დაჰქონდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა.6. ადმინისტრაციული აქტის ან სხვა დოკუმენტის დამოწმება დადგენილი წესითრეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოში.მუხლი 21. საზოგადოებრივი ექსპერტი1. საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი,აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითშექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტადჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი. (2.03.2001 N772)2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტსსაექსპერტო დასკვნისათვის.3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საექსპერტოდასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია.


4. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია თავისი დასკვნა წარადგინოსკანონის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერვადის გაშვებამ არ შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტისვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში.მუხლი 22. საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა1. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია მიუკერძოებლად დაკეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.2. საზოგადოებრივი ექსპერტი თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის ანარაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მუხლი 23. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა (2.03.2001 N 772)საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია არ გაამჟღავნოს საიდუმლოინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულებისას. ესვალდებულება ძალაშია საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობისშესრულების შეწყვეტის შემდეგაც.მუხლი 24. ხარჯების ანაზღაურებასაზოგადოებრივ ექსპერტს აუნაზღაურდება ყველა ის აუცილებელი დანახარჯი,რომელიც მან გასწია თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ასეთი დანახარჯისგაწევის აუცილებლობის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ უნდა ეცნობოს.მუხლი 25. საექსპერტო დასკვნის იურიდიული ძალათუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნაარ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსათვის. უარი ექსპერტის დასკვნისგათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს.მუხლი 26. საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტასაზოგადოებრივ ექსპერტს მოვალეობის შესრულებისაგან ვადამდეათავისუფლებს ის ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მისი დანიშვნისშესახებ, თუ იგი:ა) უხეშად არღვევს დაკისრებულ მოვალეობას;ბ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებულია ამ თანამდებობისდასაკავებლად;გ) პირადი განცხადებით უარს ამბობს დასკვნის მიცემაზე.


თავი IIIინფორმაციის თავისუფლებამუხლი 27. ტერმინთა განმარტებაამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგიმნიშვნელობა:ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ანადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლისიურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში; (2.03.2001 N 772)ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლისხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება დარომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიცხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერგადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;დ) თანამდებობის პირი – "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულითანამდეობის პირი;ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამგადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხისგანხილვა;ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯაროინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვისხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურისმიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;თ) პერსონალური მონაცემები – საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირისიდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;ი) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარომოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან.კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ანვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნებასაჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას. (2.03.2001 N 772)მუხლი 27 1 . პირადი საიდუმლოება (2.03.2001 N 772)


პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდაკანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაცარსებობს ეს ინფორმაცია.მუხლი 27 2 . კომერციული საიდუმლოება (2.03.2001 N 772)1. კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონეგეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია,რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენსსიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვაინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირისკონკურენტუნარიანობას.2. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენსკომერციულ საიდუმლოებას.3. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისიკომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაშიკომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულიინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულებადადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობისთაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესოკანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციისღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯაროდაწესებულებას. (28.12.2007 N5671)4. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლოსაქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოშიგაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი. (28.12.2007 N5671)5. საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოსინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციულისაიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა დამისამართის შესახებ.მუხლი 27 3 . პროფესიული საიდუმლოება (2.03.2001 N 772)


პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენსსხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდაპროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიულისაიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვაპირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.მუხლი 27 4 . სახელმწიფო საიდუმლოება (2.03.2001 N 772)სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრებასახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (2.03.2001 N 772)საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისადა დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებასმიკუთვნებული ინფორმაციისა.მუხლი 29. აღმასრულებელი პრივილეგიათანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილესხვა საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობისპირებისა) ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით. (2.03.2001N 772)მუხლი 30. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისშესახებგადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ შეიძლებამიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ კანონი აწესებს მისი გამხელისაგან დაცვისპირდაპირ მოითხოვნას, ადგენს ინფორმაციის გამხელისაგან დაცვის კონკრეტულკრიტერიუმებს და შეიცავს საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ამომწურავჩამონათვალს.მუხლი 31. საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა (2.03.2001 N 772)1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული დაკომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოებაღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთადიქნა მიჩნეული. პირადი საიდუმლოება დახურულია პირის სიცოცხლის მანძილზე, თუკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.2. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადისგაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.


მუხლი 32. სხდომათა საჯაროობათითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად დასაჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28ე მუხლითგათვალისწინებული შემთხვევებისა.მუხლი 33. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისაიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ საიდუმლოსაჯარო ინფორმაციის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების დახურულისხდომის ოქმის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდაგამოქვეყნდეს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი,რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევისსაფუძველი და გასაიდუმლოების ვადა. (2.03.2001 N 772)მუხლი 34. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა (2.03.2001 N 772)1. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრესაჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა დადღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვემისი დახურვის შესახებ.2. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულებაუფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილითგათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებავალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისადა დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას –აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.3. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისასსხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულიაგადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებულიგადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრშიუნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართულისახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები 33ე მუხლითგათვალისწინებული წესით.4. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევესხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოსკოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში.კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევითჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებასსასამართლოს მიერ.


მუხლი 35. საჯარო რეესტრისაჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებულისაჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნესსაჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ანგამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის,დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარომოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაცშემოვიდა ან/და ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია. (2.03.2001 N 772)მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასაჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციისხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურემუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკურიფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციისმიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციასდედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულებავალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობაან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას.განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისმოტივი ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოებისმოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონითგათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ანადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. (2.03.2001 N 772)მუხლი 37 1 . საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა დაკომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისხელმისაწვდომობა (27.12.2005 N 2542)1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნისსაფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცულიპერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულიინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჯარო დაწესებულებისათვის საკითხისგადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლისპერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისიინფორმაცია.


2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულადითვლება, თუ პირი განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავსთანხმობას, რომ საჯარო დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხისგადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულსაიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებისაგან.3. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებასმიკუთვნებული ინფორმაციის გამცემი და მომთხოვნი ორგანოები ვალდებული არიანდაიცვან აღნიშნული მონაცემების ან ინფორმაციის საიდუმლოება.მუხლი 38. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობასაჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციისასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯაროინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხისანაზღაურებისა.მუხლი 39. პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაპირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიციძლევა ამ პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და ამ კოდექსის თანახმად სხვაპირებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. პირს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებსაჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდმიიღოს ამ მონაცემების ასლები.მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა (2.03.2001 N 772)1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაციადაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზეპასუხის გაცემა მოითხოვს:ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ანსხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეულიდოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ანსხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯაროდაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებგანმცხადებელს. (2.03.2001 N 772)მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა


1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელსუნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. (2.03.2001 N 772)2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯაროდაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირსწერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ისსტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდაკონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.(2.03.2001 N 772)მუხლი 41 1 . გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგაცემაზე უარის თქმის შესახებ (2.03.2001 N 772)ამ კოდექსის 27 2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯაროდაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებგადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლში მითითებული ვადების გასვლისთანავე.მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელიაყველას აქვს უფლება იცოდეს:ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე,რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები დამიმართულებები;გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციებისგანსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა დასამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯაროინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა დამოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; (2.03.2001 N 772)ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებადგამართული ღია კენჭისყრის შედეგები;ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველაინფორმაცია;ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა დარევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიცსაჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზისსახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვისპასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;


ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისადა გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ანარარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაცმოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანამოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარომონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები დაიმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახებაინფორმაცია.ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშიდა დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირადსაიდუმლოებად. (2.03.2001 N 772)მუხლი 43. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესისაჯარო დაწესებულება ვალდებულია:ა) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელთაშეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი და რომლებიცაუცილებელია ამ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარ უფლებამოსილებათაგანსახორციელებლად;ბ) არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალურიმონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულიაპირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ანმსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან; (2.03.2001 N 772)გ) შეიმუშაოს და დანერგოს მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა დაშემადგენლობის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან და ვადებთან შესაბამისობისკონტროლის პროგრამა;დ) პირის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეგაანადგუროს კანონით განსაზღვრული მიზნებით გაუთვალისწინებელი, აგრეთვეარაზუსტი, არასარწმუნო, არასრული და საქმესთან დაუკავშირებელი მონაცემები დაშეცვალოს ისინი ზუსტი, სარწმუნო, დროული და სრული მონაცემებით;ე) შეინახოს შესწორებული მონაცემები, მათი გამოყენების დროის მითითებით,შესაბამის მონაცემებთან ერთად მათი არსებობის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ 5წლის განმავლობაში;ვ) პერსონალური მონაცემების შეგროვებისას მიმართოს იმ პირს რომელზედაცგროვდება ინფორმაცია, აგრეთვე სხვა წყაროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიამოიწურა პირველწყაროდან პერსონალური მონაცემების მიღების ყველა სხვა


შესაძლებლობა, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისადა მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებსგანსაზღვრული კატეგორიის პირების შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვების,დამუშავებისა და შენახვის უფლება;ზ) საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემებისშეგროვებისა და დამუშავების, აგრეთვე მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერპერსონალური მონაცემების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნისვინაობისა და მისამართის შესახებ;თ) დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პირს მის უკანასკნელ ცნობილ მისამართზემესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ მისი პერსონალური მონაცემებისმოთხოვნის შესახებ, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულიშემთხვევებისა;ი) პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემამდე კიდევ ერთხელ მიიღოსყველა გონივრული ზომა იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა ისინი ზუსტი, საქმესთანკავშირში მყოფი, დროული და სრული;კ) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვისას აცნობოსშესაბამის პირს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივისაფუძვლები; სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მისთვის პერსონალურიმონაცემების მიცემა; პერსონალურ მონაცემთა წყაროები და შემადგენლობა; აგრეთვეიმ მესამე პირების შესახებ, რომელთაც შეიძლება გადაეცეთ პერსონალურიმონაცემები.მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება (2.03.2001 N 772)1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებასმიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულშემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე,თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა)პერსონალური მონაცემების გარდა.2. პირს უფლება აქვს პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე უარისთქმის შესახებ საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთი თვისვადაში.3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება პერსონალურიმონაცემების განსაიდუმლოების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელიასხვა მტკიცებულებებით საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და ამოიწურა სხვა წყაროდან ამინფორმაციის მიღების ყველა სხვა შესაძლებლობა.მუხლი 45. პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა


პერსონალური მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სამეცნიეროკვლევების ჩასატარებლად მხოლოდ პირის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.მუხლი 46. მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურებაპირს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემებში შესწორების შეტანა ან უკანონოდმოპოვებული მონაცემების განადგურება. პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისკანონიერების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას. საჯაროინფორმაციაში შესწორების შეტანამდე პირის განცხადება საჯარო ინფორმაციისუზუსტობის შესახებ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და თან უნდა დაერთოს მას.აღნიშნულ საკითხზე საჯარო დაწესებულება ან საჯარო მოსამსახურე გადაწყვეტილებასიღებს 10 დღის ვადაში.მუხლი 47. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება1. პირს აქვს უფლება საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურისგადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს,აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, კოლეგიური საჯაროდაწესებულების სხდომის სრული ან ნაწილობრივი დახურვის, აგრეთვე საჯაროინფორმაციის გასაიდუმლოებისას;ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისა და დამუშავებისათვის;გ) პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, დამუშავების, შენახვისა დაგავრცელებისას, აგრეთვე მათი სხვა პირისა ან საჯარო დაწესებულებისათვისუკანონოდ გადაცემისას;დ) საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვამოთხოვნათა დარღვევისას.2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას ან საჯარომოსამსახურეს.მუხლი 48. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციისგამოთხოვასასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს გამოითხოვოს დაგანიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივიგასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს უფლება აქვს ესგანხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.მუხლი 49. ანგარიშის წარდგენაყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოსანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს:


ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯაროინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ დამოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობისშესახებ;ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულგადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურისვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომისდახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალურიმონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისრაოდენობისა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ.ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდასაჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულებისსხდომის დახურვისას;ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულიგადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან,აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ანკოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებულიგადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარისსასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ. (2.03.2001 N 772)მუხლი 50. ადრე არსებული საჯარო ინფორმაციის ღიაობაამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია,გარდა კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოებისა, ღიაა, თუ იგიშექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაშიმოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლისმანძილზე.თავი IVადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(2.03.2001 N 772)მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისფორმა1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემაწერილობით ან ზეპირად.


2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერუფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვაშემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიმიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.3. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. მართვისავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული წერილობითი ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის52ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. (24.06.2005. N1801)მუხლი 52. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისრეკვიზიტები1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემორგანოს;გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;ე) გამოცემის დროსა და ადგილს;ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.2. წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისიმისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოგერბი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაშიგამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედაკუთხეში) და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (მაყურებლიდან მარჯვენა მხარისზედა კუთხეში), ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში – მხოლოდსაქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში).(20.04.2010 N N2947)მუხლი 521. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისრეკვიზიტები


1. თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდაჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:ა) ნორმატიული აქტის სახე;ბ) ნორმატიული აქტის სათაური;გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა(თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებულისარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრშიშეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა)ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი,ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა)ნორმატიულ აქტებზე – საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისითვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (20.04.2010 NN2947)მუხლი 53. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება (24.06.2005.N1801)1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისსარეზოლუციო ნაწილს.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ისსაკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა,რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში,წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაცარსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემისას.5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისიგადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ანარგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციულიწარმოების დროს.


6. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობაითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაშიმიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.7. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი დასამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ესინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემისშესაძლებლობას.8. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაშიწერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.მუხლი 54. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისძალაში შესვლა1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონითდადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.2. კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურგაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ანსაზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირისუფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.3. დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილიინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდანარა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარესინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია.4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთანდაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულორგანოს. (24.06.2005. N1801)მუხლი 55. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოქვეყნება


1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდებაკანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტპირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთშემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცნობადგადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმეპირი – პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია. (24.06.2005. N1801)მუხლი 56. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოქვეყნების წესი1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდაგამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვითორგანოში.2. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდესბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელსამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდესსაჯაროდ.3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ამ მუხლისმე-2 ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი. (24.06.2005. N1801)მუხლი 57. საჯაროდ გამოცხადებასაჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვასაჯარო ადგილას. (24.06.2005. N1801)მუხლი 58. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისოფიციალური გაცნობის წესი1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვისინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობანიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.2. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლიმიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.(24.06.2005. N1801)მუხლი 59. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური,აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითიშესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალურიგაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.(24.06.2005. N1801)მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლებაარარად, თუ:ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირისმიერ;გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულსამართალდარღვევას.2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ანდაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (24.06.2005. N1801)მუხლი 60 1 . ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგებაკანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობითდადგენილი სხვა მოთხოვნები.2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესისარსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ


სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახისდარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიმოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემიადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომიადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერინდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმშემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითადარღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ანინტერესებს.5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მანადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიულიმნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მასსაფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიცარღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ანკანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილითგათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო დასაჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდესადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივიზიანი.7. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავსადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივშედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმოქმედების შეწყვეტა:ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.(24.06.2005. N1801)მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


ძალადაკარგულად გამოცხადება1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისუფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულორგანოს.2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულადგამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულიზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებულიადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობისშესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლებამნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვეშესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლებამნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით.4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულშემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნისსაფუძველზე მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაშიგამოიყენება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი.(2.03.2001 N 772)5. ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესებისურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო,რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამმუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების


შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილისამართლებრივი შედეგების გაუქმება. (24.06.2005. N1801)7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არიწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივიშედეგების გაუქმებას.მუხლი 62. ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ანძალადაკარგულად გამოცხადება1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ანძალადაკარგულად გამოცხადება უნდა მოხდეს ამ კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებისმოთხოვნათა დაცვით.2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ანძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.მუხლი 63. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებისა და დამატებისშეტანა1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანისუფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.2. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვისდადგენილი წესით.მუხლი 64. დოკუმენტის დაბრუნებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ანძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს პირს ამ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული და რაიმე უფლებისდამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნება. (24.06.2005. N1801)თავი Vადმინისტრაციული ხელშეკრულებამუხლი 65. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულიხელშეკრულების დადების უფლებამოსილება1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელიაადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტაადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო


უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა,რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზითმოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოსადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულებისდადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქოკოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათაშესახებ.(24.06.2005. N1801)მუხლი 65 1 . ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივიხელშეკრულების დადების უფლებამოსილება1. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანომოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივიხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისშესაბამისი ნორმები. (24.06.2005. N1801)მუხლი 66. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა უპასუხებდესადმინისტრაციული ხელშეკრულება1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანომოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციულიხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა დაკანონმდებლობას.3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოსკონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისდარღვევა. (24.06.2005. N1801)მუხლი 67. მესამე პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულიხელშეკრულების დადებაში1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირისუფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდესმხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ.2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მითითებულ დაინტერესებულ მხარესუფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარიმოსაზრება. (24.06.2005. N1801)


მუხლი 68. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობაადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციულიაქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოსწერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისადაუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.(24.06.2005. N1801)მუხლი 69. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმათუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაშეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. (24.06.2005. N1801)მუხლი 70. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილადგამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევებათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებისშემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. (24.06.2005. N1801)მუხლი 71. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლა1. გარემოებათა არსებითად შეცვლისას, რაც ზიანს აყენებს მხარეს ანსაზოგადოებრივ ინტერესს, მხარე უფლებამოსილია მეორე მხარეს მოსთხოვოსთანხმობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაცვლელად.2. თუ ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგებახელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებისგაუქმება. (24.06.2005. N1801)თავი VIადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი.მარტივი ადმინისტრაციული წარმოებამუხლი 72. ადმინისტრაციული წარმოების სახეები1. ადმინისტრაციული წარმოების სახეებია:ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.2. თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოებისგამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-


სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.(24.06.2005. N1801)3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთანდაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არდაიწყება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (24.06.2005. N1801)მუხლი 73. ადმინისტრაციული წარმოების მხარეები1. ადმინისტრაციული წარმოების მხარე შეიძლება იყოს ადმინისტრაციულიორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი.2. ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილიადმინისტრაციული ორგანო.3. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლოაფხაზეთში აგრეთვე აფხაზურ ენაზე.4. თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვადოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარევალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოსგანცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.5. თუ კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაში ადმინისტრაციულიორგანო ვალდებულია შეასრულოს გარკვეული მოქმედება, ეს ვადა დაიწყებამხოლოდ თარგმანის წარდგენისას, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში.6. თუ კანონით განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაში დაინტერესებულიმხარე ვალდებულია წარადგინოს რაიმე განცხადება ან დოკუმენტი, ეს ვადა დაცულადჩაითვლება დოკუმენტის არასახელმწიფო ენაზე წარდგენის დროსაც.7. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ვადა წარდგენილიდოკუმენტის თარგმნისთვის, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ დღეზე ნაკლები. ამვადის გაშვება შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის განცხადების განხილვაზეუარის თქმის საფუძველი.მუხლი 74. ადმინისტრაციული ქმედუნარიანობა1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაშიმონაწილე პირის ქმედუნარიანობის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქოკოდექსის მე12-16 მუხლები.2. ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენსპასუხისმგებელი თანამდებობის პირი ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი.მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე


ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისმიღების უფლება აქვს:ა) განმცხადებელს;ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოსგადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე;გ) პირს, რომელსაც კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაშიმონაწილეობის უფლება;დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულშემთხვევებში;ე) დაინტერესებულ მხარეს.მუხლი 76. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: (24.06.2005. N1801)ა) დაინტერესებული პირის განცხადება;ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებულივალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.2. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტითგათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.მუხლი 77. განცხადების შეტანა1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილიუნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოსგანცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (24.06.2005. N1801)2. განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების თუ სხვა სახის ინფორმაციისწარდგენის წესი, თუკი იგი დადგენილი არ არის კანონით ან მის საფუძველზეგამოცემული კანონქვემდებარე აქტით, განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციულიორგანოს დებულებით.მუხლი 78. განცხადების შინაარსი1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავსგანმცხადებელი;ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;გ) მოთხოვნას;დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.


2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენისვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოსგანმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. (24.06.2005.N1801)მუხლი 79. განცხადების რეგისტრაცია1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილიწესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და დასვას მასზერეგისტრაციის თარიღი და ნომერი.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავედაუყოვნებლივ გაუგზავნოს (გადასცეს) მას განცხადების რეგისტრაციაში გატარებისდადასტურება.მუხლი 80. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვისგანცხადების გადაგზავნა1. თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვაადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართულისაბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. (2.03.2001 N 772)2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფოორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრებისწარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.3. განცხადებისა და მასზე დართული საბუთების უფლებამოსილადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, 2 დღისგანმავლობაში, წერილობით ეცნობება განმცხადებელს.4. თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ანშეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა,ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებსგანმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.5. განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულადჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადებაწარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.მუხლი 81. კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნებისდაწესების დაუშვებლობა


1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოსგანმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონითგათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლითადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.მუხლი 82. კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტებისწარდგენის წესიგანმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული ანპირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციისსაიდუმლოობის უზრუნველყოფა. (2.03.2001 N 772)მუხლი 83. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადებისგანუხილველად დატოვება1. ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისშესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.2. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მისსაფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმედოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის,ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლისგანმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვაინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვაინფორმაციის წარდგენის ვადა.4. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვაინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულადითვლება.5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ანინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოსგადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.6. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ანინფორმაციის წარდგენისთანავე.მუხლი 84. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობაადმინისტრაციულ წარმოებაში


1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების 78-ე მუხლთანშესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში განცხადების და მასზე დართულიდოკუმენტების ასლი გაუგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საზოგადოებრივექსპერტს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულწარმოებაში მონაწილეობის უფლება. (2.03.2001 N 772)2. თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულიორგანო ან/და საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს ორი კვირის ვადაში.3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაშიადმინისტრაციული ორგანოს ან/და საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნისწარუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარდგენა არ დააბრკოლებს განცხადებისგანხილვას და მასში დასმული საკითხების გადაწყვეტას.მუხლი 85. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივიდახმარების გაწევის მოვალეობაადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარესმისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოებისსახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდესგანცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.მუხლი 86. წარმომადგენლობის უფლება1. ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთანწარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისიწარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოსდაინტერესებულ მხარეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოოს ურთიერთობაადმინისტრაციულ ორგანოსთან, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებულიშემთხვევისა.მუხლი 87. წარმომადგენელი ადმინისტრაციულ წარმოებაში1. თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნაწარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვისგანკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის.2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.3. დაინტერესებული მხარე, რომელიც წარმოდგენილია სხვა პირით,უფლებამოსილია დაესწროს ყველა ზეპირ მოსმენას.


მუხლი 88. წარმომადგენლის დანიშვნის სავალდებულოობა1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაცარ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულიამისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოსმოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოშიგანსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაცგაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი.2. თუ პირი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ მოთხოვნას,ადმინისტრაციულ ორგანოს ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტისგაუგზავნელობისათვის და ეს არ შეიძლება გახდეს ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი,გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. (24.06.2005. N1801)მუხლი 89. წარმომადგენლის სავალდებულო დანიშვნა განმცხადებლისმიერ1. თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერიპირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთწარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობაადმინისტრაციულ ორგანოსთან.2. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.3. წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარისთქმის შემთხვევაში განმცხადებლებს ადმინისტრაციული ორგანო აძლევს ვადას ახალიწარმომადგენლის დასანიშნად.მუხლი 90. წარმომადგენლის დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოსინიციატივითთუ ამ კოდექსის 89ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები არდანიშნავენ წარმომადგენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში,მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.(24.06.2005. N1801)მუხლი 91. ადმინისტრაციული წარმოების ხარჯების ანაზღაურებაყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს ადმინისტრაციულ წარმოებასთანდაკავშირებულ, მის მიერ, მისივე ინიციატივით ან მის სასარგებლოდ გაწეულ ხარჯებს.(2.03.2001 N 772)მუხლი 92. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა


1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდესადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლისნათესავია;გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილსიმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს.ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახისწევრია. (2.03.2001 N 772)2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; (2.03.2001 N 772)ბ) მეუღლე, მეუღლის დაძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის დაძმა;დ) დაძმა, მათი მეუღლეები და შვილები.3. თანამდებობის პირი ვალდებულია ზემდგომ თანამდებობის პირს აცნობოს ამმუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.განცხადება თვითაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93ე მუხლითდადგენილი წესით.მუხლი 93. აცილების განცხადება1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიცმიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციულიორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძველი, ამ კოდექსის 91ე მუხლისშესაბამისად უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება. (24.06.2005. N1801)2 აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.3. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილებისსაკითხს წყვეტს იმ თანამდებობის პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომლისმიმართაც განცხადებულია აცილება, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.4. კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირისაცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირისმონაწილეობის გარეშე.5. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმრაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების


მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის ამ ორგანოს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირისაცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო,ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს კანონმდებლობისშესაბამისად ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული, მისი მოვალეობისშემსრულებელი ან დამოუკიდებელი ორგანო. (24.06.2005. N1801)6. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარევალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს ადმინისტრაციულიწარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვისცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.(2.03.2001 N 772)მუხლი 94. ვადა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გაშვებული ვადის აღდგენა1. ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენებასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილიწესი.2. თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა,აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვისშესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალურიგამოქვეყნების დღიდან.3. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ანადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად –დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვასაპატიო მიზეზით.4. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითიგანცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილშიაღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდადაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადისგაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.5. ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებგანიხილავს 5 დღის ვადაში.6. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებულიმხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერდადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამეპირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.მუხლი 95. დაინტერესებული მხარის მონაწილეობაადმინისტრაციულ წარმოებაში


1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაშიჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონითგანსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობაადმინისტრაციულ წარმოებაში. (24.06.2005. N1801)2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისდაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისისამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობაადმინისტრაციულ წარმოებაში. (24.06.2005. N1801)3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლებისმქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.4. თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთარაოდენობა 50-ს აღემატება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილიათითოეული მათგანის ინფორმირების ნაცვლად ოფიციალურად გამოაქვეყნოს ცნობაადმინისტრაციული წარმოების შესახებ.5. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა უნდა შეიცავდეს: (24.06.2005. N1801)ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიცმიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.6. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოსსაჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოსდასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისმოთხოვნათა დაუცველად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემის შესახებ. (24.06.2005. N1801)მუხლი 96. საქმის გარემოებათა გამოკვლევა1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისასგამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება დაგადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერებისსაფუძველზე.2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით


დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.(24.06.005. N1801)3. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშეუარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ანშუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობადაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.4. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესითითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.5. დაინტერესებული მხარე ვალდებულია გამოცხადდეს ადმინისტრაციულორგანოში და მისცეს ახსნა-განმარტება მხოლოდ კანონით პირდაპირგათვალისწინებულ შემთხვევაში.მუხლი 97. მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოუფლებამოსილია:ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;ბ) შეაგროვოს ცნობები;გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;ე) დანიშნოს ექსპერტიზა;ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოსკანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.2. მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება ადმინისტრაციულორგანოს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახსნა-განმარტებისჩამორთმევა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.მუხლი 98. დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრისგამოთქმის უფლება1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლებააქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათაგამოკვლევის თხოვნით.2. შუამდგომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო 2 დღისვადაში იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.მუხლი 99. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება


1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლებააქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა,რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათისდოკუმენტაციას. (24.06.2005. N1801)2. თუ დოკუმენტის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდუმლოების დაცვისინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოსგადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად წარედგინება საქმის ისმასალებიც, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.(2.03.2001 N 772)3. დაინტერესებული მხარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს გაეცნობა იმადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას.4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე წერილობითი თხოვნისსაფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს შეიძლება გაეცნოს სხვაადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოსსაკონსულო დაწესებულებაში.5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლებააქვს მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვამასალების ასლები. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარესსახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი საქმის მასალებისასლები გადაეცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში,სასამართლოს გადაწყვეტილებით. (2.03.2001 N 772)6. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე გადასახადი ან შეიქმნას სხვა დაბრკოლებადოკუმენტის ან სხვა მასალის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისათვის, აგრეთვეფოსტის მეშვეობით გაგზავნისათვის, საჭირო თანხის ანაზღაურების გარდა.მუხლი 100. გადაწყვეტილების მიღება1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არისდადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებიღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირისინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათადადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა,ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს


გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდააღემატებოდეს 3 თვეს. (24.06.2005. N1801)მუხლი 101. განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში1. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებსაკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერწარდგენილი ინფორმაციისაგან.2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ განმცხადებელსუკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთანდაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითიზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს. (24.06.2005.N1801)მუხლი 102. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადებისხელახლა წარდგენის წესი1. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობსადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედოინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალადაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ანახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებსგანმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. (24.06.2005. N1801)2. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების


განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსგანცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლისსაფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. (24.06.2005. N1801)3. განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღებამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ანფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.თავი VIIადმინისტრაციული წარმოებაკოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოშიმუხლი 103. ადმინისტრაციული წარმოების წესიკოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოშიადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესისშესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით.1 1 . თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციულიორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისასგამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილიწესები.(22.10.2009. N1886 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)1 2 . კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიმართ ვრცელდებასაქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოსკანონით, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო, აგრეთვე მათ საფუძველზეგამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესები. (22.10.2009.N1886 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთანდაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციულიორგანო. გამონაკლისს წარმოადგენს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოსუფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლება – გადაგზავნოს განცხადებაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუმასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოსუფლებამოსილებას არ განეკუთვნება.მუხლი 104. კოლეგიური ორგანოს სხდომის მიმდინარეობის წესი


1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომას ხსნის და დახურულადაცხადებს ამ ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, ხოლო მისი არყოფნისშემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომისთავმჯდომარე.2. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.მუხლი 105. კვორუმი1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნესმისი ყველა წევრი.2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოსგადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამარანაკლებ 3 წევრისა.3. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულადითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.მუხლი 106. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომისოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;ბ) სხდომის დრო და ადგილი;გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;დ) განხილვის საგანი;ე) კენჭისყრის შედეგები;ვ) მიღებული გადაწყვტილება.2. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ისმონაწილეობდა ოქმის შედგენაში.მუხლი 106 1 . ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კოლეგიურიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად (22.10.2009. N1886ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონეკოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოსგადაწყვეტილებით.2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოადგენსინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.3. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციულიორგანოს განცხადების საფუძველზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისმიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.მუხლი 106 2 . კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტისგამოქვეყნება (22.10.2009. N1886 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდაგამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისადან კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდაგამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.3. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება:ა) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიცმიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა;გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელიამოსაზრებების წარდგენა;დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.4. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდიმოცულობისაა და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი,კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობანორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებული


ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება და მოკლე შინაარსი.მუხლი 106 3 . ადმინისტრაციული ორგანოების ან საზოგადოებრივიექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენა (22.10.2009. N1886 ამოქმედდეს 2010წლის 1 იანვრიდან.)1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს,რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივიურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არისგათვალისწინებული კანონით, ან თუ კანონი მოითხოვს ამ ადმინისტრაციული ორგანოებისმიერ დასკვნების წარდგენას ასეთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმიმართ.2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი აგრეთვე უნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივ ექსპერტს, თუკანონით სავალდებულოა მის მიერ დასკვნის წარდგენა.3. ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ექსპერტი, რომელთაცგაეგზავნათ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ვალდებული არიან ამ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის თაობაზე წარადგინონ საკუთარი დასკვნები საქართველოსკანონმდებლობით ან შესაბამისი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილვადაში, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.4. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნა განხილული უნდაიქნეს ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და მას წერილობით უნდა გაეცეს პასუხი.5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში სხვაადმინისტრაციული ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობამარ შეიძლება დააბრკოლოს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.6. დაუშვებელია კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციულიორგანოს დასკვნის არსებობის გარეშე, თუ დასკვნის არსებობა სავალდებულოა კანონით ანმის საფუძველზე გამოცემული აქტით.


7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უარყოფითი დასკვნა არ წარმოადგენსდაბრკოლებას კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის.მუხლი 106 4 . საკუთარი მოსაზრების წარდგენა (22.10.2009. N1886 ამოქმედდეს 2010წლის 1 იანვრიდან.)1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიურიადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტთან დაკავშირებით.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთანდაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს შესაბამისმა კოლეგიურმაადმინისტრაციულმა ორგანომ. მასზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის.3. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისივინაობა.4. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილმოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამისადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.მუხლი 106 5 . ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისიანვრიდან.)მომზადებისა და მიღების ვადა (22.10.2009. N1886 ამოქმედდეს 2010 წლის 1თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არარის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება კოლეგიური ადმინისტრაციულიორგანოს გადაწყვეტილებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.თავი VIIIფორმალური ადმინისტრაციული წარმოება


მუხლი 107. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისგამოყენებით1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურიადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.2. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VIთავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არისგათვალისწინებული. (24.06.2005. N1801)მუხლი 108. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ფორმალურადმინისტრაციულ წარმოებაში1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოაცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისდაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულწარმოებაში.2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარის უარიადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებაზე არ აჩერებს ფორმალურადმინისტრაციულ წარმოებას.3. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისიმოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთანდაკავშირებით.მუხლი 109. მოწმე და ექსპერტი ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში1. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ვალდებულია მისცესჩვენება, ხოლო ექსპერტი – დასკვნა.2. ამოღებულია (24.06.2005. N1801)3. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრებაექსპერტის დასკვნის ან მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით.4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს დაესწროს მოწმის ან ექსპერტისდაკითხვას, დაუსვას მათ შეკითხვები, გაეცნოს ექსპერტის წერილობით დასკვნას,დაესწროს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას.5. დაინტერესებული მხარის მიერ მოწვეული მოწმის ან ექსპერტის ხარჯებსანაზღაურებს დაინტერესებული მხარე.მუხლი 110. ზეპირი მოსმენა1. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირიმოსმენის გამართვის საფუძველზე.


2. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მისგამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისმისაღებად.3. მოსაწვევში მიეთითება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება – საქმეგანიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც,გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.4. თუ დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი აღემატება 50ს, მაშინ ადმინისტრაციულიორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული მხარეები ზეპირ მოსმენაშიმონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ცნობისგამოქვეყნების მეშვეობით. ცნობაში უნდა მიეთითოს საკითხი, რომლის თაობაზედაცუნდა მოეწყოს ზეპირი მოსმენა, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელიცაწყობს მოსმენას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ზეპირიმოსმენის დრო და ადგილი.5. ზეპირი მოსმენა, როგორც წესი, არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზემეტს.მუხლი 111. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი1. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარეუფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს სახელმწიფო, კომერციულიპროფესიული ან მხარის პირადი საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.2. სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს ადმინისტრაციული ორგანოსუფლებამოსილი თანამდებობის პირი.3. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ადმინისტრაციულიორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოსწარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს.4. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვისმნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრედაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმისუფლება.5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობასაქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.6. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგიუფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლოგანსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.7. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირისმონაწილეობის გარეშე.მუხლი 112. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი


1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი.2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობამოსმენა;ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;გ) განხილვის დრო და ადგილი;დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებულიმხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა;ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა;ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა.3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ანარასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმებაშენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემსინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.(24.06.2005. N1801)მუხლი 113. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა1. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5დღის ვადაში.2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემადაინტერესებულ მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. (24.06.2005. N1801)მუხლი 114. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურიორგანოს მიერ1. თუ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კოლეგიურორგანოში, მაშინ კოლეგიური ორგანოს ყველა წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვასაქმის გარემოებებთან დაკავშირებით.2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთანდაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვსკოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირმოსმენაში. (24.06.2005. N1801)თავი IX


საჯარო ადმინისტრაციული წარმოებამუხლი 115. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავითდადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირარის გათვალისწინებული კანონით.2. სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან,ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთანდა სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავითდადგენილი წესები. (27.03.2009 N 1139)3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით,შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებასიღებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირი ზემდგომიადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) თანხმობით. თუ ადმინისტრაციულორგანოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, გადაწყვეტილებას საჯაროადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იღებს თავად ამ ადმინისტრაციულიორგანოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავითდადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.(24.06.2005. N1801)მუხლი 116. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისშესახებ ცნობის გამოქვეყნება1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესითგამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.2. ცნობაში უნდა მიეთითოს:ა) ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციულიწარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობაშესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება დამისამართი;ბ) განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზეადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი;გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;(24.06.2005. N1801)


დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.მუხლი 117. საჯარო გაცნობისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა1. საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:ა) განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციულიორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;ბ) დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნაწარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში;გ) იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისათვისწარდგენილი.2. ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისათვისწარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობსსაჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით საჯაროადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენაშეიძლება მოხდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოში, ამ უკანასკნელის თანხმობით.3. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილიდოკუმენტების ასლები.მუხლი 118. საკუთარი მოსაზრების წარდგენის წესი1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღისგანმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისშესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან. (24.06.2005. N1801)2. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოსთავისი ვინაობა. ეს უფლება უნდა იქნეს მითითებული ცნობაში საჯარო გაცნობისათვისდოკუმენტის წარდგენის შესახებ.3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დოკუმენტზე აღნიშნოს მისირეგისტრაციის თარიღი.4. ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებსრეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამისადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.მუხლი 119. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის წარდგენათუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადაარ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების


რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. (24.06.2005. N1801)მუხლი 120. ზეპირი მოსმენა. ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა,რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110ე–112ე მუხლების დებულებები.ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსგამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტითგათვალისწინებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემის ვადის გადადების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო წინასწარაცხადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადისგადადების შესახებ. (24.06.2005. N1801)„მუხლი 121. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოქვეყნებასაჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემულიინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდაგამოქვეყნდეს. (24.06.2005. N1801)თავი X (ამოღებულია) (.09.99 N2372 საქართველოს მაცნე N43(56))XI თავისდამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი(24.06.2005 N 1801)მუხლი 158. დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისსავალდებულოობა (24.06.2005 N 1801)1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცესმხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) შემდეგშემთხვევებში:ა) კონცესიის გაცემისას, თუ კონცესიის ფასი აღემატება 250 000 ლარს;ბ) სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს) პრივატიზაციის შესახებგადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს.


2. კანონით შეიძლება დადგინდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სხვა სახისინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისსავალდებულოობაც.3. დამოუკიდებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ კოდექსითდადგენილი წესით.4. დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის მე8 და 92ემუხლების მოთხოვნები.მუხლი 159. დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნა1. დამოუკიდებელი ორგანო შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმეფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაციადა შეუძლიათ უზრუნველყონ საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტა.2. დამოუკიდებელ ორგანოს ღია ტენდერის საფუძველზე ნიშნავს ისადმინისტრაციული ორგანო, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება აღნიშნულისაკითხის გადაწყვეტა.მუხლი 160. საქართველოს პრეზიდენტის მიერდამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნასაქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ადმინისტრაციული საჩივრისგადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო.მუხლი 161. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის დაუშვებლობადამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზემდგომ ინსტანციაში. იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.(24.06.2005. N1801)თავი XIIინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება(24.06.2005 N 1801)მუხლი 162. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემიადმინისტრაციული ორგანო.


2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიორგანოს დავალებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსრულება შეიძლება განახორციელოს ქვემდგომმა ან სხვა ადმინისტრაციულმაორგანომაც. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის II თავის დებულებებიადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების შესახებ.3. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უფლებამოსილების როგორცერთჯერადი, ისე განსაზღვრული ვადით დელეგირება.4. აღსრულების უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამდებობის პირს, რომელსაცსამსახურებრივად აკისრია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსრულების მოვალეობა.5. პირი ვალდებულია იქონიოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელიპირადობის მოწმობა და წარადგინოს იგი იმ პირების მოთხოვნით, რომელთამიმართაც ხორციელდება აღსრულება. (24.06.2005. N1801)მუხლი 163. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსრულების წესი1. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობისპირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებულიუფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელიაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისუზრუნველსაყოფად.2. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობისპირის) უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს ზემდგომი ადმინისტრაციულიორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტით. (24.06.2005. N1801)მუხლი 164. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნისშესრულების სავალდებულოობა1. ყველა ვალდებულია შეასრულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილიადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონიერი მოთხოვნა.(24.06.2005. N1801)2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღსრულებასთანდაკავშირებული მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მისთვის კანონითდაკისრებულ ვალდებულებას ან გამოიწვევს სახელმწიფო, კომერციული,


პროფესიული ან პირადი საიდუმლოების გამჟღავნებას, რომლის დაცვისვალდებულებაც კანონით მას აკისრია.მუხლი 165. გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისმიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია განახორციელოსსხვა პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება მხოლოდ იმშემთხვევაში, თუ გამოცემულია გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფისშესახებ.2. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანის შემთხვევაშიადმინისტრაციული ორგანო საკითხს წყვეტს 10 დღის ვადაში. აღსრულებისუზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითია და წარმოადგენსინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.3. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას შეიძლებაშეიცავდეს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიცუნდა აღსრულდეს.4. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულიუნდა იყოს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლისაღსასრულებლადაც არის იგი გამოცემული.6. აღსრულების უზრუნველყოფის ერთი საშუალების გამოყენებისშეუძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების სხვა საშუალების გამოყენების შესახებ.7. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოსხარჯების ოდენობა და ანაზღაურების წესი. ადმინისტრაციული ორგანოუფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსასრულებლად განხორციელებულ მოქმედებათა შესაბამისად შემდგომშიშეცვალოს ხარჯების ოდენობა. (24.06.2005. N801)მუხლი 166. ადმინისტრაციული წარმოება აღსრულების უზრუნველყოფისშესახებ გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით1. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემასთანდაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის95ე და 98ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ანსაზოგადოებრივ უშიშროებას, მოსახლეობის ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლეს,ან სხვაგვარად შეუძლებელია დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა, აღსრულებისუზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს ზეპირად.


3. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოიცესწერილობით, აღსრულების უზრუნველყოფის ზომის განხორციელებიდან 3 დღისვადაში, ამ კოდექსის IV თავის შესაბამისად.მუხლი 167. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისნებაყოფლობით შესრულების ვადა(24.06.2005 N 1801)1. პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფისსაშუალება, უნდა მიეცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის.(24.06.2005 N 1801)2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს, თუ რამოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის. (24.06.2005 N 1801)3. პირი უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი ვალდებულება მისთვისყველაზე ხელსაყრელი საშუალებით.4. იმ პირის მიმართ, რომელიც დადგენილი ვადის განმავლობაში შეასრულებსაღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულვალდებულებას, აღსრულების უზრუნველყოფის ზომა არ გამოიყენება. პირის მიერდადგენილ ვადაში შესაბამისი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში აღსრულებისშესახებ გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას. (2.03.2001 N 772)5. ამ კოდექსის 166-ე მუხლში მითითებულ გადაუდებელ შემთხვევაში ვადაშეიძლება არ განისაზღვროს.მუხლი 168. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთანდაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება.2. თუ პირს ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულშემთხვევაში არ განესაზღვრა ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, აღსრულებასთანდაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივითვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაუდებელიაუცილებლობა გამოწვეული იყო იმ პირის მოქმედებით, რომელსაც ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აღესრულებინა. (24.09.2009. N1698)მუხლი 169. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება


1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებპირისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფისერთერთი შემდეგი საშუალება:ა) სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსრულების დავალება;ბ) ჯარიმა;გ) უშუალო იძულება.2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს აღსრულებისუზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალება, რომელიც გათვალისწინებულიაგადაწყვეტილებით აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს აღსრულებისუზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფსინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველაზე სწრაფად დანაკლები დანახარჯებით შესრულებას და ზიანს არ მიაყენებს საზოგადოებას დაშესაბამის პირს.4. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება უნდა შეწყდესინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისთანავე.(24.06.2005. N1801)მუხლი 170. სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება1. თუ შესაძლებელია სხვა პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამკოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესისშესაბამისად სხვა პირს დაავალოს აღსრულება.2. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებსშესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან. (24.06.2005. N1801)მუხლი 171. აღსრულების უზრუნველყოფა ჯარიმით1. ჯარიმა, როგორც აღსრულების სამოქალაქოსამართლებრივი საშუალება,გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერნების გამოვლენით.2. ჯარიმა, როგორც აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, შეიძლებააგრეთვე გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს სხვა ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულიმოქმედების დავალების შესაძლებლობა.3. ჯარიმის თანხის ოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული გადაწყვეტილებითაღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროსსაერთო თანხით ან თანხით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის.4. ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარსფიზიკური პირისათვის და 5000 ლარს იურიდიული პირისათვის.5. ჯარიმის თანხა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისდარღვევის ყოველი დღისათვის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის არ უნდააღემატებოდეს 50 ლარს ფიზიკური პირისათვის და 200 ლარს იურიდიულიპირისათვის.6. ჯარიმის თანხის მინიმალური ოდენობაა 5 ლარი.7. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება შესაბამისად სახელმწიფო ან ტერიტორიულიერთეულის ბიუჯეტში. (24.06.2005. N801)მუხლი 172. უშუალო იძულება1. თუ ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებში მითითებული აღსრულებისუზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მიუხედავად ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდა, აღსრულებაზეპასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალოიძულების საშუალებით. (24.06.2005.N1801)2. უშუალო იძულება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 166-ემუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიყენოს უშუალო იძულების ისსაშუალება, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან მის საფუძველზე გამოცემულიკანონქვემდებარე აქტით.მუხლი 173. აღსრულება სახელმწიფო და ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოთა მიმართამ თავის დებულებანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის აღსრულებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოთა მიმართ. (24.09.2009. N1698)


მუხლი 174. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსრულება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროსსაგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე პოლიციის მიერინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთანდაკავშირებით, კანონით შეიძლება დადგენილ იქნეს ამ კოდექსისგან განსხვავებულიწესი. (24.06.2005. N1801)მუხლი 175. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულიინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაღსრულების განსაკუთრებული წესი1. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიმართ არ გამოიყენება ამკოდექსის 169ე მუხლში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებანი.2. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აუცილებელიაშესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აღსრულებისუზრუნველყოფის შესახებ.3. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზევალდებული პირი უარს აცხადებს გადაიხადოს ფულადი თანხა, ადმინისტრაციულიორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფისშესახებ, რომლის შესაბამისად უფლებამოსილი პირი მოვალეს დააკისრებსვალდებულებას, მისთვის გადასაცემი ფულადი თანხა ჩარიცხოს ადმინისტრაციულიორგანოს ანგარიშზე.4. პირისაგან თანხის იძულებითი ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოებსსააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (24.06.2005. N1801)მუხლი 176. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებგადაწყვეტილების გასაჩივრება1. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდება ამკოდექსით დადგენილი წესით.2. თუ აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებით შერჩეულიუზრუნველყოფის საშუალება და აღსრულების ვადა უშუალოდ გამომდინარეობს იმინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, რომლისაღსასრულებლადაც იგი გამოიცა, მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ შესაბამისინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად. (24.06.2005.N1801)


თავი XIIIადმინისტრაციული წარმოებაადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებითმუხლი 177. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციულიორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავითდადგენილი წესით.3. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება ამ თავითდადგენილი წესით. (2.03.2001 N 772)4. ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოებისსაკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოსგადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არისგათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.(2.03.2001 N 772)მუხლი 178. ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველიუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტსადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო,თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემითანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობისპირი. (2.03.2001 N 772)2. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერგამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილსაჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო (2.03.2001 N772)3. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოსსასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.(28.12.2007 N5671)მუხლი 179. ადმინისტრაციული საჩივარი


1. ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისადდაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.2. ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით დაუპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს.მუხლი 180. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა(24.06.2005 N 1801)1. ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდანერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.2. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმდღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამმოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.(2.03.2001 N 772)3. გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოსმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევისშემთხვევაში.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილივადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდადაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. (24.06.2005 N 1801)მუხლი 181. ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი1. ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანებაადმინისტრაციული საჩივარი;ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;ე) მოთხოვნა;ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარსრაიმე დოკუმენტი დაერთვის.2. თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.მუხლი 182. ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ანგანხილვაზე უარის თქმა


1. ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზემოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ანმხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავესაგანზე და იმავე საფუძვლით;გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსგადაწყვეტილება იმავე საკითხზე;დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციულიწარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილივადა.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრისმიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცესადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარიმოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღისვადაში. (2.03.2001 N 772)მუხლი 183. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისიგადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვისარსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელიაადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოსდასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადისგაგრძელების შესახებ.3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილშიაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციულისაჩივრის წარმდგენ პირს.


4. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციულისაჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.მუხლი 184. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებისშეჩერება დმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდებაადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზეადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. (24.06.2005. N1801)2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოების ხარჯების გაზრდას; (24.09.2009. N1698)ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიცმიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონისსაფუძველზე;დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს,ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.3. გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოსგადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობითდადგენილი წესით.5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესითმოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმოქმედების გაგრძელება.მუხლი 185. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესითუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართანდაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავითგათვალისწინებული დებულებანი.მუხლი 186. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტაკოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრისგანხილვის და გადაწყვეტის დროს გამოიყენება აგრეთვე ამ კოდექსის VII თავითდადგენილი წესი.მუხლი 187. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამომცემი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული საჩივრისგანხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობადაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობამიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში.მუხლი 188. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ანბათილად გამოცხადების უფლება1. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას –შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსითდადგენილი წესით.2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან ბათილადგამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია 5 დღისგანმავლობაში აცნობოს ამის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველადმინისტრაციულ ორგანოს.მუხლი 189. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემის ვალდებულება1. თუ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევასთანდაკავშირებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს შესაბამისიადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი ადმინისტრაციულიორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაშიინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის გამოადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდაშეწყდეს. (24.06.2005 N 1801)მუხლი 190. ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან გაუქმებისშემთხვევაში


გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისშეცვლის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციულისაჩივრის განხილვა უნდა გაგრძელდეს, თუ დაინტერესებული მხარე მოითხოვსადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებას.მუხლი 191. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა1. ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვსადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარიგანაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე.2. უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით.ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული მხარე უფლებამოსილიაადმინისტრაციულ საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც.3. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა არ აჩერებს მის განხილვას, თუსაჩივრის განუხილველობას შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივიინტერესების შელახვა ან მნიშვნელოვანი ზიანი. (2.03.2001 N 772)მუხლი 192. ადმინისტრაციული ორგანოს უფლება ცნოსადმინისტრაციული საჩივარი1. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოსუფლება აქვს ცნოს ადმინისტრაციული საჩივარი, თუ ეს არ ეწინააღმდეგებაკანონმდებლობას.2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციულიწარმოება მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ცნობისა.მუხლი 193. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულიადმინისტრაციული წარმოების მოცულობა1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველიადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნულიმოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლიაგასცდეს მათ.2. თუ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილის მიმართ,ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის


წარმდგენი პირის წერილობითი თანხმობით გადაწყვეტილებას იღებს მთლიანადადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ხოლო ამ პირის უარისშემთხვევაში – გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრისგანუხილველად დატოვების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.მუხლი 194. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულწარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენისშესაძლებლობა.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართანდაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობითაცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებულიადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობაადმინისტრაციულ წარმოებაში.3. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარის უარი წარადგინოს საკუთარიმოსაზრება, დამატებითი ინფორმაცია ან დაესწროს ზეპირ განხილვას, არ აჩერებსადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას.მუხლი 195. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამომტანი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობაადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულადმინისტრაციულ წარმოებაში1. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანორეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში უგზავნის ადმინისტრაციული საჩივრის დამასზე დართული დოკუმენტების ასლს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.2. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის ასლის მიღებიდან 5 დღისგანმავლობაში წარუდგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოსმოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებულიადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და საკუთარი წერილობითი დასკვნაადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში


სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულიწარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.4. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოდგენილი უნდა იყოსადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირით ან სხვაუფლებამოსილი პირით, ხოლო თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიგამოცემულია კოლეგიური ორგანოს მიერ – კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელიპირით.5. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემიორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვათანამშრომლით მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველიადმინისტრაციული ორგანოს თანხმობით.მუხლი 196. დაინტერესებულ მხარეთა მიერ დამატებითიინფორმაციის წარდგენა1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრისწარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას,აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს ზეპირისხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წერილობით აცნობოსადმინისტრაციული წარმოების მონაწილეს ზეპირი სხდომის გამართვის თარიღი მისგამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.მუხლი 197. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა1. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე მხარეები ადმინისტრაციულისაქმის მასალებს ეცნობიან ამ კოდექსის 99ე მუხლის შესაბამისად.2. ამოღებულია (2.03.2001 N 772)3. ამოღებულია (2.03.2001 N 772)მუხლი 198. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი1. ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით.2. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შეიძლება მოუსმინონერთმანეთის დაუსწრებლად, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო, კომერციული ანპირად საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდანასაცილებლად და თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმისათვის არსებითიმნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა. (2.03.2001 N 772)


3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე დასაბუთებულიგადაწყვეტილება გამოაქვს ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული მხარისმოთხოვნის საფუძველზე.4. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, ზეპირი მოსმენის სხდომა ღიაა. (2.03.2001 N 772)5. ზეპირი მოსმენის სხდომა ღიაა, თუ ადმინისტრაციული საჩივარიწარდგენილია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ.მუხლი 199. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაგადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე1. ადმინსტრაციული ორგანო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოსადმინისტრაციული საჩივარი ზეპირი მოსმენის გაუმართავად, თუ:ა) არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმისსაფუძველი;ბ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარეთანახმაა საქმის განხილვაზე ზეპირი მოსმენის გაუმართავად.2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართანდაკავშირებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითოსზეპირი მოსმენის გამართვაზე უარის თქმის საფუძველი.მუხლი 200. საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარიმოსაზრების წარდგენა ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგთუ ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრისგანმხილველი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვისარსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოების შესახებ, ამის თაობაზე უნდაეცნობოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს დამიეცეთ მათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი მოსაზრებანი მოცემულსაკითხზე.მუხლი 201. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით1. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისშედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.


2. თუ საქმეზე დამატებითი მასალების მოძიება აუცილებელია,ადმინისტრაციულ ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის განხილვისგადადების შესახებ, რაც ეცნობება მხარეებს.3. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისითამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.4. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციულისაჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.მუხლი 202. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებითადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსმიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.(24.06.2005. N1801)მუხლი 203. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისშეცვლა, ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება. ახალიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ბათილად ან ძალადაკარგულადგამოაცხადოს, აგრეთვე შეცვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (24.06.2005. N1801)მუხლი 204. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთანდაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები1. არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რამე გადასახადიადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის. (2.03.2001 N 772)2. ყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს მის მიერ ადმინისტრაციულ საჩივართანდაკავშირებით გაწეულ ადმინისტრაციული წარმოების ხარჯებს. (2.03.2001 N 772)3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის მიერ ადვოკატის ან სხვაწარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს მხოლოდ ადმინისტრაციულწარმოებაში მონაწილე მხარის გადახდისუუნარობის შემთხვევაში. (2.03.2001 N 772)4. ამოღებულია (2.03.2001 N 772)


მუხლი 205. ამოღებულია (2.03.2001 N 772)მუხლი 206. ამოღებულია (2.03.2001 N 772)თავი XIVადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობამუხლი 207. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებულიზიანის ანაზღაურებისასთუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოსმიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქოკოდექსით დადგენილი წესი.მუხლი 208. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობისპირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობისგანხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობისპირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობისგანხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივითვითმმართველობის ორგანო.3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ანადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალებისსაფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვისპასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისორგანო.(24.09.2009. N1698)მუხლი 209. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოს პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის1. თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობისპრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირსან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო


ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებულიზიანი.2. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირისინტერესების შეფასების საფუძველზე. (24.09.2009. N1698)თავი XV ამოღებულ იქნეს (22.10.2009. N1886 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემასთან დაკავშირებითმუხლი 210. კანონმდებლობა ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით1. კანონმდებლობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემასთან დაკავშირებით შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „ნორმატიულიაქტების შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო,აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებისაგან.2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (მიღებისას) გამოიყენება საჯაროადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.მუხლი 211. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთანდაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლების მქონეადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით.2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გამო წერილობითია დაწარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. (24.06.2005 N1801)3. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის გამოსაცემად შეიძლებადაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებისსაფუძველზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.„4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებისგასაჩივრების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი. (2.03.2001 N772)მუხლი 212. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


მომზადება1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვარამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტს ამზადებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილიაგამოსცეს იგი.2. საკუთარ უფლებამოსილებათა ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოსუფლება აქვს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებადაავალოს ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე კანონმდებლობითგათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ხელშეკრულებისსაფუძველზე.3. სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების დავალების შესახებ გადაწყვეტილებისგამოტანამდე აუცილებელია ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობა.მუხლი 213. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტის გამოქვეყნება1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდაგამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებისშესაბამისად.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთადაუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.3. ცნობაში ადმინისტრაციული წარმოების შესახებ აღინიშნება:ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობსადმინისტრაციული წარმოება;ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელიამოსაზრებების წარდგენა;დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.4. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდიმოცულობისაა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდცნობა ნორმატიული აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულიწარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული აქტისდასახელება და მისი მოკლე შინაარსი.მუხლი 214. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტის გაგზავნა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტიაუცილებლად უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა


უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილითგათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმშემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, ან თუ კანონიმოითხოვს ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასკვნის წარმოდგენას ასეთინორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი აგრეთვეუნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივ ექსპერტს, თუ კანონი ითვალისწინებს მის მიერდასკვნის წარმოდგენის სავალდებულოობას.მუხლი 215. ადმინისტრაციული ორგანოების ან საზოგადოებრივიექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენა1. ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ექსპერტი,რომელთაც გაეგზავნათ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტი, ვალდებულნი არიან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის პროექტის თაობაზე წარადგინონ საკუთარი დასკვნა კანონმდებლობით ანშესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში. ადმინისტრაციულიორგანოს მიერ განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.2. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნა განხილულიუნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დამთავრებამდე და მას წერილობითიპასუხი უნდა გაეცეს.3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოსან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასკვნის წარუდგენლობამარ შეიძლება დააბრკოლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა.4. დაუშვებელია გამოიცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიშესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის არსებობის გარეშე, თუ დასკვნისარსებობა სავალდებულოა კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით.5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უარყოფითი დასკვნა არწარმოადგენს დაბრკოლებას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემისათვის.მუხლი 216. საკუთარი მოსაზრების წარდგენა1. ყველას აქვს უფლება წარადგინოს საკუთარი მოსაზრება ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთანდაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.მათზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის.


3. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოსთავისი ვინაობა.4. ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებსრეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამისადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.მუხლი 217. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისმომზადებისა და გამოცემის ვადათუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამარ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა დაგამოცემის ვადა განისაზღვრება გადაწყვეტილებით ნორმატიული აქტის გამოცემასთანდაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.თავი XVIგარდამავალი დებულებანიმუხლი 218. კოდექსის ამოქმედებასათან დაკავშირებულიორგანიზაციული საკითხები1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციისსამინისტრომ 1999 წლის 15 ნოემბრამდე მოამზადოს შესაბამის საკანონმდებლოაქტებში ცვლილებების პროექტები.2. არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებულიაღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება,თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტისსაფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალიწინებულიშემთხვევებისა.(26.10.2001 N 1138)3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ აღმჭურველადმინისტრაციულ აქტებზე, რომლებიც ეხება საქართველოს ადმინისტრაციულისაპროცესო კოდექსის VII 2 თავით გათვალისწინებული თანამდებობის პირის, მისიოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო დადაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობისმოთხოვნათა დარღვევით. (13.02.2004. N3399)თავი XVIIდასკვნითი დებულებანი


მუხლი 219. კოდექსის ამოქმედებაეს კოდექსი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.მუხლი 220. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებითძალადაკარგული საკანონმდებლო აქტების ნუსხაამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:ა) საქართველოს 1993 წლის 24 დეკემბრის კანონი „სახელმწიფო ორგანოებში,საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათიორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმისა) განცხადებების, საჩივრებისა დამიმართვების განხილვის წესის შესახებ;ბ) ამოღებულია (9.09.99 N 2372)საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.თბილისი,1999 წლის 25 ივნისი.N 2181 IIს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!