22.01.2014 Views

ლექცია 9 - ieeetsu

ლექცია 9 - ieeetsu

ლექცია 9 - ieeetsu

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამ პერიოდისათვის გაფართოვდა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე. ჩვენ ვიცით, რომ

ელექტრომაგნიტური გამოსხივება სამყაროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ჩვენი

ტექნოლოგიური მიღწევები რეალიზებულია მის ძალიან მცირე მოცულობაში - პლანეტა

დედამიწაზე და მასთან ახლომდებარე კოსმოსურ სივრცეში. ეს თავისებური გარემოა,

რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადებს ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელებაზე.

დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს გამა, რენტგენულ და ულტრაიისფერ გამოსხივებას,

ატარებს ხილულ სინათლეს და სითბოს. შთანთქავს მიკროტალღოვან გამოსხივებას და

კარგად არატებს ე.წ. ულტრამოკლე რადიოგამოსხივებას, ისევ შთანთქავს გრძელ და ძალიან

გრძელტალროვან რადიოგამოსხივებას. ეს თვისებები განპირობებულია ჩვენი ატმოსფეროს

აგებულებით და მისი ელექტრული თვისებებით.

რადიოტალღების დიაპაზონი მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდა ინფორმაციის გადაცემა-

მიღებისათვის. ჩვენი დღევანდელი არსებობა წარმოუდგენელია ამ დარგის ჩვეულებრივ

მოხმარების საგნებათ ქცეული მიღწევების გარეშე. ჩვენს განკარგულებაშია სხვადასხვა

ტიპისა და სიმძლავრის მიმღებები და გადამცემები, უზარმაზარი და მცირე ზომის ანტენები.

როგორ, რა პრინციპებითა და საშუალებებით გადავცემთ ერთმანეთს ინფორმაციას?

პირველი, რაც აქამდე დავადგინეთ - შესაძლებელია ელექტრომაგნიტური ტალღების

გენერირება და მათი შორ მანძილზე გადაცემა. შესაძლებელია მათი მიღებაც. თუ რაიმე

სპეციალურ ხერხს არ მივმართედ, მიმღების საშუალებით შესაძლებელია დავადგინოთ

მხოლოდ ტალღის არსებობა ან არსებობა. თუ გადანცემი ვამუშავეთ ჩართვა-გამორთვის

რეჟინში - ეს უკვე პირველი სიგნალია, იმის მაუწყებნელია, რომ ვიღაცა ახორციელებს

ელექტრომაგნიტური გამოსხივების პარამეტრების ცვლილებას. სატელეგრაფო

კავშირგაბმულობის მსგავსად, შეგვიძლია ორი განსხვავებული ტიპის სიგნალის გადაცემა:

გადამცემი ჩართულია მოკლე დროის პერიოდით (მორზეს ანბანის მსგავსად გადავცემთ

წერტილს), და ჩართულია რამდენიმე ჯერ უფრო ხანგრძლივი პრიოდით (გადავცემთ

ტირეს). ასეთი მანიპულაციით უკვე გადაიცემა ინფორმაცია. წერტილების და ტირეების

კომბინაციებით დაშიფრული ასიები ქმნიან სიტყვებს, სიტყვები წინადადებებს.

მოდულაცია და მოდულაციის ტიპები

სიტყვა მოდულაცია გულისხმობს სიგნალების პარამეტრების შეცვლას რაღაც ცნობილი,

დაფიქსირებული წესის მიხედვით, რომელიც იძლევა საშუალებას ავსახოთ ამ ცვლილებებში

ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. თუ წესი ყველასათვის ცნობილია, გადამცემის

ელექტრომაგნიტური გამოსხივება ინფორმაციის გადაცემის პროცესში იცვლის დროში თავის

პარამეტრებს ამ ინფორმაციის შესაბამისად. მიმღები ირებს ტალღას და აღრიცხავს ამ

პარამეტრების ცვლილებას, ანუ აწარმოებს ინფორმაციის არდგენას - დემოდულაციას.

მორზეს ანბანით ინფორმაციის გადაცემა უკვე შეიცავს ორი ტიპის მოდულაციას. სიგნალის

შართვა- გამორთვა, ანუ ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილება - ეს ამპლოტუდური

85

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!