22.01.2014 Views

ლექცია 9 - ieeetsu

ლექცია 9 - ieeetsu

ლექცია 9 - ieeetsu

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გეორადიოლოკაცია

მიღებულ სიგნალში ყოველთვის აისახება სიგნალის გავრცელების გარემოს მდგომარეობა,

ანუ სიგნალი მოდულირებულია გარემოს პარამეტრებით. კავშირგაბმულობის შემთხვევაში

ეს ზეგავლენა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. მაგრამ ამ ეფექტის გამოყენება

შესაძლებელია გარემოს მდგომარეობის შესასწავლად. ობიექტების რადიოლოკაცია შეიცავს

ამ მოსაზრებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში განვითარდა ე.წ. გეორადიოლოკაცია.

გადამცემის ანტენა მიმართულია ქვემოდ, და მიმღები ანტენა ირებს არეკვლილ და გადემოს

მიერ მოდულირებულ სიგნალს. შესაძლებელია ამ გეორადიოლოკატორის მოძრაობით

მივიღოთ გარემოს შესახებ ინფორმაცია მოძრაობის ტრასის გასწვრივ. ამ სიგნალების

დემოდულაციის ამოცანა რთულ ფიზიკურ და მათემატიკურ ამოცანას წარმოადგენს და

წარმატებით გადაწყვეტილია მრავალ დარგში გამოსაყენებლად.

13.4 ელექტრომაგნიტური თავსებადობა

ნებისმიერი ელექტრული ხელსაწყო წარმოადგენს სხვა ობიექტებზე ზემოქმედებოს წყაროს.

ეს ზემოქმედება შეიძლება განხორციელდეს ელექტრომაგნიტური გამოსხივებით,

ინდუქციით, უშუალოდ დენით, ან ობიექტების ელექტრული ტევადობის მეშვეობით.

თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში უამრავი ხელსაწყოა. ყველანი ერთმანეთზე

მოქმედებენ სხვადასხვა სიმძლარით. ამ გარემოების გამო, მათი ელექტრომაგნიტური

თავსებადობის ამოცანა გაჩნდა ელექტრობის უკვე პირველი ცდების შემდეგ. დღეს ეს

კომპლექსური ამოცანა ჩამოყალიბებულია ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის

მძლავრი ქვემიმართულების საზით.

წარმოების თვალსაზრისით, მარტივად ფორმულირდება ნებისმიერი ხელსაწყოს

ელექტრომაგნიტურ თავსებადობაზე შემოწმების ამოცანა: ხელსაწყო არ უნდა იყოს

ელექტრომაგნიტური შეფერხებების მიზაზი სხვა ხელსაწყოებისათვის, და ამავდროულად

დაცული უმდა იყოს შეფერხებების სესაძლო წყაროებისაგან.

როგორ უნდა განხორციელდეს ამ ამოცანის რეალიზაცია? რა წესებს უნდა იცავდეს

გამომგონებელი და კონსტრუქტორი ხელსაწყოს შექმნის, ან სხვა სისსტემაში მისი

ინტეგრირების შემთხვევაში? როგორ უნდა გამოიცადოს დაცვის ეფექტურობა?

88

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!