10.07.2015 Views

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

SHOW MORE
SHOW LESS
• No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

2. გადასაცემი ქონების ნუსხა ერთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისდაფუძნების აქტს.3. გადასაცემი ქონების ნუსხაში მიეთითება:ა) ქონების ჩამონათვალი;ბ) დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ქონების მდგომარეობის შეფასების შედეგები.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოსსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.თავი XVგარდამავალი დებულებანიმუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა1. დაფუძნებულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ამ კანონისძალაში შესვლამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულებები.2. ამ კანონის ძალაში შესვლა იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისა და ფაკულტეტების დეკანების უფლებამოსილებისვადამდე შეწყვეტას. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება საქართველოსპრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია რექტორისმოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ რექტორს, ან რექტორის მოვალეობისდროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისპროფესორი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ვადამდე გაათავისუფლოს რექტორისმოვალეობის შემსრულებელი. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაფორმდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისაქტით, რომელიც უფლებამოსილია დეკანის მოვალეობის შესრულება დააკისროსგათავისუფლებულ დეკანს ან დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს სხვაკანდიდატურა.3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებების მართვის ორგანოების პირველ არჩევნებს უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებები ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერდადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებები ამ კანონის შესაბამისი მართვის ორგანოების პირველი არჩევიდან არა უგვიანეს 6თვისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენენამ კანონის შესაბამის ახალ წესდებებს.5. ამ კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის არჩევისთანავეწილისყრის საფუძველზე განისაზღვრება წევრთა ერთი მესამედი, რომელთა არჩევის ვადაგანისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადით.6. ამ კანონის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის,ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ კანონის 22-ემუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტითგათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და ფაკულტეტის დეკანისთანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორცმოვალეობის შემსრულებელს. (28.03.2007. N4529)

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!