08.03.2018 Views

yda

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოში ერთ-

ერთი წარმატებული და რეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის

ყველა პროგრამა აკრედიტებულია. IBSU-ში ფუნქციონირებს როგორც ქართულენოვანი, ასევე,

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

სწავლებისა და კვლევის თანამედროვე გარემო და მეთოდები, დაფინანსებების სისტემა, რომლის

მეშვეობითაც უმაღლესი განათლების მიღება ნებისმიერ მოტივირებულ ახალგაზრდისთვისაა

ხელმისაწვდომი, ასევე, სასწავლო ლაბორატორიები და სამართლის კლინიკა - ეს იმ შესაძლებლობების

მცირე ჩამონათვალია, რომელსაც იბსუ სტუდენტებს სთავაზობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აერთიანებს მეცნიერებს, სპეციალისტებსა და სტუდენტებს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საერთაშორისო დონის, მაღალი ხარისხის განათლებისა

და კულტურათაშორისი ურთიერთობების განვითარებას უზრუნველყოფს.

ჩვენი სტუდენტები კონკურენტუნარიანები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის, აზიისა და ამერიკის

90-ზე მეტ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ

მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და ისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში

(წელიწადში 70-80 სტუდენტი). იბსუ სტუდენტებს, მათ მიერ არჩეული დარგის პარალელურად, უცხო

ენების შესწავლის ფართო შესაძლებლობას სთავაზობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ IBSU-ში 25 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს განათლებას, ეს კი მულტიკულ-

ტურულ გარემოს ქმნის, რაც მნიშვნელოვანია აკადემიური და სოციალური ცხორებისთვის.

რექტორის

გზავნილი

2

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კვლევითი

საქმიანობაა. უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ გამოსცემს

სამეცნიერო ჟურნალებს, სადაც აკადემიურ პერსონალთან

ერთად, სტუდენტებსაც აქვთ კვლევების გამოქვეყნების

შესაძლებლობა. საგანმანათლებლო აქტივობები პატარა

ჯგუფებში ხორციელდება, რაც პროფესორ-მასწავლებელს

შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს

თითოეულ სტუდენტს.

უნივერსიტეტი ცდილობს მოერგოს სტუდენტის ინდივიდუა-

ლურ საჭიროებას და კომფორტული სასწავლო გარემო

შეუქმნას. საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად,

უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს სტუდენტების სოციალურ-

კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაზე. სტუდენტებს

შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა

აქტივობაში: სტაჟირების პროგრამა, მოდელირებები, საზაფხუ-

ლო/ზამთრის სკოლები, საჯარო ღონისძიებების დაგეგმვა,

ჰაკათონები და ა.შ.

IBSU-ში ფუნქციონირებს კარიერის დაგეგმვის დეპარტამენტი, რომელიც პოტენციურ დამსაქმებელთან

სტუდენტის დაკავშირებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კურსდამთავრებულთა 97% დასაქ-

მებულია.

3

ჩვენ

შესახებ

4

უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო

პროგრამა 5 ფაკულტეტზე ფუნქციონირებს:

• ბიზნესის მართვის ფაკულტეტი;

• კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი;

• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

• განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

• სამართლის ფაკულტეტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის მაღალ დონეს ადგილობრივი და მსოფლიოს

სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესორი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტი სტუდენტებს

მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ:

მრავალფეროვან საჯარო ლექციებზე დასწრება, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან გამართულ

დისკუსიებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა; იმიტირებული

სასამართლო პროცესების გამართვა; ბიბლიოთეკაში 24 500 წიგნზე და მუდმივად განახლებად

ელექტრონულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა; 40-მდე განსხვავებული მიმართულების კლუბის

საქმიანობაში ჩართვა; სპორტის სხვადასხვა სახეობის ჩემპიონატში მონაწილეობა და სპორტდარბაზში,

კალათბურთის მოედანზე, ღია და დახურულ სტადიონებზე ვარჯიში; ექსკურსიებზე, პიკნიკებსა და

ლაშქრობებზე არაფორმალურ გარემოში განტვირთვა.

ამჟამად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2400 სტუდენტი სწავლობს, 2700-მდე

კურსდამთავრებული უკვე ფლობს უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომს. 2017 წელს ერთიანი

ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 531 აბიტურიენტიდან 216 სახელმწიფო გრანტის

მფლობელია, მათ შორის 101 ოქროსა და 39 ვერცხლის მედალოსანია. ჩვენი შეღავათებით 1000-ზე

მეტი სტუდენტი სარგებლობს. გაცემული გრანტების ჯამური თანხა 3 000 000 ლარზე მეტია.

5

6

ფაკულტეტები

•ბიზნესის მართვის ფაკულტეტი

•კომპიუტერული ტექნოლოგიებისა

და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი

•სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

•განათლებისა და ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა ფაკულტეტი

•სამართლის ფაკულტეტი

7

8

ბიზნესის მართვის

ფაკულტეტი

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან

ფუნქციონირებს და IBSU-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ფაკულტეტია.

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მიზნად ისახავს საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით

აღჭურვილი, პრაქტიკულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური

და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. ფაკულტეტი ზრუნავს სტუდენტს განუვითაროს

შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და კომუნიკაციის უნარები.

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ფაკულტეტი

დაკომპლექტებულია ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით.

საბაკალავრო პროგრამები:

• მენეჯმენტი;

• მარკეტინგი;

• ფინანსები;

• საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი;

• ტურიზმი.

გაცვლითი პროგრამები

ფაკულტეტი სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით

საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ყოველწლიურად, საშუალოდ, 35

სტუდენტი და პროფესორი მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან

უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. ყოველწლიურად ფაკულტეტი მასპინძლობს

უცხოელ პროფესორებს ვიშეგრადის და ERASMUS+ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

კარიერა და დასაქმება

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ: საჯარო და კერძო

კომპანიებში, მარკეტინგულ ფირმებში, საბანკო სექტორში, საქართველოს ეროვნულ ბანკში,

საინვესტიციო კომპანიებში, სადაზღვევო სექტორში, საქართველოს საფონდო ბირჟასა და საბროკერო

კომპანიებში, ბუღალტრულ, საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიებში, ტურისტულ სააგენტოებსა

და მომსახურების სფეროში.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან აკადემიურ და სოციალურ აქტივობებს

სთავაზობს. ფაკულტეტი მართავს კონფერენციებსა და პროექტებს ადგილობრივი და საერთაშორისო

მასშტაბით. ასევე, რეგულარულად იმართება საჯარო ლექციები, ვორქშოფები, კონკურსები და

სემინარები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები ექსპერტებთან, სტუდენტები ჩართულნი არიან კომპანიების

მიერ შემოთავაზებულ კვლევებში.

9

10

კომპიუტერული

ტექნოლოგიებისა

და საინჟინრო

საქმის ფაკულტეტი

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა

და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი

ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო პროგრამული უზრუნველყოფის ფართო

გამოყენებას საყოფაცხოვრებო და სპეციალიზებულ მოწყობილობებში, რამაც მოთხოვნადი გახადა

კომლექსური პროგრამული სისტემები და შესაბამისი დეველოპერები. შავი ზღვის საერთაშორისო

უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი პასუხობს

ამ გამოწვევებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მაღალი დონის თეორიული და

პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილ ლაბორატორიებში, გაიარონ

სტაჟირება სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც კონკურენტუნარიან

პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს.

მრეწველობის მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს საფუძვლიანი

ცოდნით მრეწველობის დარგში, რაც გულისხმობს წარმოების თანამედროვე მეთოდებისა და

კონტროლის საშუალებების ცოდნას. საინჟინრო საქმის პროგრამა რომელიც უნივერსიტეტის დაარსების

დღიდან არსებობს, მოიცავს მენეჯმენტის მოდულს, რისი საშუალებითაც სტუდენტებს უადვილდებათ

დამატებითი სპეციალობის არჩევა ბიზნეს მენეჯმენტში და შესაბამისად, კურსდამთავრებულებს

ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ კარიერა ბიზნესის მიმართულებითაც.

საბაკალავრო პროგრამები:

• ინფორმატიკა;

• მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს საშუალება აქვთ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით

სწავლა განაგრძონ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და მიიღონ, როგორც IBSU-ს,

ასევე, სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომი. ამჟამად, ფაკულტეტი ჩართულია ERASMUS+-ისა

და DAAD-ის პროექტებში, რაც სტუდენტებს სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

კარიერა და დასაქმება

ფაკულტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები სახელმწიფო სტრუქტურებთან, დეველოპერულ და

კვლევით ორგანიზაციებთან, სადაც სტუდენტებს სტაჟირების გავლა და პრაქტიკული გამოცდილების

მიღება შეუძლიათ. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, ჩვენი სტუდენტები ქვეყნის გარეთაც

გადიან სტაჟირებას, რითაც არამხოლოდ საერთაშორისო ბაზრის გამოცდილებას ეცნობიან, არამედ

იქვე აგრძელებენ კარიერასაც.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ინოვაციების ლაბორატორია, რომლის ფარგლებში ტარდება

ტრენინგები, სემინარები და საჯარო ლექციები. ამასთან, პროგრამირების რეგიონული და

საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელი კლუბი, Game Development კლუბი, e-sport

კლუბი, უნივერსიტეტში არსებულ სხვა კლუბებთან ერთად საერთო ღონისძიებების ორგანიზებით

ხელს უწყობს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების დაახლოებას.

11

12

სოციალურ მეცნიერებათა

ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა

ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2010 წელს დაარსდა. ის სტუდენტების რაოდენობით

უნივერსიტეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფაკულტეტია და 1000-მდე სტუდენტი ჰყავს. ჩვენი მიზანია

უზრუნველვყოთ მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა,

რათა გავზარდოთ კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა დასაქმების ბაზარზე. ამისათვის,

ჩვენი აკადემიური პერსონალი მნიშვნელოვანწილად დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი

სპეციალისტებისაგან, რომლებსაც უკვე აქვთ კარიერა საჯარო თუ კერძო სექტორში და წარმატებით

უთავსებენ მას აკადემიურ საქმიანობას. სალექციო კურსების წასაკითხად ჩვენ მუდმივად ვიწვევთ

გამოჩენილ ექსპერტებს, რომლებიც განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობენ ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული პრაქტიკა სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის ცოდნა და

გამოცდილება პროფესიონალებისგან, რაც დაეხმარებათ როგორც აკადემიურ, ასევე, კარიერულ

განვითარებაში.

საბაკალავრო პროგრამები:

• საერთაშორისო ურთიერთობები;

• საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;

• ჟურნალისტიკა;

• ეკონომიკა.

გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ

გაცვლით პროგრამებში 90-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის, ამერიკის,

აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ყოველწლიურად,

უცხოეთში სასწავლებლად 40 წარჩინებულ სტუდენტს აგზავნის. უნივერსიტეტების ჩამონათვალი

იხილეთ ბმულზე: www.iro.ibsu.edu.ge

კარიერა და დასაქმება

სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა ფაკულტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სტაჟირება

პროგრამების განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, ჩვენ ვამყარებთ პარტნიორულ

ურთიერთობებს ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო

უწყებებთან. სტაჟირების დასრულების შემდეგ, ჩვენი სტუდენტების ნაწილი სამუშაოდ რჩება ამა თუ იმ

ორგანიზაციაში.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში, სემინარებსა და სიმულაციებში,

როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უნივერსიტეტი მხარს

უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში.

ამასთან, მოქმედებს სტუდენტური კლუბები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც სტუდენტები

დამოუკიდებლად უძღვებიან.

13

14

განათლებისა და

ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა

ფაკულტეტი

განათლებისა და ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა ფაკულტეტი

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტებს დასავლური სტანდარტების

შესაბამის უმაღლეს განათლებას სთავაზობს. მაღალკვალიფიციური ქართველი პროფესორები და

აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით ამერიკიდან მოწვეული პროფესორები სწავლების მაღალ ხარისხს

უზრუნველყოფენ. პროგრამები შედგენილია წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების

გამოცდილების გათვალისწინებით. სწავლების ენა არის ინგლისური, რაც კურსდამთავრებულს

შესაძლებლობას აძლევს პროფესიულად დაეუფლოს ინგლისურ ენას. სპეციალობით

გათვალისწინებული კურსების გარდა სტუდენტები შეისწავლიან მეორე უცხო ენასაც (ესპანურს,

რუსულს, გერმანულს, თურქულს, ფრანგულს).

საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამები:

• ამერიკისმცოდნეობა

• ინგლისური ფილოლოგია

საბაკალავრო პროგრამებით გათვალისწინებულია დამატებითი სპეციალობები: საზოგადოებასთან

ურთიერთობა (PR), თარგმანმცოდნეობა, მასწავლებელის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

გაცვლითი პროგრამები და დასაქმება

ფაკულტეტი, ასევე, ახორციელებს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის

წამყვან უნივერსიტეტებთან. დასავლური ტიპის საბაკალავრო პროგრამა კურსდამთავრებულებს

საშუალებას აძლევს გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურაზე უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო

დაწესებულებებში. პროგრამებით განსაზღვრული კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნა სტუდენტებს

საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

სტატისტიკის მიხედვით, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თითქმის

ყველა კურსდამთავრებული დასაქმებულია საელჩოებში, უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებში,

სამინისტროებში, კერძო სკოლებში (U.S Embassy, USAID, Wissol Group, Socar Georgia, Georgia

Gas LTD, Georgian-American School, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და სხვ.).

აკადემიური და სოციალური აქტივობები

ფაკულტეტზე მაღალია აკადემიური და სოციალური აქტივობა, რაც გამოიხატება ყოველწლიური

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებით; ამერიკის საელჩოს მიერ ლექციების

ჩატარების მიზნით მაღალი რანგის ექსპერტების მოწვევით ამერიკის შეერთებული შტატების

კონგრესიდან და წამყვანი უნივერსიტეტებიდან, სტუდენტების ჩართვით აშშ-ს საელჩოს მიერ

ორგანიზებულ პროექტებსა (მაგ. ონლაინ სასერთიფიკატო პროექტები, „ამერიკის საგარეო პოლიტიკა“,

„ეთნიკური მრავალფეროვნების სიმდიდრე და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში“ და სხვ.),

თუ გასართობ ღონისძიებებში.

15

16

სამართლის

ფაკულტეტი

სამართლის ფაკულტეტი

სამართლის ფაკულტეტი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეულია

თავის სფეროში. ფაკულტეტის მიზანია, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნათა

შესაბამისად, ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანი, სათანადო კომპეტენციის მქონე, მაღალი ეთიკისა

და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე იურისტებად. ის ხელს უწყობს სტუდენტებს მიიღონ

ხარისხიანი განათლება, რათა გაუძლონ პროფესიულ გამოწვევებს ეროვნულ და საერთაშორისო

დონეზე. დასახული მიზნის მისაღწევად, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით,

სტუდენტის მოთხოვნებზე ორიენტირებული ადმინისტრაციული, კვალიფიციური აკადემიური

პერსონალი და მოწვეული პრაქტიკოსები თუ დარგის ექსპერტები ზრუნავენ.

გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, მსოფლიოს მასშტაბით, 20-ზე მეტი პარტნიორი

უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის

თანადაფინანსებით, სტუდენტებს, ასევე ვთავაზობთ პროფესიულ და სტუდენტურ, საგანმანათლებლო

პროგრამებში მონაწილეობას. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საზღვარგარეთ გამართულ

საერთაშორისო დონის იმიტირებულ სასამართლო, საარბიტრაჟო და მედიაციის პროცესში.

კარიერა და დასაქმება

პროცესი, უპირატესად, ორიენტირებულია შემთხვევაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდზე, რაც

სტუდენტებს ამზადებს რეალური პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის. პროგრამის

დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მზადაა გადადგას პროფესიაში პირველი წარმატებული

ნაბიჯები. კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია ჯერ კიდევ სწავლის

პროცესის დასკვნით ეტაპზე.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესში კომბინირებულია სწავლის თეორიული და

პრაქტიკული კომპონენტები. ფაკულტეტი ახორციელებს სხვადასხვა კვლევით პროექტებს, გამოსცემს

ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალს, მართავს კონფერენციებს საერთაშორისო და ეროვნულ

დონეზე, მათ შორისაა უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური კონფერენცია სამართლის აქტუალურ

საკითხებზე პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტები სრული დაფინანსებით მონაწილეობას

იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, როგორიცაა

მაგალითად „ჰუგო სინზეიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესი“ საერთაშორისო შრომის

სამართალში, რომელიც იმართება დანიასა და ნიდერლადებში. სამართლის სფეროში მოღვაწე

სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან ფაკულტეტის აქტიური თანამშრომლობა შესაძლებლობას

აძლევს სტუდენტებს ჩართული იყვნენ სამართალშემოქმედების გამოყენებისა და მართლმსაჯულების

რეალურ პროცესებში.

17

18

IBSU-ს

რეიტინგი

2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 531

აბიტურიენტიდან 216 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის 101 ოქროსა

და 39 ვერცხლის მედალოსანია. ამ მაჩვენებლით, IBSU ყველაზე მოთხოვნად 3

კერძო უნივერსიტეტს შორისაა.

ჩვენი შეღავათებით 1000-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს. გაცემული გრანტების

ჯამური თანხა 3 000 000 ლარზე მეტია.

19

20

21

22

შეღავათები IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების

შედეგების საფუძველზე ხდება.

უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მნიშვნელოვანია, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

რეგისტრაციისას, სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს

(კოდი 064) პირველი ადგილი მიანიჭოთ.

როგორია სწავლის საფასური, შეღავათები და და-

ფინანსების სისტემა შავი ზღვის საერთაშორისო

უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისთვის?

’’გრანტს + გრანტი“

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს;

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს;

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 30%-იან გრანტს.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები

თუ ხარ სახელმწიფო გრანტის მფლობელი, საჯარო და კერძო სკოლების ოქროს ან ვერცხლის

მედალოსანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, 100% და 70% და

50% -იანი გრანტით დაგაფინანსებს.

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს;

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს;

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს.

რა შემთხვევაში მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო

უნივერსიტეტის სხვა დაფინანსებას?

. თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (კოდი 064) უპირატესობას მიანიჭებ და

უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველს ჩაწერ, 20%-იან დაფინანსებას მიიღებ;

. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადის პირველ ორ-

მოცდაათეულში მოხვედრისას, უნივერსიტეტისგან მიიღებ სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას (I

ადგილი - 100% დაფინანსება; II-III ადგილი - 75% დაფინანსება; IV-X ადგილი - 50% დაფინანსება;

XI-XXV ადგილი 20% დაფინანსება);

23

. თუ ხარ საქართველოს 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ-სამეცნიერო ოლიმპიადის

მონაწილე, გადახვედი III ტურში და ამავე დროს აიღე ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტი,

უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%, 70% და 50%-იან დაფინანსებას;

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს;

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს;

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს.

. თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სწავლის საფასურის 50%-ს დაგიფინანსებს;

. თუ შენი ოჯახის წევრი (დედა, მამა, და, ძმა) არის შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი

რომელიც ARMY CARD-ის მფლობელია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50 %-იანი

ფასდაკლებით ისარგებლებ.

• თუ შენი და-ძმა, ან შენი ოჯახის სხვა წევრი, უკვე სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ (ამ შეღავათზე არ მოქმედებს * პუნქტი);

24

• თუ ხარ “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული, შავი

ზღვის საერთა-შორისო უნივერსიტეტისგან 50%-იან დაფინანსებას მიიღებ (ამ შეღავათზე არ

მოქმედებს * პუნქტი).

• პირველი 100-ეული - თუ ხარ ეროვნული გამოცდების რეიტინგში პირველ 100 აბიტუ-

რიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო

გრანტს და 4 წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

• პირველი 200-ეული - თუ ხარ ეროვნული გამოცდების რეიტინგში პირველ 200 აბიტუ-

რიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო

გრანტს და 4 წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.

* შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოპოვებული გრანტით ან დაფი-

ნანსებით 4 აკადემიური წლის განმავლობაში ისარგებლებ იმ შემთხვევაში, თუ

შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი ყოველი წლის ბოლოს არ იქნება 80

(GPA) ქულაზე ნაკლები, ხოლო თუ შენ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების

რეიტინგით პირველ 100-ეულში და 200-ეულში მოხვედრილ სტუდენტებს შორის

და იღებ IBSU-ს ყოველთვიურ სტიპენდიას, მის შესანარჩუნებლად შენი საშუალო

აკადემიური მაჩვენებელი (GPA) ყოველი წლის ბოლოს არ უნდა იყოს 91 ქულაზე

ნაკლები.

** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რამდენიმე დაფინანსების მიღე-

ბის შემთხვევაში არ მოქმედებს შეკრებითობის პრინციპი, პრიორიტეტი ენიჭება

ყველაზე მაღალ დაფინანსებას.

*** თუ გსურს სწავლის გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადახდა, შეგიძლია გადახ-

დის მოქნილი გრაფიკით ისარგებლო და შენი სწავლის საფასური 8 თვეზე

გადაანაწილო.

25

26

სასკოლო

ოლიმპიადა

2018

2018 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

“IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2018“-ს მართავს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება

ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება

მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და

მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება ასევე მოიცავს ტესტირებას 3 საგანში:

ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია. პასუხების გასაცემად

100 წუთია გამოყოფილი.

ოლიმპიადა საქართველოს 6 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში,

მარნეულსა და ზუგდიდში ერთდროულად გაიმართება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - 2 გამარჯვებული დაჯილდოვდება Ipad-ით და IBSU -ს 100%-იანი

სასწავლო გრანტით;

II და III ადგილი - 4 გამარჯვებული დაჯილდოვდება უახლესი მოდელის

ტელეფონით, KINDLE- ითა და IBSU-ს 75% -იანი სასწავლო გრანტით;

IV-X ადგილები - 14 გამარჯვებული დაჯილდოვდება IBSU-ს 50%-იანი

სასწავლო გრანტით;

XI-XXV ადგილები - 30 გამარჯვებული დაჯილდოვდება IBSU-ს 25%-იანი

სასწავლო გრანტით.

*** ოლიმპიადის სასწავლო გრანტით აბიტურიენტი ისარგებლებს მხოლოდ შავი ზღვის

საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში!

27

,,ყოველთვის ვთვლიდი, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტობის პერიოდის

ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი იყო. უდიდესი გამოცდილება, სიახლეების აღმოჩენის და მეტი

განვითარების შესაძლებლობა არის ის, რისი მიღების შანსიც ყველამ უნდა გამოიყენოს და რაც

იბსუელებისთვის ოცნება სულაც არ არის. იბსუს გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, სწავლა ერთი

სემესტრით პარიზში, ISG-ს (L’Institut Supérieur de Gestion) უნივერსიტეტში გავაგრძელე. ზოგადად,

კერძო სასწავლებლები საფრანგეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ISG-იც

მათ რიცხვს მიეკუთვნება. აქ მოხვედრაც საკმაოდ რთულია და არც ადვილადაა ხელმისაწვდომი.

გადასახადის რაოდენობამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია და ალბათ წარმოუდგენლადაც ჟღერს, რომ მე

უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მომეცა.

ფრანგებთან ერთად, იქ 50-მდე ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი იღებს განათლებას, სალექციო

პროცესი კი ყოველთვის მრავალფეროვნებით და სიახლეებით სავსეა. ასეთი დონის უნივერსიტეტთან

კავშირები ავტომატურად მიუთითებს იბსუს ხარისხზე. საოცარი შეგრძნებაა იცხოვრო პარიზში და არ

იყო უბრალოდ სტუმარი. ეს გაძლევს უამრავ შესაძლებლობას, რომლის მიღებაც ტურისტად ყოფნის

შემთხვევაში წარმოუდგენელია: არაერთი ფრანგი თუ სხვა ეროვნების მეგობარი, მრავალფეროვანი

სტუდენტური ცხოვრება. ჩამოსვლის წუთიდან შედარებას ვაკეთებ ISG-ს და IBSU-ს შორის და უამრავ

მსგავსებას ვხედავ. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია, იმავე სტანდარტს ყოველდღიურად ვხედავდი

იბსუშიც, ეს იქნება ლექციების ხარისხი თუ სხვა მახასიათებლები. ფრაზა, რომელიც ამ ორი წლის

განმავლობაში ალბათ ყველაზე ხშირად მითქვამს არის: „კიდევ კარგი აქ ჩავაბარე“. ეს არის არჩევანი,

რომლის სისწორეშიც ყოველდღიურად ვრწმუნდები.”

- ანუკი ნატროშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.

28

’’რთულია გითხრათ, თუ რას მომცემს Stockholm School of Economics-ში და რიგაში გატარებული

თითქმის ნახევარი წელიწადი, რადგან უკვე სამი თვე სრულდება რაც აქ ვარ და მგონია, რომ

საქართველოში სულ სხვა ადამიანი დავბრუნდები. ბევრად უფრო ჩამოყალიბებული, ბევრად უფრო

გამოცდილი და ძლიერი. ალბათ შენც უნდა გამოცადო, რომ მიხვდე თუ რამდენად ეჩვევა ადამიანი

ახალ ყოფას, რამდენად ერგება სხვადასხვა სიტუაციას, რამდენად სწავლობს თავისივე შეცდომებით

და რამდენად დიდ გამოცდილებას იძენს უცხო ხალხთან, უცხო კულტურასთან და ტრადიციებთან

ურთერთობისას.

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მსურდა გაცვლითი პროგრამით წასვლა სხვა ქვეყანაში და როგორც

კი ამის შანსი მომეცა ყველაფერი გავაკეთე, რომ გამომეყენებინა. სურვილის მიზეზი კი უამრავია.

არასდროს დამავიწყდება ყოველი გატარებული დღე ზუსტად 2098 კილომეტრით დაშორებულ

ლატვიაში და რაც დრო გადის მით უფრო ჩემი ხდება რიგა, თავისი სუსხიანი ბნელი ქუჩებით და

მხიარული პარასკევი საღამოებით.

სიამაყით და სუფთა სინდისით ვამბობ, რომ ალბათ იბსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში,

რომელიც ამდენ საშუალებას აძლევს სტუდენტს ბევრს სხვადასხვა სფეროში და ბევრი სხვადასხვა

ხერხით. იმდენად ბევრი დადებითი მესმოდა უნივერსიტეტის შესახებ, იმდენად ბევრი შეღავათები

და საუცხოო პირობები ჰქონდა, რომ არაფერი ვთქვათ ინგლისურად განათლების მიღებასა და

გაცვლით პროგრამების სიუხვეზე, რომ არც კი მიფიქრია სხვა უნვიერსიტეტში ჩაბარებაზე. გაცვლითი

პროგრამები კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორი იყო ჩემთვის იბსუს არჩევისას. რაც

დრო გადის მით უფრო ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

SSE Riga ადგილია, რომელმაც დამანახა თუ რამდენი რამე არ ვიცი და ისიც დამანახა თუ რამდენი

რაიმის სწავლა შემიძლია, ადგილი ალბათ რომელმაც დამანახა თუ რამდენად დიდი შრომაა საჭირო

იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო და ალბათ იმ წარმატების ფასიც სწორედ აქ გავიაზრე ბოლომდე.

რას ვურჩევდი აბიტურიენტებს? ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ მანძილს, არ შეუშინდნენ სავარაუდო

სირთულეებს და გადადგან ეს ნაბიჯი. იბრძოლონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში წავიდნენ, რათა

საოცარი გამოცდილება დააგროვონ, იდეალური განათლება მიიღონ, ბევრი ადგილები ნახონ და

დააფასონ ის რაც აქვთ და მიხვდნენ იმას, რომ ბევრად მეტია საჭირო. იბსუ საუკეთესო უნივერსიტეტია,

თუ თქვენც გსურთ ნახოთ მსოფლიო საზღვრებს გარეთ და ის გამოცდილება მიიღოთ რასაც გაცვლით

პროგრამებს მოაქვს, მაშინ არ მგონია ბევრი ფიქრი იყოს საჭირო, ალბათ ერთადერთი სიტუაცია,

სადაც ბევრი ფიქრი მართლაც რომ ზედმეტია...“

- ზურა ცირამუა, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, მესამე კურსი.

29

,,გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება წელს უკვე მეორედ მომეცა. მანამდე,

ვიმყოფებოდი 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში ლატვიაში, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში. წელს

კი უკვე გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

ორივე სემესტრი თავისებურად გამორჩეული იყო, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო პროდუქტიული

გამოდგა. განსხვავებით რიგისა, ამ სემესტრში უნივერსიტეტში ლექციები არ მქონია, რადგან

ვიმყოფებოდი გერმანულ IT კომპანია community4you AG-ში სტაჟირების გასავლელად, რომელიც

წარმატებით დავასრულე და კომპანიის ადმინისტრაციისგან ნახევარგანაკვეთზე მუშაობის შემოთავაზება

მივიღე. მომავალ წელს ვბრუნდები უკვე ქემნიცის ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის

გასავლელად და C4U-ში სამუშაოდ.

გერმანიასთან კავშირის დამყარება ყოველთვის იყო ჩემი სურვილი და ამის შესრულებაში IBSU-ს

კავშირებმა დიდი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეების შერჩევისათვის

წინა წელს IBSU-ში გერმანელი პროფესორები იყვნე ჩამოსულები, რომელთაც ერთკვირიანი

ტრენინგი ჩაგვიტარეს. ტრენინგის ბოლოს წარვადგინე ჩემი პროექტი - იმ პერიოდში შესწავლილი

ტექნოლოგიების გამოყენებით (Unity3D, C# scripting) შექმნილი პატარა თამაში, რამაც მოწონება

დაიმსახურა და გაცვლით პროგრამისთვის შემარჩიეს.

Erasmus+ -ის სტიპენდიით სტუდენტს აქვს საშუალება თავისუფლად დაფაროს ცხოვრების ხარჯები

და ამასთანავე დარჩეს დამატებითი თანხაც, რომელიც პირადად მე მოგზაურობაში გამოვიყენე და

ევროპის 7 ქვეყნის 12 ქალაქი მოვინახულე. გაცვლითი პროგრამების კიდევ ერთი დადებითი მხარე

არის, ახალი კონტაქტები და მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამასთანავე, შენ შეგიძლია

გამოსცადო და გაიგო საკუთარი შესაძლებლობების ლიმიტი, რადგან მარტო და დამოუკიდებლად

ცხოვრებისას სრულიად უცხო ქვეყანაში შეხვდები უამრავ გამოწვევას, რომლის გამკლავებაც მარტო

მოგიწევს.“

- გურამ ხატიაშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი,

მეოთხე კურსი.

30

‘’შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასიდან

გადავწყვიტე, განათლების მიღება ინგლისურ ენაზე მინდოდა. როდესაც ფაკულტეტებს გავეცანი, ჩემი

ყურადღება ამერიკისმცოდნეობის მიმართულებამ მიიქცია, რადგან ეს ერთადერთი ინგლისურენოვანი

საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში. გარდა იმისა რომ პროგრამის ფარგლებში ისწავლება

ამერიკის ისტორია, მულტიკულტურა, ლიტერატურა, ამერიკელ ქალთა საკითხები, ამერიკის ეკონომიკა,

საგარეო პოლიტიკა და სხვა. პროგრამა ერთ–ერთ მეორად პროფესიად თარგმანმცოდნეობასაც

გვთავაზობს, რაც ერთ ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ავირჩიე ეს მიმართულება.

დღეს, სახელმწიფო გრანტისა და უნივერსიტეტის შიდა გრანტის წყალობით სრულიად უფასოდ

ვსწავლობ იბსუში, საქართველოს ერთ–ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში. ჩემი იბსუში ჩაბარების

ერთ–ერთ მიზეზი გაცვლითი პროგრამებისადმი ინტერესიც იყო. ამიტომ, პირველი კურსიდანვე

დავისახე მიზნად გამომეყენებინა საზღვარგარეთ სწავლის შანსი, რისთვისაც მაღალი აკადემიური

მოსწრება იყო საჭირო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლონეთის ერთ–ერთ საუკეთესო კერძო

უნივერსიტეტში, ვისტულაში ერთი სემესტრით ვიმყოფებოდი.

ვისტულაში სწავლის ერთ–ერთი საუკეთესო მხარე მულტიკულტურულ გარემოსთან ურთიერთობაა.

გავიცანი ბევრი სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ამასთან, უნივერსიტეტში ხშირად

ეწყობოდა კულტურული ფესტივალები, რამაც შესაძლებლობა მომცა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების

შესახებ მეტი გამეგო. ვარშავაში გატარებული თითოეული დღე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. სრულიად

უცხო გარემოში ცხოვრება ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან იქ თანდათან დამოუკიდებლობას

მივეჩვიე, რაც პიროვნული განვითარების ერთ–ერთი წინაპირობაა.’’

- მარიამ სლანიშვილი, განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.

31

ჩვენი პარტნიორები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოს

90-ზე მეტ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან აკავშირებს, მათ შორის: ბიზნესისა და ეკონომიკის

საერთაშორისო უნივერსიტეტი (პეკინი, ჩინეთი, UIBE), ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების

უნივერსიტეტი (ამსტერდამი, ჰოლანდია, AUAS), ტეხასის A&M ქინგსვილის უნივერსიტეტი (ტეხასი,

აშშ, TAMUK), კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (კრაკოვი, პოლონეთი), კოზმინსკის უნივერსიტეტი

(ვარშავა, პოლონეთი), ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ბრაგანსა, პორტუგალია, IPB),

საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, (პარიზი, საფრანგეთი, ISG) და ა.შ. ამასთან, უნივერსიტეტი ჩართულია

ERASMUS+-ისა და DAAD-ის პროექტებში. ბოლო წლებში გაცვლითი პროგრამით IBSU-ს 200-ზე

მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ IBSU-ს სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტებში

სწავლის გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან.

32

33

34

მაღალი

რანგის

სტუმრები

IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მაღალი რანგის დიპლომატები, საჯარო

თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები სისტემატიურად სტუმრობენ და სტუდენტებს

სხვადასხვა თემატიკის გარშემო საჯარო ლექციების ფორმატში ხვდებიან.

35

დასაქმება

კარიერული დაგეგმარების დეპარტამენტი

ტელეფონის ნომერი : (+995 32) 259 50 05 (123)

მეილი: msamkanashvili@ibsu.edu.ge

ვებ-გვერდი: cpc.ibsu.edu.ge

36

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კარიერის

დაგეგმვის სამსახური ფუნქციონირებს, რომელიც სხვადასხვა

კომპანიების მონაწილეობით ყოველწლიურად ატარებს

დასაქმების ფორუმს. აღნიშნულ ფორუმზე, სტუდენტები

ინფორმაციას კომპანიების წარმომადგენლებისაგან

იღებენ და მათთვის სასურველ პოზიციაზე დასაქმების

შესაძლებლობა ეძლევათ. ამასთან, კარიერის

დაგემვის სამსახური სთავაზობს სტუდენტებს კარიერის

განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა ტრენინგებსა

და მასტერკლასებს, ხოლო დამამთავრებელი კურსის

სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში შემუშავდა საღამოს

სწავლების სალექციო განრიგი, რაც იმას ნიშნავს, რომ

სტუდენტს სწავლის პარალელურად, მუშაობის საშუალება

აქვთ. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტებისა და

კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებაზე, რაც

ყოველწლიურად ზრდის მათი დასაქმების მაჩვენებელს

(კურსდამთავრებულთა 97% დასაქმებულია).

37

სტუდენტური

კლუბები

38

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას

კლუბების საქმიანობაც განაპირობებს. უნივერსიტეტში 30 სტუდენტური კლუბია

(ლაშქრობის, საქველმოქმედო, ყავა პროფესორთან, კინო კლუბი, ბიზნეს კლუბი,

ინტელექტ კლუბი, მედია კლუბი, გარემოს დაცვის კლუბი და სხვა), რომელშიც 500-

ზე მეტი სტუდენტია გაწევრიანებული.

ყოველკვირეულად, უნივერსიტეტში კლუბების მიერ, სულ მცირე 3-4 ღონისძიება

იმართება.

39

სამაგისტრო და სადოქტორო

სწავლება IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი 2005

წლიდან ფუნქციონირებს. დღეისთვის, ინსტიტუტში 230 მაგისტრანტი და 110 დოქტორანტი სწავლობს.

ამჟამად, 19 სამაგისტრო და 6 სადოქტორო პროგრამა მოქმედებს. სწავლების ენებია ქართული,

ინგლისური და თურქული. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ხარისიხის

მფლობელ ნებისმიერ მსურველს, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდებს,

შემდგომ კი უნივერსიტეტის შიდა გამოცდებს ჩააბარებს ინგლისურ ენასა და სპეციალობაში.

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი

სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის საფუძველზე.

სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტში პროფესორებს სხვადასხვა ქვეყნიდან (ამერიკა,

ჰოლანდია, ინგლისი, პოლონეთი) იწვევენ. სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამები დაახლოებით

20 უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტთან მოქმედებს. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა ცოდნის

გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ

კვლევებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

40

41

42

სპორტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უნივერსიტეტს

ჰყავს პროფესიული გუნდები, რომლებიც საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგასა და

საქართველოს კალათბურთის პირველ ლიგაში ასპარეზობენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სახელით

გუნდები მონაწილეობას იღებენ „საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით ჩატარებულ 30-

მდე სპორტის სახეობაში.

სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრში უნივერსიტეტში სპორტის 14 მიმდინარეობაში ტარდება

ჩემპიონატები. ამასთან, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ნებისმიერ დროს ისარგებლონ სპორტული

მოედნითა და ინვენტარით და თავისუფალ დროს ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ.

უნივერსიტეტში უკვე მეათე წელია ტარდება I.F.L - იბსუს ფეხბურთის ლიგა, სადაც მონაწილეობას

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ერთი ადმინისტრაციისაგან დაკომპლექტებული გუნდები იღებენ.

ლიგა ოქტომბერში იწყება და მაისის ბოლომდე გრძელდება. ლიგის დასრულების შემდეგ კი ტარდება

,,IBSU-ს თასი“, სადაც ლიგაზე გასული 8 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.

სპორტის დეპარტამენტი

ტელეფონის ნომერი : (+995 32) 259 50 05 (174)

მეილი: sport@ibsu.edu.ge

ვებ-გვერდი: sport.ibsu.edu.ge

43

46

47

ტრანსპორტი IBSU-მდე

44 - ჭავჭავაძის გამზირი - თამარაშვილის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - პეკინის ქუჩა - ზურაბ ჟვანიას მოედანი

(გაგარინი) - დიღომი ( საავადმყოფოები) - აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

51 - ჯიქიას ქუჩა - ქავთარაძის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - პეკინის ქუჩა - გმირთა მოედანი - დავით

აღმაშენებლის გამზირი - აკაკი წერეთლის გამზირი - აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

87 - მეტროსადგური დიდუბე - აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

116 - მეტროსადგური ახმეტელის თეატრი - ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა - აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

117 - ვაზისუბანი - მოსკოვის გამზირი - ქეთევან წამებულის გამზირი - მტკვრის მარჯვენა სანაპირო -

ცოტნე დადიანის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

32 - ილია ჭავჭავაძის გამზირი - ვარაზისხევი - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - დავით

აღმაშენებლის გამზირი - ცაბაძის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შალიკაშვილის ხიდი - რობაქიძის

გამზირი - აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

84 (ავტობუსი) - სადგურის მოედანი - წერეთლის გამზირი - აღმაშე-

ნებლის ხეივანი - იბსუ

38 (ავტობუსი) - მეტროსადგური დიდუბე - აღმაშენებლის ხეივანი -

იბსუ

121 (ავტობუსი) - მეტროსადგური დიდუბე - დიღმის მე-2 კვარტალი

- ბელიაშვილის ქუჩა - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო -

აღმაშენებლის ხეივანი - იბსუ

48

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!