14.07.2013 Views

Frone #2

Frone #2

Frone #2

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

oqonis xatis istoria

“ოქონის ხატი” საქართველოს ის ტო რი­

ა ში XI საუკუნიდანაა ცნობილი, ხატის ირ გ­

ვ ლივ აქტიური კვლევა XIX საუკუნის მი წუ­

რუ ლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება,

თუმცა მეცნიერ­მკვლევართა მიერ შეს წავ ლი­

ლი მასალის ურთიერთდაკავშირება და სა­

ერ თო დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ არ მომ­

ხდარა. საკვლევია თვით ხატისა და მას თან

დაკავშირებული ჯვარცმის ისტორია, გა ურ­

კვეველია ცნების “ოქონის ხატი” და “ჯვარცმა” ­

შინაარსი. ჩვენი ნაშრომი წარმოადგენს, მეცნიერ­

მკვლევართა მიერ “ოქონის ხატის” ირგვლივ

არსებული ზოგადი მასალის შეჯერებას, მით

უფ რო, რომ დღემდე კვლევის შედეგები და

დასკვნები ერთობლიობაში წარმოდგენილი არ

ყოფილა. “ოქონის ხატი” თავის წარმოშობის სა­

თავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს,

სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰე რაკ­

ლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით

შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე

კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან

ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი

საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან

კი “ოქონის ხატი” გორში იქნა დაბრძანებული,

როგორც გორის მფარველი და მცველი. საუკუნეთა

მანძილზე სიწმინდეს კიდევ რამდენიმეს გზის

შეუცვალეს ადგილი, საბოლოოდ კი 1925 წლიდან

დაბრძანებულ იქნა ცხინვალის მუზეუმში.

2001 წელს კრისტის აუქციონზე რუსეთის

მოქალაქემ ოლეგ ზემლიანიკოვმა გასაყიდად

წა რადგინა სპილოს ძვლის უბრწყინვალესი

ნი მუში ოქონის სამკარედი, როგორც გა ირ კ­

ვა, აღნიშნული ხატი ქართულ­ოსური შე ი­

ა რაღებული კონფლიქტის დროს 1991 წელს

ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატი იყო.

ოქონის ტრიპტიქონმა საოცარი ვნებათაღელვა

გამოიწვია არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში,

რომელიც მას საკუთარ განძად მიიჩნევს, არამედ მის

გარეთაც, ვინაიდან ამ რიგის ნაწარმოები მსოფლიო

საკუთრებად ითვლება.

2004 წელს ხატი სა ქარ­

თ ვე ლოში ჩა მო აბ რ­

ძა ნეს. “ოქონის ხა ტი”

ყო ველთვის იყო მკვლე­

ვარ თა და მეცნიერთა ინ­

ტე რესის საგანი. XIX სა­

უ კუნიდან აქტიურად

მიმ დინარეობდა მსჯე­

ლო ბა, თუ რომელი ხატი

იყო ნამდვილად ის ოქო­

ნის ხატი, რომელიც

გან საკუთრებული პა­

ტი ვით ჩამოაბრძანეს სა­

ქარ თველოში. მკვლე ვარ­

თა ნაწილი ოქონის ხა ტად

მი იჩნევს ღვთის მშობლის ხატს, ნაწილი ჯვარცმას,

ბო ლო პერიოდ ში თამარ მესხის მიერ გამოითქვა

ვა რაუდი, რომ ეს იყო მთავარანგელოზ მიქაელის

ხატი. ხატის შესახებ ინფორმაცია დაცულია ვახტანგ

VI­ის მიერ გარსევანიშვილებისათვის მიცემულ

ორ გუ ჯარში; ერთი 1708 წლისაა, აზნაურობის მა­

ძიებელ გარსევანიშვილებს წარუდგენიათ 1864

წლის სპეციალური კომისიისთვის, რომელიც

ყალ ბად ცნეს. მეორე გუჯარი კი უთარიღოა,

სწო რედ ეს გუჯარი გვატყობინებს, რომ ოქო­

ნის ხატი იყო ბაგრატ IV ბიზანტიელი მე უღ­

ლის, ელენე დედოფლის მზითვი, სხვა ხა­

ტებთან და ძვირფასეულთან ერთად “თანა

მო უშორებელად ჰქონდა მუნვე სახელსა ზედა

ოქო ნის ღვთისმშობლისასა”. ალექსანდრე გარ­

სევანიშვილის მიხედვით სიწმინდეთა შო­

რის იყო “ლურსმანი იესო ქრისტეს ჯვრისა

და ნაწილი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლის

სარ ტყლისა” ხატისთვის თან გამოუყოლებიათ

მისივე მცველი დეკანოზი ფილიმონი თავისი

სახლობით, რომელიც ამავე დროს იყო დედოფლის

მოძღვარი და გარსევანიშვილების წინაპარი.

ალექსანდრე გარსევანიშვილისავე თქმით, ხა­

ტი ბაგრატ IV­დან ვიდრე თამარ მეფემდე

«იყო მეფის სასახლის ეკლესიასა შინა, დიდის

პატივით, ქალაქს ტფილისს, ისანსა..». უთარიღო

გუჯარში ვკითხულობთ, რომ თამარ დე დო­

ფალმა დღევანდელი გორის ტერიტორიაზე

ნახა ბერი ათანასე, აქვე «იხილა ბორცვი ერთი,

რომელი არს გორაკა კლდე «ტონთიოდ» სა­

ხელდებული» სწორედ ამ ბორცვზე ააგე­

ბინა “ოქონის ღვთისმშობლის” ეკლესია და

აქვე დაასახლა გარსევანიშვილების წინაპ რე­

ბიც, ალექსანდრე გარსევანიშვილი ათანასეს

ასა ხელებს ფილიმონის შვილიშვილად, ასევე

მოჰყავს თარიღი 1187 წელი, როდესაც აიგო ეს

ტაძარი. 1868 წლის ცისკარში გამოქვეყნებული

სტატიის მიხედვით, ამავე წელს თამარმა

ააშენა გორი და ააგო მეორე ეკლესიაც, გორის

-21- `fronis xeoba,~ #2, 2012

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!