16.06.2015 Views

saaqcio sazogadoeba “oqsino” da faqsis nomrebi: Tbilisi, baRdadis ...

saaqcio sazogadoeba “oqsino” da faqsis nomrebi: Tbilisi, baRdadis ...

saaqcio sazogadoeba “oqsino” da faqsis nomrebi: Tbilisi, baRdadis ...

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მისაზნშეწონილია მოხდეს ახლავე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ იკარგება

დრო. საკითხის გადადების შემთხვევაში პრინციპულად საკითხი არ შეიცვლება და ის,

რისი გაკეთებაც შესაძლებელია დაიწყოს ახლავე (იგულისხმება საკითხის საბოლოოდ

გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებების მომზადება), აჯობებს, თუკი არ იქნება

დაყოვნებული. კერძოდ, ეს საკითხები არ გულისხმობს რაიმე კონკრეტული

გადაწყვეყილების მიღებას. ის არ შეეხება ისეთ თემებს, რამაც შესაძლებელია რაიმე

ზეგავლენა იქონიოს აქციონერების უფლებებსა და ინტერესებზე. საუბარია იმაზე, რომ

განისაზღვროს მიმართულებები იმისა, თუ როგორ მოხდეს რეორგანიზაციასთან

დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და ამ საკითხების მომზადება საბოლოოდ

გადაწყვეტისათვის. მომზადება და მონაწილეობა აუცილებელი გახდება მაშინ, თუკი ამ

სამივე საკითხზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება და დაიწყება მუშაობა

რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად.

მანვე აღნიშნა, რომ სასურველია, რომ თუკი რეორგანიზაციის საკითხი დადებითად

გადაწყდება, ამის შემდეგ განისაზღვროს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში

(მაგალითად 10 დღეში) დაზუსტდეს აქციონერების ნუსხა, რომელთაც ექნებათ გასვლის

სურვილი ამჟამად გამსვლელ აქციონერებთან ერთად. ეს დოკუმენტი უნდა შედგეს

წერილობითი ფორმით და წარედგინოს ამავე ვადაში საზოგადოების ხელმძღვანელობას.

ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნატურით გაყოფის გეგმის შემუშავებაც.

შეკითხვით მიმართა აქციონერმა ა. ივანიშვილმა: გაყოფა როგორ უნდა განხორციელდეს?

მ. სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ალბათ ყველაზე სასურველია, რომ საკითხის გადაწყვეტა

მიენდოს შესაბამისი სპეციალობის მქონე ადამიანებს. სპეციალისტების გარეშე ამ საქმის

გადაწყვეტა იქნება შეუძლებელი. აუცილებელია, რომ საკითხის გადაწყვეტაში

მონაწილეობა მიიღონ აუდიტორებმა და ამზომველებმა. მათ უნდა დაევალოთ, რომ

გამსვლელი აქციონერების წილობრივი მონაწილეობის საკითხის დაზუსტების შემდეგ

მოამზადონ ღირებულებრივი თვალსაზრისით დაბალანსებული გეგმა (ნახაზები და ა.შ.)

ამ წილობრივი თანაფარდობის პროპორციულად ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. ამის

შემდეგ შესაძლებელი იქნება ობიექტის დაცალკევება, რაც საბოლოო გადაწყვეტისათვის

წარედგინება დასამტკიცებლად აქციონერთა საერთო კრებას.

აქციონერთა გარკვეული ჯგუფი წინააღმდეგია საკითხთა ამგვარი გადაწყვეტის.

გადაწყდა კენჭი ეყაროს დღის წესრიგის მე-4 საკითხს იმ სახით, როგორც იყო

წარმოდგენილი აქციონერთა ჯგუფის მიერ.

კენჭი ეყარა პერსონალურად დღის წესრიგის მე-4 საკითხს (ამ საკითხის შემადგენელ

სამივე საკითხზე ცალ–ცალკე), როგორც ეს მოითხოვა ალექსანდრე ივანიშვილმა.

კენჭისყრის შედეგები: სულ მონაწილეობდა 6605 აქციის მფლობელი, მომხრე - 4036

ცალი - 61.1%, წინააღმდეგი - 2549 ცალი – 38.6%, თავი შეიკავა - 1 ცალი - 40.2%/

აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა შემდეგინგადაწყვეტილება:

4.1. განხორციელდეს სს ”ოქსინო”-ს რეორგანიზაცია ცალკეული აქციონერების

მონაწილეობით საწარმოს გამოყოფისა და გამოყოფილ საწარმოში სს

”ოქსინო”-ს შესაბამისი ქონების გამოცალკევების გზით, საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.

4.2. კრების ჩატარებიდან 14 დღის ვადაში (არაუგვიანეს 2011 წლის 02

ივლისისა) ნინო ცინცაძემ, გიორგი შენგელიამ, ლევან კაციტაძემ და

ციზანი ნანობაშვილმა უზრუნველყონ იმ აქციონერთა სიის წარდგენა

საზოგადოების დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე,

რომლებიც გამოეყოფიან სს „ოქსინო“–ს გამოყოფილ საწარმოში

პარტნიორად გადასვლის გზით (აქციონერთა პირადი ნომრებისა და მათი

ხელის მოწერებითურთ).

4.3. საზოგადოებიდან გამოყოფილ საწარმოში გადამსვლელი აქციონერების

სიის დირექტორისათვის და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენის

შემდეგ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ უზრუნველყოს

რეორგანიზაციის გეგმის მომზადება, რაც გულისხმობს გამოყოფილ

საწარმოში გადამსვლელი აქციონერების წილობრივი თანაფარდობის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!