10.07.2015 Views

1GCGQVS

1GCGQVS

1GCGQVS

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საინტერესოა, რომ თავის გამოხატვაში ჟურნალისტები ხშირად მათ რესპონდენტებზე უფრო აგრესიული ლექ-სიკითა და სიძულვილის ენის გამოყენების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი ხშირად იყენებენ შეურაცხმ-ყოფელ ტერმინოლოგიას როგორც ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ, ისე ლგბტ ჯგუფის წევრებად აცხა-დებენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს და ამ ჯგუფების მიმართაც; ლგბტ ჯგუფთა უფლებებისდაცვის გამო გამოითქმის ანტიდასავლური განცხადებებიც.მონიტორინგის პერიოდში მედიის განვითარების ფონდმა ჰომოფობიური გამოხატვის გამო, ორგანიზაციაTDI-სთან ერთად, წარადგინა სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაზეთ რეზონანსის წინააღმდეგ. 2015წლის 10 აპრილს ქარტიამ გაიზიარა MDF-ისა და TDI-ის მოსაზრება, რომ 12 მარტს გამოქვეყნებული სტატიით „ჰო-ლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც სძულთ ჰომოსექსუალები“ გაზეთმა რეზონანსმა დაარღვია ჟურნალისტურიეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები 3 ; (იხ. მაგალითები გვ. 18);2014 წლის 8 აგვისტოს 11-მა არასამთავრობო ორგანზიაციამ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებ-ლის ეთერში დისკრიმინაციული გაშუქების გამო, რაც აძლიერებდა ჰომოფობიური სტერეოტიპებს 4 (იხ. ცალკეულიმაგალითები გვ. 22).ბეჭდვითი მედიაგაზეთი „ასავალ-დასავალი“ლგბტ პირთა თემატიკის გაშუქების დროს დაშვებული დარღვევებითა და ჰომოფობიური გამოხატვით განსაკუთ-რებით გამოირჩეოდა გაზეთი „ასავალ-დასავალი“, რომელშიც მთლიანად ქართულ მედიაში გამოვლენილი დარ-ღვევების თითქმის ნახევარი დაიბეჭდა. (53 ფაქტი – 110-დან); წამყვანი რიტორიკა გახლდათ მოსაზრებები იმის შე-სახებ, რომ ჰომოსექსუალობა თავს მოხვეულია დასავლეთისგან, ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს (19);ჰომოფობიური გამოხატვის სხვა მაგალითები, სიძულვილის ენა (15).ცალკეული მაგალითები:პარალელები პროსტიტუციასთან, ლგბტ პირთა შესახებ სტერეოტიპების დამკვიდრებაზაზა დავითაია: „ცირკის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთამიერ არის მიტაცებული... რაც ყველაზე შემზარავია, კლიენტურაც არ აკლიათ. ღამღამობით, თავს იქაურობისბატონ-პატრონად თვლიან. ათასი რჯულის ლიბერასტული ორგანიზაციის თანადგომით გათამამებული პატი-ოსანი მოქალაქეების წინააღმდეგ უტიფარ შეტევაზე გადმოდიან... დამაფიქრებელია, რომ სექსუალურ უმცირე-3http://www.mdfgeorgia.ge/geo/view_stories/134http://www.mdfgeorgia.ge/geo/view_statements/7914

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!