10.07.2015 Views

1GCGQVS

1GCGQVS

1GCGQVS

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

Sesavaliწინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის მედია მონიტორინგის ანგარიშის სერიისII გამოცემას და ჰომოფობიური გამოხატვის, ასევე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების წყა-როებს შეეხება.მონიტორინგი ერთწლიან პერიოდს – 17 თებერვალი, 2014 – 18 თებერვალი, 2015 – მოიცავს და შემდეგი მედიასაშუალებების დაკვირვების შედეგებს ასახავს: გაზეთები – ასავალ-დასავალი, რეზონანსი, პრაიმ ტაიმი, კვირისქრონიკა, ალია, კვირის პალიტრა 1 ; 5 ტელევიზიის – საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, რუსთავი 2, კავკასია დამაესტრო დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები, ასევე მედია-კავშირ „ობიექტივის“ და ტე-ლეკომპანია „ტაბულას“ პრაიმ-ტაიმის თოქ-შოუები; ონლაინ გამოცემები – საქინფორმი, ინტერპრესნიუსი, ნეტ-გაზეთი, პირველი, რეპორტიორი, საქართველო და მსოფლიო, Geworld.ge.გარდა დაკვირვების ქვეშ მყოფი მედია საშუალებებისა, კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შესულიასხვა მედია საშუალებების მაგალითებიც, რომლებზეც რეაგირება მათი რეზონანსულობის და გავლენის გამომნიშვნელოვნად ჩაითვალა.მედიის განვითარების ფონდი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიახორციელებს მედია მონიტორინგს, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის, ქსე-ნოფობიის, ჰომოფობიის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპიზაციის, ასევე ანტიდასავლურიგანწყობების წყაროების გამოვლენა. ამასთანავე იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პრო-ფესიულ სტანდარტებს აღნიშნული თემატიკის გაშუქებისას.მონაცემები შემდეგი წყაროების მიხედვით არის დაჯგუფებული: მედია, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფი-ლირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირებიდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ანუ ყველა ის რესპონდენტი, რომელიც ცალკე კატეგორიად არ არისგამოყოფილი.12014 წლის დეკემბრიდან ბეჭდვითი ვერსიის ნაცვლად მონიტორინგი გაზეთის ელექტრონულ ვერსიაზე ხორციელდება.5

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!