თავი IV სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობასტატუსი და ფუნქციები (27.01.2010 N47)მუხლი 13. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტშიშემდგომ - “ქვედანაყოფი”):(27.01.2010 N47)1. ,,ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ”ხელშეკრულების და ,,ვენის 1999 წლის” დოკუმენტის განყოფილება;2. ,,ღია ცის” ხელშეკრულების და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება.მუხლი 14. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია: (27.01.2010 N47)1. ,,ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ”ხელშეკრულების და ,,ვენის 1999 წლის” დოკუმენტის განყოფილება – საერთაშორისოხელშეკრულების და დოკუმენტის თანახმად შეიარაღებაზე კონტროლისგანხორციელება, აქტიური და პასიური კვოტების რეალიზება. ჩვეულებრივიშეიარაღების შესახებ ყოველწლიური გასაცვლელი ინფორმაციის მომზადებაშიმონაწილეობა. ნდობისა და უსაფრთხოების სფეროში ეუთო-ს ფორუმის მიერგათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;2. ,,ღია ცის” ხელშეკრულების და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება –საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, სადამკვირვებლომისიების მიღება და სადამკვირვებლო ფრენების ჩატარება, როგორც საქართველოს,ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების წევრ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.ამუშავებს და აანალიზებს, საერთაშორისო ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთამიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეიარაღების შესახებ, ავრცელებსნოტიფიცირებულ შეტყობინებებს დიპლომატიური არხების მეშვეობით.ინსპექციების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიზნით, გეგმავს და აწვდისინფორმაციას გაერთიანებული შტაბის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსშესაბამის ქვედანაყოფს.მუხლი 15. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოსუფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვისმინისტრი. (27.01.2010 N47)მუხლი 16. ქვედანაყოფის უფროსი: (27.01.2010 N47)ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებსქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობისგანხორციელებისას.გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათმითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს.ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების,მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვისდისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისადა გადამზადების თაობაზე.ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობისმიმდინარეობის შესახებ.თავი V. ამოღებულია (27.01.2010 N47)