22.12.2016 Views

აბიტურიენტის გზამკვლევი 2017-2018

აბიტურიენტის გზამკვლევი 2017-2018

აბიტურიენტის გზამკვლევი 2017-2018

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2010 წელს დაარსდა. ის სტუდენტების რაოდენობით უნივერსიტეტის ყველაზე მრავალ-

რიცხოვანი ფაკულტეტია და 1000-მდე სტუდენტი ჰყავს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და

პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რათა გავზარდოთ კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა დასაქმების ბაზარზე.

ამისათვის, ჩვენი აკადემიური პერსონალი მნიშვნელოვანწილად დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებისაგან,

რომლებსაც უკვე აქვთ კარიერა საჯარო თუ კერძო სექტორში და წარმატებით უთავსებენ მას აკადემიურ საქმიანობას. სალექციო

კურსების წასაკითხად ჩვენ მუდმივად ვიწვევთ გამოჩენილ ექსპერტებს, რომლებიც განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობენ

ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პრაქტიკა სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის ცოდნა და გამოცდილება

პროფესიონალებისგან, რაც დაეხმარებათ როგორც აკადემიურ, ასევე, კარიერულ განვითარებაში.

საბაკალავრო პროგრამები:

• საერთაშორისო ურთიერთობები;

• საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;

• ჟურნალისტიკა;

• ეკონომიკა.

გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში 90-მდე

პარტნიორ უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში. სოციალურ

მეცნიერებათა ფაკულტეტი, ყოველწლიურად, უცხოეთში სასწავლებლად 40 წარჩინებულ სტუდენტს აგზავნის. უნივერსიტეტების

ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: www.iro.ibsu.edu.ge

აკადემიური და სოციალური აქტივობები

ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში, სემინარებსა და სიმულაციებში, როგორც საქართველოს მასშტაბით,

ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უნივერსიტეტი მხარს უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო

ახალგაზრდულ პროექტებში. ამასთან, მოქმედებს სტუდენტური კლუბები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც სტუდენტები

დამოუკიდებლად უძღვებიან.

კარიერა და დასაქმება

სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა ფაკულტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სტაჟირება პროგრამების განუყოფელი შემადგენელი

ნაწილია. ამიტომ, ჩვენ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სამთავრობო და

არასამთავრობო უწყებებთან. სტაჟირების დასრულების შემდეგ, ჩვენი სტუდენტების ნაწილი სამუშაოდ რჩება ამა თუ იმ ორგანიზაციაში.

9

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!