12
სამართლის ფაკულტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის პროგრამა 2010 წლიდან ფუნქციონირებს. იგი 2016 წელს გამოეყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და დამოუკიდებელი სახით შეიქმნა. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანი, სათანადო კომპეტენციების მქონე მაღალი ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე იურისტთა თაობა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნათა შესაბამისად. ფაკულტეტზე შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს თანამედროვე გამოწვევების შესატყვისი განათლება, რათა შემდგომში თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანოს კანონის უზენაესობას, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებაში. თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, სტუდენტის მოთხოვნებზე ორიენტირებული ადმინისტრაციული, კვალიფიციური აკადემიური პერსონალი და მოწვეული პრაქტიკოსები თუ დარგის ექსპერტები ზრუნავენ დასახული მიზნის მისაღწევად. საბაკალავრო პროგრამა: • სამართალმცოდნეობა აკადემიური და სოციალური აქტივობები სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესში კომბინირებულია სწავლის თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები. ფაკულტეტი ახორციელებს კვლევით პროექტებს, ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, სტუდენტურ ოლიმპიადებს. ამასთან, სამართლის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო, თუ კერძო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩართული იყვნენ, სამართლაშემოქმედების, გამოყენებისა და მართლმსაჯულების რეალურ პროცესებში. ფაკულტეტი ზრუნავს სტუდენტთა სოციალურ აქტივობებზეც, აწყობს ექსკურსიებს, სპორტულ და სხვაგვარ გასართობ ღონისძიებებს. კარიერა და დასაქმება პროცესი, უპირატესად, ორიენტირებულია შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდზე, რაც სტუდენტებს ამზადებს რეალური პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთვარებული მზადაა გადადგას პროფესიაში პირველი წარმატებული ნაბიჯები, რაც აისახება იმაში, რომ მასზე, როგორც კვალიფიციურ კადრზე, არსებობს მოთხოვნა კერძო თუ სახელმწიფო სექტორიდან. კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, თავიანთი კვალიფიკაციის ხარჯზე და ფაკულტეტის ხელშეწყობით, დასაქმებულია ჯერ კიდევ სწავლის პროცესის დასკვნით ეტაპზე. გაცვლითი პროგრამები მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, მსოფლიოს მასშტაბით, 20-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, სტუდენტებს, ასევე ვთავაზობთ პროფესიულ და სტუდენტურ, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო დონის იმიტირებულ სასამართლო, საარბიტრაჟო და მედიაციის პროცესებში. 13