14.04.2014 Views

სულ: - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სულ: - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სულ: - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

პროფესიული უნარების ტესტი

პროფესიული უნარების ტესტი ამოწმებს იმ კანონების და კანონქვემდებარე

აქტების ცოდნას, რომლესაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული

პოზიციისთვის გათვალისწინებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებისთვის.

პოზიციების სპეციფიკიდან გამომდინარე წერით გამოცდაზე გამოყენებული იქნება სამი

ტიპის (თემატიკის) პროფესიული უნარების ტესტი – (1) პროფესიული უნარების ტესტი

ფოკუსით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებზე; (2) პროფესიული უნარების ტესტი

ფოკუსით ბიუჯეტირებაზე და საბიუჯეტო სახსრების მართვაზე და (3) ფართო

პროფილის პროფესიული უნარების ტესტი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსის

პოზიციისთვის). ხსენებული თემატიკა თითოეული ტესტისთვის ნაკარნახევია

საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, რომლებიც დადგენილია თითოეული პოზიციისთვის.

პროფესიული უნარების ტესტი შედგება არჩევით პასუხიანი და ღია ბოლოიანი

დავალებებისაგან.

არჩევითპასუხიან დავალებებს ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ

ერთია სწორი. ყურადღებით წაიკითხეთ დავალებათა ინსტრუქციები, კარგად გაიაზრეთ,

რა მოგეთხოვებათ თითოეულ დავალებაში, და შემდეგ აირჩიეთ პასუხი. არჩეული

პასუხი აუცილებლად მონიშნეთ პასუხების ფურცელზე, რომელიც ახლავს ტესტს. ყველა

არჩევითპასუხიანი დავალება ერთ ქულიანია. პროფესიული უნარების ტესტში სულ 25

არჩევითპასუხიანი დავალებაა წარმოდგენილი, შესაბამისად, მაქსიმალური ქულა ამ

ტიპის დავალებებისთვის არის 25;

დავალება ღია დაბოლოებებით თქვენგან მოითხოვს არგუმენტირებულ მსჯელობას ან

პასუხის გაცემას მოცემული საკითხის შესახებ. ყურადღებით წაიკითხეთ დავალების

პირობა და შეკითხვა. გაითვალისწინეთ, თქვენი პასუხი უნდა იყოს კონკრეტული და

შეკითხვის ადეკვატური. ამასთან, შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს მაგალითების

მოყვანაც. ტესტში მხოლოდ ერთი ამგვარი დავალება იქნება წარმოდგნეილი. მისი

მაქსიმალური ქულა არის 5. შესაბამისად, პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური

ქულა არის 30.

ტესტზე სამუშაოდ გეძლევათ 1 საათი და 30 წუთი. დროის ამოწურვის შესახებ

გაცნობებთ მეთვალყურე. თუ გათვალისწინებულზე მეტ დროს დაუთმობთ მუშაობას,

თქვენი ნაშრომი არ შემოწმდება.

პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გადატანილი პასუხების ფურცელზე ქვემოთ

მოცემული მითითებების დაცვით.

არჩევითპასუხიანი დავალებები

მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი;

ნომრის ქვეშ იპოოვეთ უჯრა, რომელიც თქვენ მიერ არჩეულ პასუხს შეესაბამება;

დასვით X ნიშანი ამ უჯრაში.

გაითვალისწინეთ:

პასუხის მონიშვნისას დავალების ნომერი უნდა ემთხვეოდეს იმ სვეტის ნომერს,

რომელშც სვამთ X ნიშანს;

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!