07.11.2017 Views

კარტოფილის კულტივაცია

კარტოფილის სათესლე მასალა, მოყვანა და დაცვა.

კარტოფილის სათესლე მასალა, მოყვანა და დაცვა.

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

«კარტლის აგროსისტემები»

ცოდნა, ხარისხი, გამოცდილება!

კომპანია «კარტლის აგროსისტემები» გახლავთ მაღალხარისხიანი სათესლე კარტოფილის

წამყვანი ევროპული მწარმოებლის: HZPC Holland V.B.- ის წარმომადგენელი საქართველოში.

«კარტლის აგროსისტემები» სათესლე მასალის, სასუქების, პესტიციდებისა და საირიგაციო

სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე სომხეთსა და

აზერბაიჯანში. «კარტლის აგროსისტემები» ბაზარზე ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის

პროდუქციის მიმწოდებელი.

HZPC Holland V.B. მსოფლიო სახელის მქონე სელექციონერია, მსოფლიო ბაზრის ლიდერი,

რომელიც სათესლე კარტოფილს 70-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. HZPC-ს სელექციური სამუშაო

კარტოფილის ისეთი ახალი ჯიშების შექმნაზეა მიმართული, რომლებიც თავის თავში კულტურის

ხარისხსა და მოსავლიანობას, დაავადებებისადმი მდგრადობასთან ითავსებს. HZPC სთავაზობს

ფერმერებს საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებს, როგორც სასუფრე გამოყენებისთვის, ისე

გადასამუშავებლად. თქვენ ამ კატალოგში იპოვნით კომპანია HZPC-ის ზოგიერთი ჯიშის აღწერას,

რომლებმაც წარმატებით გაიარა მრავალწლიანი გამოცდები საქართველოში. კომპანია HZPC-ის

სხვა ჯიშების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ასევე გამოსაცდელად დამზადებული ახალი ჯიშების

ნიმუშები შეგიძლიათ მიიღოთ კომპანია «კარტლის აგროსისტემების» სპეციალისტებთან.

ორიენტირებულია რა ბაზრის მოთხოვნებსა და დინამიკაზე, «კარტლის აგროსისტემები»

საქართველოს ტერიტორიაზე კარტოფილის პერსპექტიული ჯიშების შერჩევასა და გამოცდაზე

მუშაობს. კომპანია ყოველწლიურად ამზადებს სადემონსტრაციო და საცდელ ნაკვეთებს, სადაც

ხდება კარტოფილის ახალი ჯიშების გამოცდა. ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, კომპანია

ირჩევს საუკეთესო ჯიშებს და უშვებს მათ გაყიდვაში. «კარტლის აგროსისტემები» აგრეთვე მუშაობს

ადგილობრივ პირობებთან კარტოფილის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტაციაზე.

კომპანიის სპეციალისტები შემოგთავაზებენ პროფესიულ რჩევებს ირიგაციის საკითხებსა და

თანამედროვე სასუქებისა და პესტიციდების ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქმიანობის მაღალი პროფესიული სტანდარტების გამო «კარტლის აგროსისტემები»

2011 წელს პრესტიჟული ჯილდოს «Environmental Respect Award» - ის მფლობელი გახდა.

დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, აშშ-ს კონგრესის

შენობაში, ვაშინგტონში.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!