02.10.2015 Views

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული წამლები - libdoc.who.int

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული წამლები - libdoc.who.int

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული წამლები - libdoc.who.int

SHOW MORE
SHOW LESS
• No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა

ყველა ამ ასპექტზე, რათა უზრუნველყონ კონტროლირებადი მედიკამენტებით

მომარაგება, მათი ხელმისაწვდომობა და შეძენის შესაძლებლობა.

რატომ და როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე

ნარკოტიკების ეროვნული კონტროლის შეფასების მოთხოვნა

მეოთხედი საუკუნეა, ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში

კონტროლირებადი მედიკამენტების მოხმარების დონე არ შეესაბამება ჯანდაცვის

საჭიროებებს. ზოგიერთ ქვეყანაში მოხმარების დონე გაუმჯობესდა ბოლო პერიოდში,

მაგრამ ქვეყნების უმრავლესობაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა.

2010 წელს, ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭომ განაცხადა, რომ „ქვეყნებს

შორის კვლავ დიდია განსხვავება ოპიოიდური ანალგეტიკების მოხმარების დონის

მიხედვით. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შეზღუდული ცოდნა და იმაზე უფრო მკაცრი

ადმინისტრაციული ბარიერები, ვიდრე ამას მოითხოვს 1961 წლის კონვენციით

გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები, ზემოქმედებას ახდენს ოპიოიდური

ანალგეტიკების ხელმისაწვდომობაზე“. ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო

საბჭომ მოითხოვა, რომ „მთავრობებმა თავიანთ ქვეყნებში შეისწავლონ ის დაბრკოლებები,

რომლებიც აფერხებს ხელმისაწვდომობას და ადექვატურ გამოყენებას“ (52). ამასთან,

ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს მსგავსად, ნარკოტიკული

პრეპარატების კომისიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდეს მთავრობებს,

რომ შეაფასონ თავიანთი ჯანდაცვის სისტემები, კანონები და სარეგულაციო მექანიზმები,

შეისწავლონ და აღმოფხვრან ის დაბრკოლებები, რომლებიც აფერხებს კონტროლირებადი

ნივთიერებების ხელმისაწვდომობას სამედიცინო მიზნებისათვის (16, 31, 32, 51, 55–57).

სახელმძღვანელო მითითებების გამოყენება

შემდეგ თავში მოცემული სახელმძღვანელო მითითებები შეიძლება გამოყენებული იქნას

მთავრობების, ჯანდაცვის მუშაკებისა და სხვა პირთა მიერ.

მითითებები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც:

• პოლიტიკისა და კანონმდებლობის შეფასების ინსტრუმენტი;

• საფუძველი ახალი პოლიტიკისა და კანონმდებლობის ფორმულირებისათვის, ან

არსებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად;

• როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, იმ მიზნით, რომ დაინტერესებულმა

მხარეებმა გააცნობიერონ, თუ რა ურთიერთკავშირი არსებობს ნარკოტიკების

კონტროლის ეროვნულ პოლიტიკასა და კონტროლირებადი მედიკამენტების

უზრუნველყოფასა და ხელმისაწვდომობას შორის.

სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს კონტროლირებადი მედიკამენტების ადვილად

ხელმისაწვდომობას, მოიცავს შემდეგს:

• კანონმდებლობის გადასინჯვა და მასში შესწორებების შეტანა;

• ხელმისაწვდომობის გაზრდის დაგეგმვა შემდეგი ქმედებებით:

წლიური მიახლოებითი მონაცემების შეკრება და სტატისტიკის შედგენა (და

მათი წარდგენა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოში);

კონტროლირებადი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინტეგრირება

ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის პოლიტიკაში;

32

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!