05.11.2014 Views

Court Monitoring Repor 2 GEO.pdf - საერთაშორისო გამჭვირვალობა ...

Court Monitoring Repor 2 GEO.pdf - საერთაშორისო გამჭვირვალობა ...

Court Monitoring Repor 2 GEO.pdf - საერთაშორისო გამჭვირვალობა ...

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დასკვნა

2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე ადმინისტრაციული საქმეებეთა მონიტორინგის დროს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით

გარკვეული გაუმჯობესებები გამოავლინა, თუმცა საქართველოს საერთო სასამართლოების

სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა.

ამ მონიტორინგის პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დადებითად

აფასებს მოსამართლეების მიერ სასამართლო სხდომების დაწყების პუნქტუალურობას, აგრეთვე

მოსამართლეების შედარებით მეტ ინიციატივას მხარეებისთვის დავის მორიგებით

დასრულების შეთავაზებისას. მოსამართლეებმა ასევე გააუმჯობესეს გადაწყვეტილების

გონივრულ ვადაში გამოტანა, ისე, როგორც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

ამასთანავე, მოსამართლეებმა გააუმჯობესეს სხდომის დაწყებამდე დავის მხარეთათვის მათი

უფლებების შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; გარდა ამისა, ისინი მხარეებს

აძლევდნენ შესაძლებლობას, სხდომის პროცესში თავისუფლად დაეცვათ თავიანთი პოზიციები.

პირველი მონიტორინგის პერიოდთან შედარებით კიდევ ერთი გაუმჯობესებაა კერძო პირთა

სასარგებლოდ დასრულებული საქმეების რაოდენობის მცირედი ზრდა. თუმცა

ადმინისტრაციულ საქმეებში სახელმწიფო მხარის წარმატების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან

მაღალია, რაც, როგორც წესი, ბადებს ეჭვს სასამართლოს არაობიექტურობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი

პრობლემაა მოსამართლეების მიკერძოებულობა მაშინდელი მმართველი ხელისუფლების

ოპონენტების წინააღმდეგ, კერძოდ, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ადმინისტრაციულ

საქმეებში, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო. მაგალითად, სასამართლომ

5 თვეზე მეტი დრო მოანდომა იმ საქმის განხილვას, რომელშიც მოპასუხედ ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იყო ჩართული. ეს აკრძალულია საპროცესო

კანონმდებლობით. სხვა საქმეში, რომელიც იმ დროისთვის მმართველი პარტიის პოლიტიკურ

ოპონენტებს ეხებოდა, მხარეს ძალიან ცოტა დრო მიეცა იმისთვის, რომ შეესწავლა საქმის

მასალები და სათანადოდ მომზადებულიყო საქმისთვის. სასამართლო ასევე აფერხებდა

მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად დასწრებოდნენ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის

მქონე სხდომებს, რადგანაც არ აქვეყნებდა ამ სხდომების განრიგებს და ირჩევდა საქმისთვის

შეუსაბამოდ მცირე ზომის სასამართლო დარბაზებს. ამასთანავე, სასამართლოს

ადმინისტრაციული პერსონალი უარს აცხადებდა, გაეცა ინფორმაცია განუსაზღვრელი დროით

გადადებული მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სხდომების თარიღისა და დროის შესახებ.

ისევე, როგორც ადრე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს მოსამართლეები,

როგორც წესი, იშვიათად იყენებდნენ ინკვიზიციურ უფლებამოსილებას, თუმცა ზოგ

შემთხვევაში, როდესაც ისინი აქტიურად იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას, აშკარად

სახელმწიფო მხარეს აყენებდნენ უპირატეს მდგომარეობაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეებში

სახელმწიფო მხარის წარმატების უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელს შეუძლია ხელი შეუშალოს

43

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!