05.11.2014 Views

Court Monitoring Repor 2 GEO.pdf - საერთაშორისო გამჭვირვალობა ...

Court Monitoring Repor 2 GEO.pdf - საერთაშორისო გამჭვირვალობა ...

Court Monitoring Repor 2 GEO.pdf - საერთაშორისო გამჭვირვალობა ...

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის

პრინციპის გამოყენებას. გარდა ამისა, ანგარიშმა გამოავლინა ტენდენცია, რომ მოსამართლეები,

როგორც წესი, განასხვავებენ რიგით და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებს.

მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში, რომლებშიც აშკარაა

სახელმწიფო პოლიტიკური ინტერესი, სასამართლო სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ

მოქმედებდა და ზღუდავდა კერძო მხარეს, რითაც არაერთ საპროცესო პრინციპს არღვევდა.

აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

საქართველოს სასამართლო სისტემას შემდეგ რეკომენდაციებს წარუდგენს:

ადმინისტრაციულ საქმეთა სხდომების გადადების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს

მოსამართლეების ერთგვაროვანი მიდგომა და გონივრული დასაბუთება, რათა მაღალი

საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე დავა არ გაგრძელდეს გაუმართლებლად

დიდხანს.

უზრუნველყოფილ იქნეს, დანიშნულზე დღეზე ადრე სხდომათა ოფიციალურ განრიგში

გამოქვყენება, ასევე დაიტერესებული მოქალაქეებისთვის სასამართლო პროცესების

ხელმისაწვდომობა და დასმწრე პირთა უფლება მოისმინონ მხარეთა არგუმენტაცია.

სასამართლოს ვებგვერდზე ან ელექტრონულ დაფებზე გამოქვეყნდეს დავის საგანი

შესაბამისი მუხლის მითითებით, რათა დაინტერესებულ პირს სასამართლო დარბაზში

შესვლამდე ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა სხდომის დროს განსახილველ საკითხზე.

სხდომის გახსნისას მოსამართლეებმა უზრუნველყონ თითოეული საქმის შინაარსის

მოკლედ აღწერა.

უზრუნველყოფილ იქნეს შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე

უარის თქმის შესახებ განჩინებების დასაბუთება.

უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ადმინისტრაციულ დავაში კერძო პირებს შესაძლებლობა

ჰქონდეთ, სრულად მიიღონ მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. ამ მხრივ

საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლის მიერ ინკვიზიციური

უფლებამოსილების გამოყენება, რადგან ადმინისტრაციულ დავებზე სახელმწიფო არ

უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას.

მოხდეს მოსამართლეების წახალისება, აქტიურად გამოიყენონ ინკვიზიციური

უფლებამოსილება სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, საჭიროების

შემთხვევაში მოსამართლეებმა უნდა მოიწვიონ/ჩააბან მესამე მხარეები, მოწმეები,

ექსპერტები საქმეში, დასვან კითხვები საქმის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის გამოკვლევის

მიზნით. მოსამართლეებმა ასევე უნდა განუმარტონ მხარეებს მათი უფლებები და ის, თუ

როგორ უნდა გამოიყენონ ეს უფლებები სხდომის ყველა ეტაპზე, აგრეთვე შესთავაზონ

მხარეებს დავის მორიგებით დასრულება. მოსამართლეების მიერ ინკვიზიციური

უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საქმეში, რომელშიც

კერძო მხარეს არ ყავს ადვოკატი/წარმომადგენელი.

44

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!