12.07.2015 Views

saqarTvelos Sromis kodeqsi

saqarTvelos Sromis kodeqsi

saqarTvelos Sromis kodeqsi

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

უნგრეთის შრომის კოდექსში ცალკე თავად არის გამოყოფილიავადმყოფობის გამო შვებულება. დასაქმებულს უფლება აქვს 10 დღეისარგებლოს ასეთი შვებულებით, რომელიც ხელფასის 75%-ისოდენობით ნაზღაურდება.შრომის ანაზღაურებალიტვისა და უნგრეთის შრომის კანონმდებლობაში ანაზღაურებისსაკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. უნგრეთის შრომისკოდექსში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ ხელფასის ოდენობა არშეიძლება იყოს სავალდებულო მინიმალური ხელფასის ოდენობაზენაკლები, რომელსაც ადგენს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისსამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის პროფესიულკავშირებთან კონსულტაციების საფუძველზე. ხელფასის პარალელურად,გათვალისწინებულია მთელი რიგი დანამატები. მაგალითისათვის, ღამისსამუშაოებზე გათვალისწინებულია 15%-იანი დანამატი ძირითადიხელფასის გარდა. უქმე ან დასვენების დღეებში 50%-იან დანამატზეასაუბარი, ხოლო ზოგიერთი გარემოებების არსებობის შემთხვევებში(როგორიცაა, მძიმე და მავნე შრომა) 100%-იან დანამატსაცითვალისწინებს. მორიგეობის შემთხვევაში 25% დანამატი ეძლევადასაქმებულს.შრომითი დავებიშრომითი დავების რეგულირება უნგრეთის შრომის კოდექსისმაგალითზე სხვადასხვა ფორმით ხდება. არსებობს შრომითი დავისგადაწყვეტის სამი ძირითადი ფორმა:1. მედიაცია;2. არბიტრაჟი;3. სასამართლო დავა.Mმედიაციის დროს მხარეები ირჩევენ ე.წ. მედიატორს, რომელიცმიუკერძოებელ და ნეიტრალურ სუბიექტს უნდა წარმოადგენდეს.არჩეული მედიატორი აწარმოებს მოლაპარაკებებს, რის შედეგადაცაკეთებს საბოლოო ანგარიშს დავის გადაწყვეტის გზების შესახებ.არბიტრაჟის შემთხვევაში კი მხარეები წინასწარ თანხმდებიან ე.წ. კერძოტიპის არბიტრაჟის შექმნის შესახებ, რომლის პროცედურებიდამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება.22

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!