12.07.2015 Views

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ძირითადი საკითხებიმეტაბოლური სინდრომი: გამოვლენა და მართვა• მეტაბოლური სინდრომი წარმოადგენს ინსულინ-რეზისტენტობის გამოვლინებას მრავლობითსისტემებში. სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს ინსულინრეზისტენტობაზე, ამდენად სინდრომის ერთი განსაზღვრება არ არსებობს.• ვინაიდან არ არსებობს მეტაბოლური სინდრომის მკაფიო დეფინიცია, შესაბამისად არ ტარდებარანდომიზებული საკონტროლო კვლევები გარკვეული გამოსავლებით.• მეტაბოლურ სინდრომის მტკიცებულებების ნაცვლად, ბრიტანეთის ჯანმრთელობისა დაკლინიკური წარმატების ინსტიტუტი (National institute of Health and Clinical Excellence – NICE)გვთავაზობს მისი კომპონენტების - ჰიპერგლიკემიის (დიაბეტი), ჰიპერლიპიდემიისა დაჰიპერტენზიის მართვას. თუმცა, ასეთი ფრაგმენტაცია იწვევს მისი წარმოშობის მიზეზიდანყურადღების გადატანას. წინამდებარე მიდგომა, არსებულ საუკეთესო მტკიცებულებებზედაყრდნობით, მეტაბოლურ სინდრომს განიხილავს, როგორც ინსულინ-რეზისტენტობისერთადერთ დარღვევას.• ინსულინ-რეზისტენტობა უმეტესად დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, რაც საკვების ჭარბადმიღებისა და ცხოვრების არააქტიური წესის შედეგია. ჭარბი წონის გარეშე ინსულინ-რეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, სავარაუდოდ,მნიშვნელოვან პრობლემებს არ გამოიწვევს.• სიმსუქნე, რომელიც ფართოდაა დაკავშირებული ცხოვრების წესთან, წარმოადგენს დისტრესსპაციენტისათვის. დიაბეტსა და კარდიო-ვასკულური დაავადებების მართვისათვის საჭიროჯანდაცვის სისტემის ხარჯებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია რისკის ჯგუფის სკრინინგიდა გამოვლენილი ინსულინ-რეზისტენტობის მკურნალობა დაავადების საბოლოო სტადიისგანვითარებამდე.რა არის მეტაბოლური სინდრომიუმარტივესი განმარტების მიხედვით მეტაბოლური სინდრომი არის კარდიოვასკულურიდაავადებების რისკ-ფაქტორების ჯგუფი, სახელდობრ:• სიმსუქნე (განსაკუთრებით აბდომინალური სიმსუქნე)• ინსულინ-რეზისტენტობა• ჰიპერგლიკემია• დისლიპიდემია• მაღალი არტერიული წნევაიგი, აგრეთვე, უკავშირდება მიკროალბუმინურიას და სისხლის კოაგულაციის, სისხლის მიმოქცევისადა სისხლძარღვთა სტრუქტურის პათოლოგიებს. თუმცა აღნიშნული განმარტების სიმარტივე სწორედ აქმთავრდება, როგორც სხვა იმგვარი კატეგორიული განმარტებების შემთხვევაში, რომლებიცსტატისტიკაში უფრო გამოიყენება, ვიდრე კლინიკურ პრაქტიკაში.ქვემოთ, მაგალითად, წარმოდგენილია მეტაბოლური სინდრომის სამი ოფიციალური განმარტება;თითოეული მათგანი მოიცავს განსხვავებულ რისკ-ფაქტორებს განსხვავებული ზღურბლითა და ამისშედეგად - პრევალენტობის განსხვავებულ მაჩვენებლებს.არსებობს მოსაზრება, რომ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 25%-ს მეტაბოლური სინდრომის აშკარანიშნები აქვს. მაჩვენებელი უფრო მაღალია კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებში, კერძოდ, აზიური დააფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მოსახლეობაში. მეტაბოლური სინდრომი კარდიოვასკულურავადობასა და მოკვდავობაზე ზეგავლენის გამო აღიქმება ჯანმრთელობის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედგანვითარებულ ქვეყნებში.ამერიკის ეროვნული ჯანმრთელობისა და კვების შეფასების კვლევა (American National Health andNutritional Examination Survey - NHANES) მეტაბოლურ სინდრომს განსაზღვრავს, თუკი სახეზეა სამი ან მეტიკრიტერიუმი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებაში ასევე შედის ჰიპერინსულინემია დამიკროალბუმინურია;13

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!