12.07.2015 Views

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

SHOW MORE
SHOW LESS
• No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

კ) აქვს სპეციფიური პასუხისმგებლობა საზოგადოების ჯანმრთელობაზე.საოჯახო მედიცინა აღიარებს, რომ მომსახურების გაწევისას პასუხისმგებელია როგორც ცალკეულიპაციენტის, ისე ფართო საზოგადოების წინაშე. იშვიათად, ეს ქმნის დაძაბულობას და იწვევს ინტერესთაკონფლიქტს, რომელიც სათანადოდ უნდა იმართოს.ლ) პაციენტის პრობლემებს მართავს მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურულიდა ეგზისტენციური განზომილებების გათვალისწინებით.დისციპლინა უნდა აღიარებდეს ყველა აღნიშნულ განზომილებას ერთდროულად, ამასთანავე,თითოეულს სათანადოდ უნდა აფასებდეს. დაავადებული პაციენტის ქცევა და თავად დაავადებისმოდელი განსხვავებულია ამ განზომილებათა გამო; ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,სათანადო ჩარევა და პრობლემის ძირითადი მიზეზის აღმოფხვრა.ზოგადი პრაქტიკა/საოჯახო მედიცინა, როგორც სპეციალობაქვემოთ მოცემულია ოჯახის ექიმის როლის განსაზღვრა, რომელიც დისციპლინის ზემოთ აღწერილმახასიათებლებს პრაქტიკოსი ექიმის კონტექსტში აქცევს და წარმოგვიდგენს იდეალს, რომლისკენაცუნდა ისწრაფვოდეს თითოეული ოჯახის ექიმი. მოცემული განსაზღვრების ზოგიერთი ელემენტიახასიათებს არა მარტო საოჯახო მედიცინას, არამედ ზოგადად ექიმის პროფესიას. ამავე დროს, ზოგადიპრაქტიკის/საოჯახო მედიცინის სპეციალობა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ყველა ამთავისებურების განხორციელება. საერთო მახასიათებლის ერთი მაგალითია ის, რომ ოჯახის ექიმსგააჩნია უნარ-ჩვევების სათანადო დონის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა; თუმცა, იგი, ზოგჯერ,იზოლირებულ გარემოში დასაქმებული ოჯახის ექიმისათვის საკმაოდ გაძნელებულია.,,ოჯახის ექიმი არის პროფესიონალი (სპეციალისტი), რომელიც მომზადდა საოჯახო მედიცინისსპეციალობის პრინციპების საფუძველზე. ის არის პირადი ექიმი, რომელიც უპირველესადპასუხისმგებელია ყველა ინდივიდუალური პაციენტის მიმართ, რომელიც ეძებს სამედიცინო დახმარებას;იგი უზრუნველყოფს უწყვეტი და ყოვლისმომცველი სამედიცინო მომსახურების მიწოდებასმიუხედავად ასაკისა, სქესისა და დაავადებისა; ზრუნავს პიროვნებებზე ოჯახის, თემისა და კულტურისკონტექსტში და ყოველთვის იცავს პაციენტის ავტონომიას. ოჯახის ექიმი, ასევე, აცნობიერებს საკუთარპროფესიულ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. პაციენტთან მდგომარეობის მართვის გეგმისშეთანხმებისას ოჯახის ექიმი ერთობლიობაში განიხილავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ,კულტურულ და ყოფით ფაქტორებს და, ამისათვის, იყენებს ხანგრძლივი ურთიერთობის პროცესშიმიღებულ ცოდნას და მოპოვებულ ნდობას. ოჯახის ექიმი ეწევა პროფესიულ საქმიანობას ჯანმრთელობისხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, მკურნალობის, მზრუნველობის ან პალიატიური დახმარებისსაშუალებით. აღნიშნულ პროცესებს ოჯახის ექიმი ახორციელებს უშუალოდ ან სხვა პროფესიონალებთანთანამშრომლობით, პაციენტის ჯანმრთელობის საჭიროებებისა და თემში არსებული რესურსებისგათვალისწინებით; საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმი ეხმარება პაციენტს აღნიშნულიმომსახურების მიღებაში. ოჯახის ექიმის პასუხისმგებლობა საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებასა დაშენარჩუნებაზე, სათანადო პერსონალური ბალანსი და სხვა ფასეულობები - წარმოადგენს პაციენტებისუსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საფუძველს”.3. ზოგადი პრაქტიკის ექიმის ფუნქციები და ძირითადი კომპეტენციების აღწერაზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის დისციპლინისა და ოჯახის ექიმის სპეციალობის დეფინიციაპირდაპირ უნდა მიუთითებდეს ზოგადი პრაქტიკოსის/ოჯახის ექიმის ძირითად კომპეტენციებს.ძირითადი ნიშნავს ესენციურს დისციპლინისათვის, ჯანდაცვის იმ სისტემის მიუხედავად, რომელშიცგამოიყენება.სპეციალობის თერთმეტი მახასიათებელი თერთმეტ უნარს უკავშირდება, რომელიც ყველა ოჯახისექიმს უნდა ჰქონდეს. მათი ურთიერთკავშირის გამო ისინი ძირითადი კომპეტენციების ექვსდამოუკიდებელ კატეგორიადაა დაჯგუფებული. ქვემოთ, თითოეული ჯგუფის (კლასტერის)ძირითადი ასპექტია აღწერილი.3.1. პირველადი ჯანდაცვის მართვამოიცავს შემდეგ უნარებს:- პაციენტთან პირველადი კონტაქტის მართვა, ჯანმრთელობის ნებისმიერი (შერჩევის გარეშე)პრობლემის გადაჭრა;9

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!