12.07.2015 Views

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

იხილეთ გამოცემის სრული ვერსია - საქართველოს საოჯახო ...

SHOW MORE
SHOW LESS
• No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საგანმანათლებლო ბაზით, კვლევებით, სამეცნიერო მტკიცებულებით და კლინიკური საქმიანობით;იგი, ასევე, პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული კლინიკური სპეციალობაა.ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის, როგორც დისციპლინის, ძირითადი მახასიათებლებიარსებობს დისციპლინის თერთმეტი მახასიათებელი; კერძოდ, საოჯახო მედიცინა:ა) ჩვეულებრივ, პირველადი სამედიცინო კონტაქტის ადგილი არის ჯანდაცვის სისტემაში, რომელიცნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის მიზნით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვისღია და შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას, მიუხედავად ასაკისა, სქესისა ან პერსონალურიგანსხვავებული ნიშნისა.,,ჩვეულებრივ” ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგ.: ძლიერი ტრავმის დროს, საოჯახომედიცინა არ წარმოადგენს პირველი რიგის კონტაქტს პაციენტისათვის, თუმცა იგი უნდა იყოს პირველირიგის კონტაქტი სხვა სიტუაციათა უმრავლესობაში. მომსახურების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითარ უნდა არსებობდეს ბარიერი და ოჯახის ექიმს უნდა შეეძლოს ყველა სახის პაციენტის მომსახურება,იქნება ის ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, მამაკაცი თუ ქალი, აგრეთვე, შეეძლოს პიროვნებისჯანმრთელობის ყველა პრობლემასთან გამკლავება.ზოგადი პრაქტიკა/საოჯახო მედიცინის პრაქტიკა არსებითი უპირველესი რესურსია. იგი მოიცავსპაციენტის საჭიროებებითა და სურვილებით განსაზღვრული საქმიანობის ფართო სპექტრს, რაც სძენს მასმრავალმხრივობას და აძლევს სპეციალობას ამ მრავალმხრივობის გამოყენების საშუალებასინდივიდუალური და საზოგადოებრივი პრობლემების მართვის პროცესში.ბ) უზრუნველყოფს ჯანდაცვის რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რაც მიიღწევა პირველადიჯანდაცვის პროფესიონალებთან კოორდინირებული მუშაობისა და სხვა სპეციალობებთანურთიერთობების მართვის შედეგად, იცავს რა პაციენტის უფლებებს საჭიროების შემთხვევაში.აღნიშნული მაკოორდინირებელი როლი მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის ხარჯთ-ეფექტიანობის ძირითადი მახასიათებელია და უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტისსპეციალისტთან საკონსულტაციოდ გაგზავნას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. სწორედმომსახურების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელთა საქმიანობის სინთეზი, ინფორმაციის სათანადოგავრცელება, მკურნალობის ორგანიზება - კოორდინირებული ერთიანობის არსებობაზე მიუთითებს.ზოგადსაექიმო პრაქტიკას შეუძლია ამ ძირითადი როლის შესრულება, თუკი სტრუქტურული პირობებიამის საშუალებას იძლევა. გუნდური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველა პროფესიონალისმონაწილეობით, მომსახურების ხარისხზე დადებითად მოქმედებს. საოჯახო მედიცინა სხვასპეციალობებთან ურთიერთობის მართვის საფუძველზე უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში,პაციენტთა მეორე დონის სათანადო მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას.დისციპლინის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა პაციენტის უფლებების დაცვა (ადვოკატირება),პაციენტის დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს არასაჭირო სკრინინგის პროცედურამ,გამოკვლევამ და მკურნალობამ; ასევე, პაციენტის გარკვევა ჯანდაცვის სისტემის სირთულეებში.გ) ავითარებს პიროვნებისადმი ცენტრისტულ მიდგომას, რომელიც ორიენტირებულიაინდივიდუალურ პაციენტზე, მის ოჯახსა და საზოგადოებაზე.საოჯახო მედიცინა ორიენტირებულია არა მხოლოდ არაპერსონიზებულ პათოლოგიებსა და,,შემთხვევებზე”, არამედ ადამიანებსა და მათი პრობლემების გადაჭრაზე ცხოვრებისეული გარემოებებისკონტექსტში. პროცესის ამოსავალი წერტილი პაციენტია და მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორაღიქვამს პაციენტი თავის დაავადებას და როგორ უმკლავდება მას. მთავარი დენომინატორი არისპიროვნება საკუთარი რწმენით, შიშებით, მოლოდინითა და საჭიროებებით.დ) იყენებს კონსულტაციის უნიკალურ პროცესს, რომელიც ყალიბდება ხანგრძლივიურთიერთობისას და ექიმისა და პაციენტის ეფექტურ კომუნიკაციას ეფუძნება.ყოველი ცალკეული კონტაქტი პაციენტსა და ექიმს შორის გარკვეული ურთიერთობის განვითარებასემსახურება; ყოველი ცალკეული კონსულტაცია წინა ურთიერთობიდან გამომდინარეობს. აღნიშნულპირადი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ოჯახის ექიმის კომუნიკაციის უნარი განსაზღვრავს, რასაცთავისთავად თერაპიული ეფექტიც ახასიათებს.7

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!