12.07.2015 Views

გადმოწერა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გადმოწერა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გადმოწერა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივიმონაცემების შესახებ.2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორცგამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულდასკვნას.3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი,გრაფიკი, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებულიექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს,როგორც ნივთიერი მტკიცებულება.5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევადაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ანარაკომპეტენტურობის გამო.6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტებისარასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს იმისთაობაზე, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია და ამ აქტს, ექსპერტიზისათვისგაგზავნილ საგნებთან ერთად, უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა.თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულსაკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვსამისთვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს,რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ასეთი ექსპერტიზისჩატარება.მუხლი 246. ნივთიერი მტკიცებულება1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისითვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზედარჩენილი კვალით, დაკავშირებულია დისციპლინური საქმის ფაქტობრივგარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.2. ნივთიერი მტკიცებულება არის დისციპლინური გადაცდომის ან ღირსეულისაქციელის იარაღი, ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი ქმედების კვალი, აგრეთვეყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დისციპლინური გადაცდომის ანღირსეული საქციელის აღმოჩენის საშუალება.3. ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს დადაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს დააღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო, თუ ამის შესაძლებლობა არარის _ გვარობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში.ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდებადამსწრეთა მონაწილეობით.მუხლი 247. ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების ოქმი, აგრეთვე სხვა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!