15.10.2018 Views

Catalogue Georgia 2018 | 2019

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

პომიდორი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ბოსტნეულს

მსოფლიო ბაზარზე. კომპანია ENZA ZADEN-ს აქვს დიდი ხნის

წარმატებული ისტორია ამ კულტურის სელექციაში. მისი

ჰიბრიდების ასორტიმენტი წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი

ტიპებით, რომელთა შორისაა მსხვილნაყოფა წითელი და

ვარდისფერი, მტევნის, ჩერი და სხვა პომიდორები. სელექციის

ძირითადი მიმართულებაა მსხვილნაყოფა წითელი პომიდორი

პლასტიკურ საფარიან სათბურებში მოსაყვანად, რაშიც კომპანია

ტრადიციულად ძლიერია. ახალი ჰიბრიდების შექმნისას,

მაღალმოსავლიანობისა და დაავადებებისადმი გამძლეობის გარდა,

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პომიდორის ისეთ თვისებებს,

როგორიცაა გემო, ფერი, ნაყოფის ზომა, გამძლეობა დასკდომის

მიმართ, ადრეული სიმწიფე და პლასტიურობა. აღმოსავლეთ

ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვარდისფერი

პომიდორის ჰიბრიდები. კომპანია ინტენსიურად მუშაობს ამ

მიმართულებით და პირველი კომერციული ვარდისფერნაყოფიანი

ჰიბრიდები უკვე წარმოდგენილია მის ასორტიმენტში.

მომხმარებლებში იმატა მოთხოვნილებამ მტევნის, მსხლისებური,

ყვითელი და ჩერის ტიპის პომიდორზე. ენზა ზადენი წარმოადგენს

ამ ტიპის პომიდვრების მაღალხარისხოვან ჰიბრიდებს, რომლებიც

ადაპტირებულია დახურულ გრუნტში საწარმოებლად. კომპანიის

ასორტიმენტში ღია გრუნტისათვის ფართოდაა წარმოდგენილი

მაღალი გამძლეობის ჰიბრიდები ყველაზე საადრეოდან ყველაზე

საგვიანოს ჩათვლით. სელექცია ძირითადად სამი მიმართულებით

მიმდინარეობს: მრგვალი წითელი, ვარდისფერი და მსხლისებური

პომიდორი. სელექციური პროგრამის წარმატებას ადასტურებს ის

ფაქტი, რომ ჰიბრიდი ლოჯეინ F1 ბოლო წლების მანძილზე უდავო

ლიდერია მრგვალი წითელი პომიდორის სეგმენტში ღია გრუნტში

საწარმოებლად. ენზა ზადენის ჰიბრიდები წარმატებით იყიდება

მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

პომიდორი

ინდეტერმინანტული პომიდორი პლასტიკურსაფარიანი

სათბურებისთვის

წითელი მსხვილნაყოფა პომიდორი

ბელფორტი F1 | Bellfort

საერთო მახასიათებლები:

• მცენარე:

ვეგეტატიური, კარგი ზრდის უნარით, მოკლე მუხლთშორისებით

• მტევნის განვითარება: თანაბარი მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, ძლიერი მტევანი,

ჩატეხვების გარეშე

• ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, წახნაგების გარეშე

• ნაყოფის წონა: 220-250 გრ

• ნაყოფის ფერი: მუქი წითელი ლამაზი ელფერით

უპირატესობა:

ბელფორტი F1 -ს აქვს საადრეო მოსავლის მასიური, ერთიანი მოცემის უნიკალური უნარი.

მაღალი ტემპერატურის დროს ინვითარებს სრულ მტევნებს. აქვს მოკლე მუხლთშორისები,

რაც იძლევა მისი მოყვანის საშუალებას როგორც მაღალ, ასევე დაბალ პლასტიკური საფარის

სათბურებში. მუქი წითელი, მაგარი, მცირე წაგრძელების მომრგვალო ფორმის ნაყოფები

გამოირჩევიან კარგი ტრანსპორტაბელურობით და შესანიშნავი სასაქონლო სახით.

დამატებით უპირატესობას იძლევა ნაყოფის მაღალი გემური თვისებები, რითაც არ

ჩამორჩება ვარდისფერნაყოფიან პომიდვრებს. რეკომენდებულია როგორც

გრძელვადიანი, ასევე პირველი და მეორე ბრუნვის პირობებში მოყვანისათვის.

აგილისი F1 | Agilis

საერთო მახასიათებლები:

• მცენარე:

გენერატიული, ღია ტიპის, ძალიან მოკლე მუხლთშორისებით

• მტევნის განვითარება: ერთდროულად რამოდენიმე მტევნის თანაბარი განვითარება

• ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, წახნაგების გარეშე

• ნაყოფის წონა: 210-240 გრ

• ნაყოფის ფერი: ინტენსიური წითელი შეფერილობა

უპირატესობა:

ახალი საადრეო ჰიბრიდი, გამოირჩევა ადრე მსხმოიარობისა და მსხვილნაყოფიანობის

შესანიშნავი თანხვედრით.

გამოსადეგია მოკლე პირველი და მეორე ბრუნვისათვის. კომპაქტური მუხლთშორისების

გამო ძალიან მოსახერხებელია მოსავლელად, აქვს საუკეთესო შედეგები როგორც მაღალ,

ასევე დაბალპლასტიკურსაფარიან სათბურებში, ნაყოფები გლუვია, არ სკდება, ბოლოში

მცირე წანაზარდით.

ბელფორტი F1 | Bellfort

აგილისი F1 | Agilis

6 | Enza Zaden

Enza Zaden | 7

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!