15.10.2018 Views

Catalogue Georgia 2018 | 2019

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მწვანილეულ-სანელებლები

ქინძი

რუკოლა

ტრიცია | Tricia

რუკოლას ახალი, სწრაფად მზარდი ჯიში. ინვითარებს ფოთლების ვერტიკალურად

წამოწეულ როზეტს. დამახასიათებელია დიდი ზომის ფოთლები. მცენარის მაღალი

გათანაბრებულობა. გამძლეა პერენოსპოროზის მიმართ. რეკომენდებულია მთელი წლის

მანძილზე მოსაყვანად ღია და დახურულ გრუნტში. განკუთვნილია ნედლი პროდუქციის

ბაზრისა და გადამუშავებისათვის.

მარინო | Marino

ქინძი ძლიერ დანაკვთული, დაკბილულ კიდეებიანი ფოთლებით და წვრილი

ღეროებით. შედარებით გამძლეა აყოჩების მიმართ. შესაძლებელია მისი მოყვანა

მაღალი ტემპერატურის დროს. მთელი სეზონის მანძილზე ღია და დახურულ გრუნტში

საწარმოებლად.

მარინო | Marino

ოხრახუში

იტალიური გიგანტი | Gigante d’Italia

გლუვფოთლებიანი ოხრახუშის ცნობილი მაღალმოსავლიანი ჯიში. მსხვილი,

საშუალოდ გაპობილი მუქი მწვანე ფოთოლი. ახასიათებს სწრაფი ზრდა. ძლიერი

სასიამოვნო არომატი. გამოიყენება მთელი წლის მანძილზე ღია და დახურულ გრუნტში

საწარმოებლად.

გრაცია | Grazia

რუკოლას ჯიში, რომელსაც ახასიათებს ფოთლების მუქი მწვანე შეფერვა, მცენარის

ერთგვაროვნება და კომპაქტურობა. ფოთლები ლამაზად დაჭრილი უსწორმასწორო

კიდეებით. მცენარე შესანიშნავია კონაშიც და როზეტშიც. მოსავლის აღების შემდეგ

ფოთლები დიდხანს ინარჩუნებენ სინედლეს. გააჩნია მაღალი გამძლეობა აყოჩების მიმართ.

განკუთვნილია ნედლად მოსახმარად და სამრეწველო გადამუშავებისთვის.

გრაცია | Grazia

ვეგა | Wega

გოლდკროუნი | Goldkrone

ვეგა | Wega

ხუჭუჭა ოხრახუშის ახალი ჯიში. ვერტიკალურად მზარდი მცენარე მოკლე ღეროებით.

მცენარის მაღალი თანაბრობა. დიდხანს ინარჩუნებს შესანიშნავ სასაქონლო სახეს.

გამოიყენება მთელი წლის მანძილზე ღია და დახურულ გრუნტში საწარმოებლად.

განკუთვნილია ნედლი პროდუქციის ბაზრისა და გადამუშავებისათვის (შრობა).

კამა

გოლდკროუნი | Goldkrone

ტეტრაპლოიდური ჯიში, რაც უზრუნველყოფს მოსავლის მაღალ პოტენციალს და

აყოჩებისადმი გამძლეობას ცხელი ამინდის პირობებშიც კი. ფოთოლი წვრილად

გაპობილია, მუქი მწვანე ფერისაა, საშუალოდ გამოკვეთილი ცვილისებური ნაფიფქით.

რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე საწარმოებლად ღია და დახურულ გრუნტში.

გრინ სლივი | Green Sleeves

საადრეო საიმედო ჯიში წვრილად გაპობილი, მუქი მწვანე ფოთლებით.

რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე მოსაყვანად ღია და დახურულ გრუნტში

მწვანილის სწრაფად მოსაყვანად. სხვა ჯიშებთან შედარებით ინვითარებს ფოთლების

მასის დიდ მოცულობას.

ტანაცია | Tanazia

ტრიციის ტიპის ახალი პროდუქტიული და სიცივისადმი გამძლე ჯიში. ახასიათებს

აყოჩების მიმართ გამძლეობა საგაზაფხულო და საშემოდგომო წარმოების დროს. კარგად

ინახება მოსავლის აღების შემდეგ.

კოლტივატა | Coltivata

სასალათე ან ბაღის რუკოლას სწრაფადმზარდი, მაღალპროდუქტიული ჯიში. ინვითარებს

ოვალური ფორმის მსხვილ ფოთლებს. რეკომენდებულია მთელი წლის მანძილზე

მოსაყვანად ღია და დახურულ გრუნტში. განკუთვნილია ნედლად მოსახმარად და

სამრეწველო გადამუშავებისთვის.

მანგოლდი (ჭარხლის ფოთოლი)

რუბინოა | Rubinoa

მანგოლდის ახალი ჯიში. ინვითარებს მუქი მწვანე, საშუალოდ დაბუშტული ფოთლების

მოცულობით როზეტს. განკუთვნილია ნედლად მოსახმარად და გადამუშავებისთვის.

მჟაუნა (ღოლო)

ბელვილი | Belleville

მჟაუნას საიმედო და გამოცდილი ჯიში. ტრადიციულად გამოიყენება ნედლი სახით

მოსახმარად და სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. ინვითარებს ნაზი, მწვანე ფოთლების

მსხვილ როზეტს.

კოლტივატა | Coltivata

რუბინოა| Rubinoa

74 | Enza Zaden

Enza Zaden | 75

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!