11.07.2015 Views

საქართველოს შრომის კოდექსი

საქართველოს შრომის კოდექსი

საქართველოს შრომის კოდექსი

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თავი IXშრომითი ურთიერთობის შეცვლა, შეჩერება და შეწყვეტამუხლი 36. შრომითი ურთიერთობის შეჩერება1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულისამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:ა) გაფიცვა;ბ) ლოკაუტი;გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო,პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილისშვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება,რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამარა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 50 კალენდარულ დღეს;კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაცწელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;მ) ანაზღაურებადი შვებულება.3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა „ბ“ქვეპუნქტისა) შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელივალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს.4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობითან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო,პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება ანაზღაურდება სახელმწიფობიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.6. შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.მუხლი 37. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია:ა) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;გ) ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;დ) შრომითი ხელშეკრულების მოშლა;ე) მხარეთა შეთანხმება;ვ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოსშესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;10

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!