04.04.2015 Views

5.0 მოსალოდნელი ზემოქმედება ბუნებრივსა და სოცია

5.0 მოსალოდნელი ზემოქმედება ბუნებრივსა და სოცია

5.0 მოსალოდნელი ზემოქმედება ბუნებრივსა და სოცია

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

შავი ზღვის რეგიონალური ელექტროგადაცემის პროექტის ბსგზშ

უნდა შეფასდეს მთლიანი ზემოქმედების შესწავლით.

ტყის ხანძრები. ხაზის ქვემოთ მცენარეული საფარის უკონტროლო ზრდამ, ან

მშენებლობის/ტექ. მომსახურების დროს მოჭრილი ხეების დატვებამ დერეფნის

ფარგლებში შესაძლოა ხელი შეუწყოს ხანძარს. დერეფნის ფარგლებში საჭიროა

მცენარეული საფარის რეგულარული კონტროლი (6-8 წელიწადში ერთხელ), რათა არ

დაზიანდეს საჰაერო გადამცემი ხაზები და ანძები. მცენარეთა კონტროლი აუცილებელია,

რადგანაც მაღალი ხეების უკონტროლო ზრდამ და მცენარეულობის სიუხვემ შესაძლოა

გამოიწვიოს ელექტროენერგიის შეწყვეტა თუ ტოტები და ხეები შეეხება ძაბვის ქვეშ მყოფ

ხაზებს; ამან შეიძლება გამოიწვიოს ტყისა და ბუჩქნარის აალებაც, ფოლადის

აღჭურვილობის კოროზია და ხელი შეუშალოს დამიწების მოწყობილობის მუშაობას.

ტყის ხანძარი ასევე მოსალოდნელია სამშენებლო და ტექ. მომსახურების სამუშაოებისას,

თუ მუშახელი უყურადღებოდ მოექცევა აალებად მასალებსა და საწვავს.

დერეფანში არსებული ტყის ეკოსისტემა ხანზძრის მიმართ განსაკუთრებით

სენსიტიურია, რადგანაც ამ ტერიტორიას ახასიათების ხანძრის მაღალი რისკი. რადგანაც

პროექტით მოცული ტყის ჰაბიტატები ხანძრის მაღალი რისკის მატარებელია, ხანძრის

ალბათობის შესამცირებლად განხორციელდება შემარბილებელი ზომები.

ინვაზიური და ეგზოტიკური სახეობები. ფლორის უცხო ან არაადგილობრივი

სახეხობების განზრახ ან შემთხვევით შეტანა იმ ადგილებში, სადაც ისინი ჩვეულებრივ არ

იზრდება, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ბიომრავალფეროვნებას, რადგანაც

ზოგიერთი უცხო სახეობა ინვაზიური შეიძლება გახდეს, თუ სწრაფად გავრცელდა და

განდევნა ადგილობრივი სახეობები.

დერეფანში ტყით დაფარული ჰაბიტატების გაკაფვა ჰაბიტატის ტიპის ერთადერთი

მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. მცენარეული საფარის მოცილების შემდეგ გრუნდი

ბუნებრივად დაიფარება ადგილობრივი და არაადგილობრივი სახეობებით. რადგანაც

არსებობს ტყის ჰაბიტატებში ინვაზიური ეგზოტიკური სახეობების შეტანის რისკი,

გამოყენებული იქნება შემარბილებელი ზომები, რომლებიც შეამცირებს ინვაზიური

სახოებების კოლონიზაციასა და გავრცელებას.

5.1.5.2 ზემოქმედება წყლის ჰაბიტატებზე

სამშენებლო და ტექ. მომსახურების დამუშაოები სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს

ნაკადულების, ზედაპირული წყლის ობიექტებისა და გრუნტის წყლების ხარისხზე; ამან

კი შესაძლოა გავლენა მოახდინოს წყლის ადგილობრივ ჰაბიტატებზე და მდინარის ქვემო

დინებაში არსებულ ბიოტაზე, საზოგადოებებსა და სათევზე მეურნეობებზე. წყლის

189

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!