01.03.2015 Views

სასურსათო ვაჭრობის საწარმოების - momxmarebeli.ge

სასურსათო ვაჭრობის საწარმოების - momxmarebeli.ge

სასურსათო ვაჭრობის საწარმოების - momxmarebeli.ge

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ირეცხებოდეს კალცინირებული სოდის 1-2%-იანი თბილი (45-50 0 C) ხსნარით, ან სხვა სარეცხი

საშუალებებით. მათი თბილი წყლით შემდგომი გამოვლებით.

15. სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსების დასალაგებელი ინვენტარი (ჯამი, ვედრო, ჯაგრისი

და სხვა) უნდა იყოს მარკირებული, მხოლოდ ერთი სათავსისათვის განკუთვნილი და ცალკე

ინახებოდეს მათთვის სპეციალურიად გამოყოფილ დახურულ კარადებში და კედლის

ნიშებში.

16. გასაცივებელი საკნების, მაცივარ-კარადების, გასაცივებელი და სავაჭრო ვიტრინების,

დახლების, თაროების დასასუფთავებელად უნდა არსებობდეს ცალკე ინვენტარი, რომელსაც

ექნება შესაბამისი მარკირება.

IX. სანიტარიული მოთხოვნები საკვები პროდუქტების მიღებისა და

შენახვისადმი

1. ვაჭრობაში სარეალიზაციო საკვებ პროდუქტებს, სასურსათო ნედლეულს უნდა გააჩნდეს

დამამზადებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებულია

მათი ხარისხიანობა. იგივე მოთხოვნები წაეყენება იმპორტულ პროდუქციას. საკვები

პროდუქტებისა და სასურსათო ნედლეულის რეალიზაცია ზემოთ ჩამოთვლილი

დოკუმენტების არსებობის გარეშე დაუშვებელია. მალფუჭებადი პროდუქტების თანმხლებ

დოკუმენტში დამატებით უნდა მიეთითოს პროდუქციის გამო-შვების თარიღი და საათი,

შენახვისათვის საჭირო ტემპერატურა, რეალიზაციის საბოლოო ვადა.

2. სასურსათო ვაჭრობის საწარმოში შემოსული საკვები პროდუქტების ხარისხი მოწმდება

საქონელმცოდნის, საწყობის გამგის, მატერიალური პასუხისმგებლობის მქონე პირის, გამგისა

და საწარმოს დირექტორის მიერ. პროდუქტების მიღება წარმოებს თანმხლები საბუთების

შემოწმებით, შეფუთვის ხარისხის დადგენით, საკვები პროდუქტების ტარაზე (შეფუთვაზე)

არსებული მარკირებისა და მონაცემთა შესაბამისობის დადგენით.

3. დოკუმენტების სპეციალური სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დარღვევების გამოვლენის

შემთხვევაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები ატარებენ საკვები

პროდუქტების ჰიგიენურ ექსპერტიზასაც. არასტანდარტული ან უხარისხო, გაფუჭებული

პროდუქტების ექსპერტიზა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო

კომპეტენტურობას, ტარდება საქონელმცოდნის ან ხარისხის ინსტრუქტორის მიერ.

4. საწარმოში შემოსული მალფუჭებადი ან განსაკუთრებით მალფუჭებადი საკვები

პროდუქტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სამაცივრო მოწყობილობების ტევადობას.

5. საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალა უნდა იყოს გამძლე, სუფთა, მშრალი,

დაუზიანებელი, არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი.

6. სასურსათო ვაჭრობის იმ დაწესებულებებს, რომელთაც არ გააჩნიათ სამაცივრო

დანადგარები, ეკრძალებათ მალფუჭებადი ან განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების

მიღება, შენახვა და რეალიზაცია. მალფუჭებადი და განსაკუთრებით მალფუჭებადი საკვები

პროდუქტების სამაცივრო პირობებში შენახვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა მარტო

სასაწყობო სათავსში, არამედ გაყიდვის ადგილზეც.

7. მალფუჭებადი პროდუქტის ყოველ შეფუთულ პარტიას უნდა ახლდეს დოკუმენტი შენახვის

ტემპერატურისა და რეალიზაციის საბოლოო ვადის მითითებით.

8. რელიზაციის ვადის გასვლამდე დოკუმენტი (ეტიკეტის, იარლიყის) შენარჩუნება

აუცილებელია.

10

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!