07.11.2017 Views

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს.
Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ყოფილი ტელევიზიის შენობა

ყოფილი უშიშროების შენობა

მინდა ახლაც ისე გამოიყურებოდეს და ისეთივე

აღფრთოვანებით წერდნენ ჩემს ქალაქზე, როგორც

ნიკოლაძის პერიოდში: „ჩავჯექი ვაგონში და ხუთი

საათის შემდეგ ჩემს თვალებს გადაეშალა მოხდენით

ფოთი, ზღვა და ფართო რიონი. საოცარი ცვლილებაა!

ფოთი ათი წლის წინათ და ფოთი ახლა. ფოთი

ცივებ-ჭაობის და მილიარდ ბაყაყთა ყოფილი ბუნაგი,

ფოთი აზიელი, წუმპეტალახიანი, უფულო და

მივიწყებული და ფოთი ახლა, საქონლით სავსე, პორტის

მქონე, მრავალ გემთა საყუდელი, ფოთი ტკეცილი

გზებით, ფოთი ელექტრონით გაშუქებული, ფოთი

ევროპული და მილიონების ჩამთქმელი...

ვინ ჩაიდინა ეს სასწაული? ვინ აღადგინა

მკვდარი? ვინ ჩაუდგა ამ ქალაქს სული? ნიკოს საარაკო

მხნეობამ მხოლოდ აქ მოიპოვა ნოყიერი საზრდო; მისმა

მაღალმა ნიჭმა მხოლოდ აქ გაშალა ფრთა და

გაინავარდა თავისუფლად. აქ შემშლელი და მოჩხიკინე

არავინ ჰყავს; აქ ყველანი მორჩილობენ; აქ ყველას

სწამს ქალაქის მოურავის ცოდნა, ნიჭი და ენერგია.

სწორედ აქ შეადგინა ნიკომ დიდი გეგმა ფოთის

განახლებისა;

აქ შეუდგა პორტის კეთებას, ჭაობის დაშრობას

და ხალხით დასახლებას. აქედან უწვდის ხელს და

გამოაქვს ხაზინიდან მილიონები ფოთში დასახარჯად,

ფოთის აღსადგენად, გამოაქვს ფული იმისთანა დროსაც

კი, როცა თვით მთავრობას მეტად სჭირდება. მაგრამ

რაფრად და რა საშუალებით ახდენს ეს კაცი იმ

სასწაულს, ეს ჩვენთვის საიდუმლოა... ნამდვილი მხო-

ლოდ ისაა, რომ მან გაუკეთა ფულს უხილავი ღარი

ფოთისკენ და მოთქიშინებს პეტრეს ქალაქიდან ოქროს

ნაკადული.“ ( „ივერია“ № 282, 1904 წელი )

მინდა მჯეროდეს, რომ სულ მალე ამოქმედდება

ნიკოლაძის საათი და შენელებული მაჯისცემაც განახლ-

დება. ღვაწლმოსილი ადამიანები საუკუნეების მანძილზე

ქმნიდნენ ქალაქის ბიოგრაფიას. ვალდებულნი ვართ,

ვიცოდეთ საკუთარი ქალაქის ისტორია! გვიყვარდეს და

გავუფრთხილდეთ მის წარსულს, რადგან აწმყოს,

რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი გააჩნია.

აკაკი ბერიაშვილი

აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის I

საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

მათ შექმნეს ეპოქა...

ეპოქა…. მაინც როგორ ქმნიან ადამიანები მას? ან

ვინ ქმნის? ეპოქას ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის

გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული კაცობრიობის

ნაწილი ქმნის, ქმნიდა და შექმნის… სხვაგვარად არ

გამოვა, ეს ჩვენ მიერ დაწესებული კანონზომიერებაა და

მას ვერ გავექცევით.

ყველა ქალაქს ჰყავს თავისი რჩეული. არც ჩემი

ქალაქია გამონაკლისი. საბედნიეროდ, ბევრი გამოჩენილი

ადამიანის სახელი უკავშირდება ფოთს. ამჯერად, ყურად-

ღებას შევაჩერებ ორ მათგანზე. ადამიანები, რომლებზეც

ვისაუბრებ სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ

საქმეს ემსახურებოდნენ დიდი სიყვარულით, პასუხის-

მგებლობითა და პროფესიონალიზმით.

ძნელია, ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებ-

თანაც პირადი ურთიერთობა არ მაკავშირებს. ამ

სირთულეს თავი იმ ადამიანთა დახმარებით გავართვი,

რომლებიც მათ იცნობდნენ, მათთან ურთიერთობდნენ.

მათმა ნაამბობმა საშუალება მომცა, ვრცლად

მესაუბრა დიდებულ პიროვნებებზე. პირველი, მე-19 საუკუნის

დასასრულს მოღვაწეობდა ქალაქ ფოთში, მეორე - 21

საუკუნის მსოფლიო მასშტაბის კარდიოქირურგია.

ექიმი კონსტანტინე მიქაბერიძე ნიკო ნიკოლაძის

თანამედროვეა. იგი ფოთის სამხედრო ჰოსპიტალში მაშინ

გაამწესეს, როცა ქალაქს დიდი უბედურება დაატყდა თავს

- ჯერ ადიდებულმა რიონმა დატბორა ფოთის ქუჩები,

შემდეგ ქალაქის ცენტრში ხანძარმა იფეთქა... ამ

მოვლენებმა ქალაქი ძლიერ დააზარალა. კონსტანტინე

მიქაბერიძის სახელი პირველად მაშინ გავიგე, „ბილივის“

ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ფოთის არქიტექტურულ

ძეგლებს რომ ვსწავლობდი.

ალბათ, ბევრმა იცის მისი საცხოვრებელი სახლი

აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ნიკოლაძის დროს ქალა-

ქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები

წყდებოდა.

8

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!