07.11.2017 Views

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს.
Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ზურაბ

ჟვანია

რაგბის თამაში 11 წლის ასაკში, მშობლიურ

ფოთში დაიწყო, 18 წლის იყო, როცა ქუთაისის რაგბის

კლუბ „აიაში“ გადავიდა სათამაშოდ, რომელიც ცუდად

ახსენდება: რუსებთან წააგეს თამაში... წარმატებებიც

მალევე დაიწყო: 19 წლამდე ნაკრები ევროპის

ჩემპიონები გახდნენ, შემდეგ 20 წლამდე ნაკრებში 2

წელი ითამაშა. ქუთაისში თამაშმა დიდი გამოცდილება

მისცა, რაც ტრამპლინი აღმოჩნდა და მალევე საფრან-

გეთში გადავიდა სათამაშოდ.

რაგბის თამაშის პირველი დღეც კარგად

ახსოვს: ფოთის მეორე სკოლის სპორტდარბაზში, მაშინ

ზამთარი იყო და ვარჯიშები იქ ტარდებოდა.

სანამ რაგბიზე შევიდოდა - ძიუდოზე დადიოდა.

ჭარბწონიანი იყო და ჩემპიონატებზე 15-20 წლის

ბიჭებთან უწევდა შეჯიბრი, რაც, მისდა სამწუხაროდ,

მისივე კრახით სრულდებოდა. გული აუცრუვდა ჭიდაო-

ბაზე, შემდეგ მამის მეგობარმა რაგბიზე მიიყვანა და

სწორედ ამ დროიდან „მოიწამლა“ რაგბით.

რომ არა მორაგბე, ალბათ მოჭიდავე იქნებოდა;

კუმირი არ ჰყავს და ამაყობს იმით, რომ ბავშვობისას

ვის თამაშსაც უყურებდა, ახლა მათთან ერთად ან მათ

წინააღმდეგ უწევს თამაში;

მომავალ ცხოვრებას, უფრო სიბერეს, ბიზნესში

ხედავს, თუმცა წინასწარ საუბარი არ უყვარს, ამბობს,

რომ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს;

თვლის, რომ საქართველო მსოფლიო სტანდარტებს

უტოლდება და ყველა ის პირობა გვაქვს შექმნილი,

რომ მსოფლიო დონის მორაგბეებად ჩამოყალიბდნენ;

თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად

ატარებს;

უნდა, რომ ცხოვრების ძირითადი დრო რაგბის

დაუთმოს და ითამაშოს დიდი ხანი, თუ ჯანმრთელობა

ხელს შეუწყობს;

მისთვის ბოლო კვირა რომ იყოს, ოჯახთან და

საყვარელ ადამიანებთან გაატარებდა;

ოჯახის და სპორტის შეთავსებას კარგად ახერხებს,

მეუღლე ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს,

რაც შეეხება შვილს - ის დიდი სტიმულია მის

კარიერაში;

კითხვაზე, თვლის თუ არა თავს წარმატებულ

მორაგბედ - პასუხისგან თავს იკავებს, ურჩევნია სხვამ

შეაფასოს, რადგან საკუთარ თავზე საუბარი არ

უყვარს;

უნივერსიტეტი საბანკო-საფინანსო მიმართულებით

დაამთავრა, სკოლის პერიოდში სწავლით არ გამოირ-

ჩეოდა, ხოლო ერთადერთი რამ, რის გამოც კარიერას

დათმობდა - მისი ოჯახია.

რაგბის პარალელურად სიმღერაც უყვარს, მოყვარულის

დონეზე კარგად მღერის.

და ბოლოს, როგორც წარმატებული მორაგბე: დამწყებ

ფოთელ მორაგბეებს და არა მხოლოდ - ურჩევს, რომ

რაც შეიძლება ბევრი იშრომონ, საკუთარ თავზე იმუშაონ

და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ...

გურამ შეროზია

მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ფეხბურთთან შედა-

რებით არც ისე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა,

მაინც უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს;

27

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!