07.11.2017 Views

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს.
Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ნიუ-ორკში ცხოვრებამ მასწავლა ცვლილებებთან

შეგუება, გამხადა მადლიერი და, ამავე დროს, შემაყვარა

ჩემი სამშობლო. საქართველოში რომ ვცხოვრობდე,

ალბათ, ჩემი სამშობლოს მიმართ სიყვარული არ

იქნებოდა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის.

ვფიქრობ, საჭიროა შორიდან დახედო ან არ გქონდეს

რამე, იმისათვის, რომ ის სათანადოდ დააფასო.

შენნაირი ახალგაზრდები ძალიან სჭირდება ჩვენს

ქვეყანას და მითუმეტეს, ჩვენს ქალაქს. აპირებ თუ არა

ფოთში დაბრუნებას?

მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, როცა

უნივერსიტეტს დავამთავრებ, ხოლო სად ვიცხოვრებ,

ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. იმედი მაქვს, შევძლებ

დადებითი გავლენის მოხდენას ფოთზე.

რა ან ვინ დაგეხმარა წარმატების მიღწევაში, როგორ

ფიქრობ, შეძლებდი თუ არა საკუთარი თავის რეალი-

ზებას, საქართველოში რომ დარჩენილიყავი თუ აშშ-მ

მოგცა ამის შანსი?

მშობლები არიან ჩემი ყოველი პატარა წარმატების

მიღწევის მიზეზი. ისინი მხარს მიჭერენ მუდამ.

მადლობელი ვარ, რომ ჩემი და ჩემი დის მომავლის

გამო, მათ თავიანთი ცხოვრება საქართველოში დატოვეს

და ასეთ დიდ რისკზე წამოვიდნენ. ჩემთვის ისინი არიან

მისაბაძი ადამიანები. ვფიქრობ, რომ გარემოს ძალიან

დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. ძალიან მნიშვნელოვანი

იყო, ჩემი თავის რეალიზაციისთვის ნიუ-ორკში

ცხოვრება. აქაური ყოფა გაიძულებს შენს თავში

დარწმუნებული იყო, რათა მიაღიო წარმატებას.

და ბოლოს, რას ურჩევთ ჩვენი ქალაქის ახალგაზრდებს?

მე მიყვარს ფოთის ახალგაზრდობა. მხიბლავს მათი

წყურვილი განათლების, მათი მიზანდასახულობა და

მონდომება. მიყვარს მათი სითბო და მეგობრობა. მე

ვუჩევ, რომ ჰქონდეთ დიდი ოცნებები და არ შეცვალონ

ისინი, იმის მიუხედავად, რაოდენ აბსურდულადაც არ

უნდა ჟღერდეს. პირიქით, ვიბრძოლოთ მანამ, სანამ

რეალობად არ ვაქცევთ მათ. გავაბრწყინოთ ჩვენი

პატარა ქალაქი, ჩვენი საყვარელი ფოთი...

ლაშა

ჭოჭუა

ლაშა ჭოჭუა 2013 წლიდან ბილეფელდის უნივერსიტეტის

დოქტორანტია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელო-

ბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის

ხარისხი ეკონომიკის განხრით. ასევე, აქვს კარლოს

მესამის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი

ეკონომიკური ანალიზის განხრით. ის აქტიურად მოღვა-

წეობს გერმანიაში, ასევე, არის მოწვეული ლექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის

ბიზნეს სკოლაში.

პირველ რიგში, მაინტერესებს, რას საქმიანობთ დღეს და

რამდენი ხანია იმყოფებით საზღვარგარეთ?

ოთხი წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ და სადოქ-

ტოროს დასრულების ბოლო ეტაპზე ვარ. შესაბამისად,

ჩემი საქმიანობის დიდ ნაწილს შეადგენს სამეცნიერო

საქმიანობა. გერმანიაში წამოსვლამდე ორი წელი

ესპანეთში ვიცხოვრე, სადაც მაგისტრატურა დავამთავრე.

რა მიზეზით გადაწყვიტეთ წასვლა?

წასვლის ძირითადი მიზეზი იყო კონკურენტუნარიანი

განათლების მიღება. სამწუხაროდ, სწავლების მაღალ

საფეხურზე, ვგულისხმობ სამაგისტრო და სადოქტორო

სწავლების საფეხურებს, საქართველოში კარგი განათ-

ლების მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

როგორ მოახერხეთ უცხო გარემოში ადაპტირება,

თვითრეალიზაცია და გერმანიაში დამკვიდრება?

სიტყვა „უცხოს“ ქართულ რეალობაში დღემდე მნიშვნე-

ლოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ქართული საზო-

გადოება დღემდე რჩება ჩაკეტილი ტიპის საზოგა-

დოებად. დასავლურმა ცივილიზაციამ დაძლია „უცხოს“

შიში. შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნებში გარემოსთან

ადაპტირება მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოად-

გენს. მიუხედავად გერმანული ენის არცოდნისა, აქ

ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მქონია ადაპტირების

პრობლემა. თვითრეალიზაციას რაც შეეხება, კონკურენტ-

უნარიან გარემოში ადამიანს უამრავი შესაძლებლობა

აქვს განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის.

დამკვიდრების შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. წინ

მაქვს პერიოდი, როცა ჩემი სამეცნიერო სტატიებით

კონკურენციას გავუწევ სხვადასხვა უნივერსიტეტის

დოქტორებს სამუშაო ადგილისთვის და შრომის ბაზარი

გამცემს საბოლოო პასუხს.

ბატონო ლაშა, დამეთანხმებით, წარმატებისაკენ სავალი

გზა ძალიან რთულია და თან მრავალი დაბრკოლება

ახლავს. თქვენ რა პრობლემებს გადააწყდით და რა

დაგეხმარათ მათ მოგვარებაში?

22

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!