07.11.2017 Views

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს.
Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

–როგორია თქვენი გეგმები?

–მთელ ჩემს დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ვუთმობ.

ვცდილობ, ახალგაზრდებს მუსიკა შევაყვარო. განსაკუთ-

რებით ჩვენი, ეროვნული. ქართველი კომპოზიტორების

მუსიკა. ისეთი დიდი შემოქმედების ნაწარმოებები,

როგორებიც იყვნენ: რევაზ ლაღიძე, არჩილ კერესე-

ლიძე, გიორგი ცაბაძე. ძალიან მინდა, რომ ფოთში

სამუსიკო სასწავლებელი გაიხსნას, რომ მუსიკალურ

განათლებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სკო-

ლებში. შეიქმნას კაპელა, რომელიც პოპულარიზაციას

გაუწევს როგორ ქართულ, ისე უცხოურ მუსიკას. ადრე

მუსიკალურ სკოლაში სწავლა პრესტიჟული იყო.

გვყავდა კამერული მუსიკის ანსამბლიც. ახლა კლასი-

კური მუსიკისადმი ინტერესმა ქალაქში იკლო. მინდა,

რომ ახალმა თაობებმა ეს მდგომარეობა შეცვალონ.

ქალბატონო ნანი, მე მარიამი ვარ, 17 წლის.

კარგად მახსოვს, მშობლებმა წამიყვანეს კონცერტზე,

სადაც თქვენ იმღერეთ. თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა

ახლაც ყურში ჩამესმის. მაშინ კიდევ ერთხელ ვირწმუნე,

რომ მუსიკას შეუძლია მომაკვდავს სიცოცხლე გაუხან-

გრძლივოს, მშიერი დააპუროს, მწყურვალს პეშვით

წყალი შეასვას, განძარცვული შემოსოს, სნეული

განკურნოს. კიდევ? მუსიკას შეუძლია ცხოვრება უთვალავ

ფერში დაგვანახოს, გაგვათბოს, ტკივილი დაგვიამოს,

სიყვარულის აღქმაში დაგვეხმაროს. მუსიკა ყველ-

განაა: კოსმოსში, ხმელეთზე, წყალში, შინ, გარეთ, ჩვენს

გულებში, სიჩუმეშიც კი. მუსიკა ჩემშია. მუსიკა ჩვენშია.

მუსიკას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი

ადგილი უჭირავს. ჩემი მუსიკალური გემოვნება იწყება

კლასიკური მუსიკით და მთავრდება მძიმე როკით.

ვუსმენ როგორც ბეთჰოვენს, ისე ლედი გაგას. ვუსმენ

მუსიკის თითქმის ყველა მიმდინარეობას და მონუსხული

ვარ ამ მრავალფეროვნებით. ვფიქრობ, რომ მუსიკა

აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ისეთი

მაღალკვალიფიცირებული პედაგოგების მიერ, როგო-

რიც ქალბატონი ნანი გუგუშვილია, რათა ადამიანებმა

ბავშვობიდანვე შეაბიჯონ მის ჯადოსნურ სამყაროში,

შეიყვარონ იგი და საფუძვლიანად დაეუფლონ მას.

მუსიკა ხომ ხელოვნების მწვერვალია!

ქრისტინე კოხია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის III საჯარო სკოლის მე–12

კლასის მოსწავლე

მარიამ წივილაშვილი

XV საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე

აბრეშუმზე ნატიფად

მხატვარი

ხელოვნების სიყვარული მხოლოდ მაშინ

იქცევა ურყევ ორგანულ კავშირად ერთი ადამიანის

სულსა და მეორის შინაგანი სამყაროს სარკედქცეულ

შემოქმედებას შორის, როცა ამ უკანასკნელთან მავანის

პირველი შეხვედრით მიღებული შთაბეჭდილება

ცხოვრების ადრეულ პერიოდს უკავშირდება.

ხელოვნებასთან ჩემი ზიარება და მისი

წყალობით ფერიცვალებაც ღრმა ბავშვობაში იღებს

სათავეს. ჯერ იყო პოეზია. როგორც ჰყვებიან, ახალ-

დაბადებულს დედამ გალაკტიონის ლექსებით დამიყვავა.

მეც მაშინვე დავმშვიდდი და შემდგომში, თურმე,

„იისფერი თოვლი“ და „მთაწმინდის მთვარე“ მიწევდა

ტკბილი „იავნანას“ მაგივრობას. შემდეგ მოვიდა მუსიკა,

ცეკვა, მხატვრობა.

თითოეულმა, განსაკუთრებით კი მხატვრობამ,

უდიდესი როლი შეასრულა სამყაროს აღქმის ჩემეული

ფერთა გამის განსაზღვრასა და ცხოვრების პალიტრაზე

საღებავთა შეზავების ჯერჯერობით მოკრძალებული

გამოცდილების მიღებაში. ამიტომ, ვფიქრობ, ლოგი-

კურია, რომ დღეს ჩემი რესპოდენტი მხატვარია,

ბერლინის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული,

შტუდგარტის თავისუფალი უნივერსიტეტის (ვალდორ-

ფის პედაგოგიკა) სტუდენტი - ახალგაზრდა, მიზანდა-

სახული, წარმატებული, „ხელოვნების ბომონის მსახური.”

ხელოვან თეა ჭყონიას სიტყვებით, მხატვრობამ

გამოძერწა და მოხატა თხემით ტერფამდე. ხელოვნებით

ნასაზრდოები უწყვეტად მუშაობს ფიქრითა თუ ნატიფი

თითებით, სწორედ ისეთით, ფერმწერის თითებს

უნებურად რომ წარმოიდგენ ადამიანი. მუშაობს ფაქიზად,

ლამაზად, უნაკლოდ.

14

– თეა, მოგვიყევით ხელოვნების გზაზე თქვენი წინსვლის

შესახებ – როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში

აბრეშუმზე ხატვისადმი განსაკუთრებული ინტერესი,

საიდან დაიწყო ყოველივე?

– ბავშვობიდანვე აქტიურად ჩართული ვიყავი ხე-

ლოვნების სფეროში. ვსწავლობდი ფოთის ხელოვნების

სკოლაში, ქორეოგრაფიულ განყოფილებაზე. იქვე

გაიხსნა სამხატვრო სკოლა, რომელსაც აკაკი ჩხაიძე

ხელმძღვანელობდა. სწორედ მან შემაყვარა ძალიან

ხატვა. მისი და დედაჩემის დამსახურებაა ჩემი დიდი

სიყვარული ხელოვნებისადმი. შემდეგ ჩავაბარე აკაკი

ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში.

სწავლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის

სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე, რასაც მაგისტრა-

ტურა მოჰყვა. თან, პარალელურად, აკადემიაშიც

ვმუშაობდი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!