07.11.2017 Views

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს.
Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სტუდენტებს (განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავში-

რიდან) ვიყავი გაწევრიანებული სტუდენტურ კლუბებში,

რაც საშუალებას მაძლევდა, დავსწრებოდი საინტერესო

ლექციებს და სემინარებს ფინანსებისა და ეკონომიკის

კუთხით.

90-იან წლებში შეიქმნა ერთწლიანი სასწავლო

პროგრამა ფოთელი მოსწავლეებისათვის ამერიკაში და

გერმანიაში (ძირითადად, 16-17 წლის ასაკის მოსწავლეე-

ბისთვის).

სწორედ ამ პროგრამის ერთ - ერთი მონაწილე

და გამარჯვებული გახლდით, ისევე, როგორც 40-ზე მეტი

ჩემი თანატოლი და მეგობარი.

მახსენდება ის დღე, როდესაც გამარჯვებულები

გამოვლინდნენ.... წარმოუდგენელი სიხარულითა და

მომავლის იმედით ავივსე, იმ წუთიდან ყველაფერი

სხვანაირად მომეჩვენა, წარმოუდგენელი მიზნების

წარმოსახვა დავიწყე და უსაზღვროდ დიდი ენერგია

შემემატა.

1994 წლის ივლისში, იმედითა და მონდომებით

სავსე, ჩემს თანატოლებთან ერთად გავემგზავრე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განაწილებით

მოვხვდი ლუიზიანას შტატის დედაქალაქ ბატონ-რუჟში

მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში.

მიუხედავად სირთულეებისა, 1995 წლის

აგვისტოში ჩავაბარე ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტში,

საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსების ფაკულ-

ტეტზე, ამავე დროს, მეორე ფაკულტეტად ავირჩიე

ეკონომიკური.

როგორ მახსენდება სტუდენტობა? გასახსენე-

ბელი ბევრია, ალბათ, იმიტომ, რომ, რასაც ამერიკაში

უწოდებენ ტიპურ სტუდენტურ ცხოვრებას, ის მე

ნაკლებად მქონდა, რადგან სწავლის პარალელურად

რამდენიმე სამსახურში ვმუშაობდი. (ორი ძირითადი

გახლდათ: უნივერსიტეტთან არსებული ამერიკის

სამოქალაქო ომის კვლევითი ცენტრი და სტუდენტების

კარიერის მოსამზადებელი ცენტრი), ხოლო დამატებით

ვასწავლიდი რუსულ ენას და ვიყავი თარჯიმანი

სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. აქედან

გამომდინარე, თავისუფალი დრო მცირე მქონდა.

როგორც ბევრი სხვა სტუდენტი, ვცხოვრობდი

სტუდქალაქში. გადავადგილდებოდი ველოსიპედით,

რაც ძალიან მიყვარდა.

შევიძინე ბევრი არაჩვეულებრივი მეგობარი,

ვიყავი ძალიან აქტიური - უნივერსიტეტის უცხოელი

სტუდენტების გაერთიანებაში. ვამზადებდი ბევრ კულტუ-

რულ ღონისძიებას, ვეხმარებოდი ახლადჩამოსულ

- როგორ აღმოჩნდით ქალაქ ფოთიდან ერთ-ერთ

უდიდეს და წამყვან ქალაქ ლონდონში? რა მიზეზით

გადაწყვიტეთ წასვლა?

როგორც მოგახსენეთ, დიდ ბრიტანეთში მე ამერიკის

შემდეგ მომიწია ცხოვრება. 1999 წელს აშშ-ში, უნივერ-

სიტეტის ბოლო კურსზე დავიწყე მზადება ერთწლიანი

სტაჟის მისაღებად, რომელიც უნივერსიტეტის

დამთავრებისთანავე იყო შესაძლებელი.

რამდენიმე შესარჩევი ტურის შემდეგ, ამ

კომპანიამ შემომთავაზა სამსახური და 1999 წლის

ივლისში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადა-

ვედი ტეხასის შტატის ქ. ჰიუსტონში და დავიწყე მუშაობა

კომპანია დაინჯი-ში (Dynegy Inc) ელექტროენერგიის

საბითუმო-სავაჭრო ბირჟაზე - დამწყებ ანალიტიკო-

სად, რისკების მართვის განყოფილებაში. ერთი წლის

შემდეგ ამ კომპანიის ერთ-ერთმა გენერალურმა დირექ-

ტორმა შემომთავაზა ლონდონში მის გუნდში ორი წლით

გადასვლა, რათა რისკების მენეჯმენტის გუნდის ჩამოყა-

ლიბების პროექტში მიმეღო მონაწილეობა.

შემდეგ გადავწყვიტე უფრო მსხვილ ენერგე-

ტიკის კომპანიაში მიმეღო გამოცდილება და 2002 წელს

ბრინატულ ჰოლანდიური ნავთობის კონცერნ Royal

Dutch Shell-ში დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად

რისკების მართვის განყოფილებაში, მხოლოდ ნავთო-

ბის მხრივ. ბოლო 14 წლის განმავლობაში კი სხვადასხვა

ფინანსურ განყოფილებებში მომიწია მუშაობა, რასაც

დღესაც განვაგრძობ. აქედან გამომდინარე, აქ დავ-

ფუძნდი, მაგრამ მოგზაურობა მაინც მიწევს სხვადასხვა

ქვეყანაში.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე

ღირებული, რაც უცხოეთში ყოფნამ შეგძინათ?

მე ვფიქრობ, რომ ყველა გამოცდილებამ ბოლო

23 წლის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებული

შემძინა.

ვფიქრობ, საქართველოში რომ ვყოფილიყავი,

ასევე დიდ გამოცდილებას შევიძენდი და სათანადო

ღირებულებებიც ჩამომიყალიბდებოდა.

ვიტყოდი, რომ ყველაფერი რაც ჩემთვის

ღირებულია, საქართველოდან თან წამოვიღე და თან

მახლავს. ეს არის ჩემი ოჯახის, ქვეყნის უზომო

სიყვარული და პატივისცემა, ჩემი ქართული გენის,

კულტურის და ისტორიის დაფასება და მომავალი

თაობისთვის გადაცემა. ხოლო ის, რაც იმ გარემომ,

რომელშიც მე ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ განმიმტკიცა,

არის ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა და

მოფრთხილება, განსხვავებული აზრის პატივისცემა,

პრინციპულობა და სამართლიანი გადაწყვეტილებების

მიღების აუცილებლობა.

- ყოველი წარმატებული ადამიანის მიღმა, ვფიქრობ,

აუცილებლად დგას სხვადასხვა სახის პრობლემა თუ

დაბრკოლება, რომელსაც ადამიანმა თავის დროზე

სათანადოდ გაართვა თავი. თქვენ რას გვეტყვით, რა

არის თქვენი წარმატების ფორმულა?

24

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!