07.11.2017 Views

გჯეროდეს - ფონდი ,,ბილივი"

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს. Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

გაეცანით ,,ბილივის" ახალგაზრდული ჯგუფისა და მეგობართა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ჟურნალს.
Believe - გჯეროდეს! - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ენთუზიაზმითა და სიკეთის ქმნის, ადამიანების თანადგომის სურვილით აღსავსე ადამიანები და გაჩნდა “ბილივი”. გაიგეთ მეტი..

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

– თქვენი აზრით, რა როლი გაქვთ თქვენ, როგორც

ხელოვანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, ზოგადად,

რა გავლენას ახდენს ხელოვნება სოციუმზე?

– ხელოვნების დარგში შეძენილი პრაქტიკული უნარ-

ჩვევები გადავცე მოზარდებს, რომლებიც მათ საკუთარი

თავის ძიებასა და თვითდამკვიდრების პროცესებს

გაუადვილებს. ხელოვნებასთან ზიარების გარეშე

პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება

შეუძლებელია.

ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლა აღქმასა და

გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმე-

დებით მიდგომასა და კრიტიკულ აზროვნებას ავითა-

რებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის

ნებისმიერი საქმიანობა.

2013 წელს მივიღე DAAD–ის სტიპენდია ბერლინში

კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აბრეშუმი განსაკუთ-

რებული ქსოვილია. ამ ბუნებრივი მასალის მიმართ

ინტერესი სწავლის პერიოდში გამიჩნდა. ხელოვნების

გზაზე ჩემი წინსვლა სწორედ აბრეშუმმა განაპირობა.

– რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ?

– ამ კითხვაზე ძალიან მოკლე პასუხი მაქვს: ადამიანი

აკეთებს იმას, რაც მას უყვარს!

– როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?

როგორ იბადება ახალი იდეა და როგორ ახერხებთ მის

ხორცშესხმას?

– თუ ჩემს ნამუშევრებს დააკვირდებით, ერთდროულად

რეალურისა და არარეალურის შთაბეჭდილება რჩება.

ჩემი ეს მიმართულება თუ სტილი წლებია ყალიბდება და

იხვეწება. მასალა, რა თქმა უნდა, უცვლელია – აბრეშუმი.

მე ყოველთვის ვეძებ ჩემი თავის გამოხატვის იდეალურ

საშუალებას. ხელოვნების მთელი გენიალურობაც

ამაშია: დაანახო ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავენ,

შენი ხედვა და ემოცია და ტილოზე, სიბრტყეზე შექმნა

სივრცე.

– რა ანიჭებს თქვენს ნამუშევრებს უნიკალურობას?

– ჩემს ნამუშევრებს უნიკალურობას ანიჭებს ჩემი შთა-

გონება და მასალა, რომელზეც ვმუშაობ. აბრეშუმი ჩემი

სავიზიტო ბარათია. ის ჩემი შეგრძნებების სწორი

გადმომცემია. „ჩვენ, მხატვრები, ხომ ჩვენივე ნახატებში

ვცოცხლობთ და ვცხოვრობთ.“

– მოგვიყევით თქვენთვის განსაკუთრებით დასა-

მახსოვრებელი რაიმე მოვლენის ან გამოცდილების

შესახებ კარიერული ცხოვრების გზაზე.

– ჩემი კარიერული ცხოვრების გზაზე ყოველი დღე

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია! უახლესი მნიშვნე-

ლოვანი მოვლენა კი ჩემი გამოფენაა, რომელმაც

წარმატებით ჩაიარა. დამთვალიერებლები დაინტერეს-

დნენ იმით, თუ როგორ იქმნება ნამუშევრები აბრეშუმზე.

გერმანიაში აბრეშუმზე ხატვა უცხოა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი ნამუშევარი და რა განა-

პირობებს მის მიმართ თქვენს გამორჩეულ სიყვარულს?

– მხატვრისთვის ყველა ნამუშევარი ერთნაირად საყვა-

რელია, თუმცა გამოვყოფ სერიას – ,,Der Stoff als Träger

von Erinnerungen". ეს სერია იქმნება ნივთებით,

რომლებიც წარსულში ჩემი კუთვნილება იყო და,

ამიტომაც, ის ჩემთვის გამორჩეულია.

– დაბოლოს, თეა, რას ურჩევდით ახალგაზრდა ფოთელ

(და არა მხოლოდ) ხელოვანებს, რა უნდა გააკეთონ მათ

კარიერული წინსვლისთვის? როგორია წარმატების

მიღწევის თქვენეული გზა?

– ძალიან ბევრს ვმუშაობდი. თბილისში სახელოსნო არ

მქონდა და ნამუშევრის შექმნისთვის სამხატვრო

აკადემიაში ბევრი ღამე გამითენებია. წარმატების

ჩემეული გზაა - თავდაუზოგავი შრომა. ფოთელო ახალ-

გაზრდა ხელოვანებო, იყავით აქტიურები, იმუშავეთ

ბევრი საკუთარ თავზე, ბევრი იკითხეთ, გაეცანით

თანამედროვე ხელოვნებას. მე სიამოვნებით ჩამოვალ

ხოლმე ფოთში და ფოთელ ბავშვებსა თუ სტუდენტებს

ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. იმედია, ამის საშუალება

მომეცემა. ასევე, როგორც კი ამას შევძლებ, ფოთში ჩემს

პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ. მადლობა, რომ

დაინტერესდით ჩემი ცხოვრებითა და შემოქმედებით.

სიყვარულითა და მონატრებით, თქვენი თეა ჭყონია.

ნათია ინაძე

XV საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე

15

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!