12.07.2015 Views

დისერტაციის სრული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

დისერტაციის სრული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

დისერტაციის სრული ვერსია - ფაკულტეტი - საქართველოს ...

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სადაც ხელსაყრელი იქნებოდა ამ დაწესებულებების განთავსება.დამატებითად აღვნიშნოთ, რომ კოჯორს აქვს განვითარების პერსპექტივადასავლეთის მიმართულებით - კოჯორს და კიკეთს შორის, სამადლოსკენსამხრეთის მიმართულებით.კურორტი წყნეთი. უახლოესი ქალაქგარეთ მდებარე კურორტიწყნეთი მდებარეობს 11 კილომეტრში თბილისიდან, ზღვის დონიდან 1000მეტრზე. წყნეთის კურორტის განვითარება დაიწყო საბჭოური პერიოდისდროს, მანამდე იგი ცნობილი იყო მხოლოდ როგოც სააგარაკე ადგილი. იმპერიოდში იქმნება წყნეთის გენერალური გეგმა და შენდება მის მიხედვითახალი კურორტი, რომელიც მდებარეობს სოფელ წყნეთიდან სამხრეთ დასამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობდატერიტორიების გამწვანება წიწვოვანი ნარგავებით. კურორტის ტერიტორიაგანაშენიანებულია ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელისახლების ნაკვეთებით-1000კვ.მ. წყნეთში ზაფხულის პერიოდშიფუნქციონირებს 2 სანატორიუმი. მიუხედავად ამისა, კურორტი საჭიროებსთანამედროვე რეკონსტრუქციას და ახალი დასასვენებელი ობიექტებისშექმნას. ცუდ მდგომარეობაშია კანალიზაცია, არ არის მოგვარებულიწყალმომარაგების საკითხები, საჭიროა შიდა ქუჩების კეთილმოწყობა დაახალი გზების დაგება.კურორტი კიკეთი. კურორტი კიკეთი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მანგლისის გზაზე თბილისიდან 27კილომეტრში, ზღვის დონიდან 1100-1200 მეტრზე. კიკეთი განთავსებულიათრიალეთის ქედის ფერდობზე და გამოირჩევა ფოთლოვანი ტყისულამაზესი ხედებით. ზაფხულის პერიოდში თბილისელების დიდირაოდენობა ქირაობს ბინებს აქ დასასვენებლად. კურორტი კიკეთისაჭიროებს გაფართოვებას, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას,კანალიზაციის და წყალმომარაგების საკითხების მოგვარებას, შიდა გზებისგაუმჯობესებას და ტერიტორიების კეთილმოწყობას.46

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!