13.07.2015 Views

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

წარმოდგენილი 2007 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართში, სადაც მოპასუხის მიერ შპს«ა. ე-საგან» შეძენილი ქონებაა ჩამოთვლილი, ... განყოფილებაში არსებული ¹6 ფიდერი მითითებული არიყო, რაც იმას ადასტურებდა, რომ მოპასუხე ამ ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი და, შესაბამისად,მისი არამართლზომიერი მფლობელი იყო.სადავო ფიდერის ღირებულებასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული2009 წლის 29 მაისის აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, სადავო ფიდერის ღირებულებაა 6 500ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აქედანგამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოსთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი იყოდა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ე. ჯ-მ»,რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელისდაკმაყოფილებაზე უარის თქმა.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრისგადაწყვეტილებით სს «ე. ჯ-ს» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქოსასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, სპს «რ. ბ-ძის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფიდერი ¹6 შეიძინა სპს «რ. ბ-ძემ» და წარმოადგენდა მის საკუთრებას.ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ,სახელმწიფო ენერგოკომპანიის საქენერგოს ფილიალის ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციისაჭარის დირექციის 1997 წლის 9 ოქტომბრის წერილზე, სახელმწიფო ენერგოკომპანიის საქენერგოსფილიალის ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციისადმი რ. ბ-ძის 1998 წლის19 თებერვლის განცხადებაზე ხელვაჩაურის ენერგოკომპანიის 1998 წლის 4 მარტის თანხმობის თაობაზე.სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე ასევე დგინდებოდა, რომ 2007 წლის 29 ივნისს სს «ე. ჯ-მ» შეიძინა შპს «ა. ე-ის» კუთვნილი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, აპელანტმაიყიდა ის ქონება, რომელიც განსაზღვრული იყო ხელშეკრულების ¹1 დანართით. ხელშეკრულებითაპელანტს სადავო ფიდერი არ შეუძენია, რამდენადაც ამ ხელშეკრულებით შეძენილ ნივთებს შორისმითითებული არ არის ხელვაჩაურის ქვესადგურ მახინჯაურში მდებარე ფიდერი ¹6. მიუხედავად ამისა,ხელშეკრულების დადების შემდეგ აპელანტმა სადავო ფიდერი გადაიტანა ¹2 კარადაში და ჩართო საერთოქსელში.ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომდაადგინა, რომ სადავო ¹6 ფიდერი შეიძინა «რ. ბ-ძემ». ამასთან, ეს იყო სწორედ ის ფიდერი, რომელიცაპელანტმა გადაიტანა ¹2 კარადაში.სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევედასტურდებოდა საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, რომლებმაც პირდაპირდაადასტურეს, რომ ¹6 ფიდერი შეიძინა რ. ბ-ძემ და შემდგომში იგი გადატანილ იქნა ¹2 კარადაში.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ფიდერის ¹2 კარადაშიდამონტაჟების შემდეგ ფიდერი გახდა სხვა ნივთის შემადგენელი ნაწილი და სს «ე. ჯ-მ» მოიპოვა მასზესაკუთრების უფლება.ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:სამოქალაქო კოდექსის 194-ე მუხლი ითვალისწინებს მოძრავ ნივთზე თანასაკუთრების წარმოშობას იმშემთხვევაში, როცა ნივთები ისე უკავშირდება ერთმანეთს, რომ ახალი, ერთიანი ნივთის არსებითშემადგენელ ნაწილად იქცევა ან მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყმება. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთინივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრემოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზეც.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფიდერის კარადაში დადგმის შემდეგ ახალი, ერთიანინივთი არ შექმნილა და ნივთები ერთმანეთს არ შერწყმია, ამიტომ აპელანტს ფიდერზე საკუთრება არმოუპოვებია.ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 29 ივნისისნასყიდობის ხელშეკრულებით სს «ე. ჯ-მ» შეიძინა ფიდერები, როგორც ინდივიდუალურად განსაზღვრულიმოძრავი ნივთები, ე.ი. მხარეები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მონაწილეობენ მსგავსი ტიპის ურთიერთობებში(ენერგოკომპანიები), გარიგების ობიექტად მიიჩნევდნენ ფიდერს და არა სხვა ნივთს, რომლის შემადგენელინაწილიც იყო ფიდერი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებდა, რომ ფიდერიკარადაში დადგმის შემდეგაც ინარჩუნებდა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის სტატუსს და იგიარ გამხდარა სხვა ნივთის არსებითი თუ არაარსებითი შემადგენელი ნაწილი ან საკუთვნებელი.იმის გათვალისწინებით, რომ სპს «რ. ბ-ძეს» სადავო ნივთზე საკუთრება არ დაუკარგავს, სააპელაციოსასამართლომ მისი მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 197-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულიზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!