13.07.2015 Views

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პი-რი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში,თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამარ-თლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქოპასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალებისმფლობელს. სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება. ამას-თან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყე-ნება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც ითვალისწინებს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 წინა-დადება. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გა-დაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ შემთხვევა-ში 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-3 წინადადება მიჯნავს მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალებისსამართავად დანიშნული პირის მიერ ზიანის მიყენებას და მფლობელის მიერ პირისათვის სხვა საფუძვლითგადაცემული სატრანსპორტო საშუალებით ზიანის მიყენებას. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მფლობელის ნე-ბით სატრანსპორტო საშუალების გადაცემით მისი მიმღები ხდება მართლზომიერი მფლობელი, მაგრამ კა-ნონი განსახილველი ნორმით მფლობელის ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მიმღებ პირადგულისხმობს მოსარგებლეს, რომელსაც ამ ნორმის თანახმად არ ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ მიყე-ნებული ზიანისათვის, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ელი წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევისმსგავსად.ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად შესაძლებე-ლია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკირება სატრანსპორტო საშუალების მფლო-ბელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ანთუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობაენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბა-მისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენსზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.ზემოაღნიშნული განმარტების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამარ-თლომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-3 წინადადების საფუძველზე სწორად მიიჩნიალ. ნ-ძე, ავტოსატრანსპორტი საშუალების მფლობელად მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზევალდებულ პირად.საკასაციო სასამართლო არ ზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით,რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა ლ. ნ-ძისა და ვ. ბ-შვილის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძ-ვლები. ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ემუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატ-რანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-3 წი-ნადადების საფუძველზე, ისე _ სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმე-დებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში არსებობს მოვალეთა სიმრავ-ლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდე-ბულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლი-დარულ ვალდებულებას. თუმცა აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დავის საგანს;მოცემულ გარემოებას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რამდენადაც ვ. ბ-შვილს არ გაუსაჩივრებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მის მი-მართ არ გადაუსინჯია გადაწყვეტილება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს ლ. ნ-ძის საკასაციო საჩი-ვარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხ-ლით დად ა ა დ გ ი ნ ა:ლ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5იანვრის გადაწყვეტილება;საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!