13.07.2015 Views

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაგანჩინება¹ას-494-463-20109 ნოემბერი, 2010 წ., ქ. თბილისისაქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაშემადგენლობა: ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი,პ. ქათამაძედავის საგანი: დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებააღწერილობითი ნაწილი:გ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-შვილის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენე-ბული მორალური ზიანის _ 100000 ლარისა და მატერიალური ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაუ-რების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 24 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,რაც დადასტურებულია საგამოძიებო მასალებით, მოსარჩელეს დაეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მოპასუხემართავდა და გ. მ-ძემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. აღნიშნულის გამო, მას დაუდგინდა პირველიჯგუფის ინვალიდობა.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული დაზიანებები მისი ბრალითგამოწვეული არ არის. ამასთან, მან უკვე გადაუხადა გ. მ-ძეს საკომპენსაციო თანხა და მოსარჩელემ წერილო-ბით განაცხადა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ ექნებოდა.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტი-ლებით გ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებითგ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელადშემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარ-მოადგენდა არაქონებრივი ზიანის _ 100 000 ლარის ანაზღაურება. საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელემსარჩელის მოთხოვნა დააზუსტა და არაქონებრივ ზიანთან ერთად მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღა-ურებაც მიუღებელი ხელფასის სახით, რაც 2003 წლის 24 იანვრიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით შე-ადგენდა 1724 ლარს. საქმეში წარმოდგენილი შპს „... 19-ის“ 2009 წლის 2 თებერვლის ¹2 ცნობის თანახმად,პალატამ დაადგინა, რომ გ. მ-ძე 1988 წლის 20 მაისიდან მუშაობს „ს. ¹19-ში“ სამუშაოთა მწარმოებლად. 1996წელს აღნიშნული საწარმო გარდაიქმნა შპს „... 19-ად“. შრომის წიგნაკის მიხედვით, გ. მ-ძე 1988 წლის 20 მა-ისიდან მუშაობს „ს. ¹19-ში“, რომელიც 1996 წლის 31 ოქტომბერს გადაკეთდა შპს „... 19-ად“. შრომის წიგნა-კით გ. მ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების თარიღი არ ფიქსირდება. პალატამ განმარტა, რომ, სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სა-სარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებში, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტე-ბი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებუ-ლი ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო სამუშაოდან განთავისუფლების დამა-დასტურებელი ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რაც საფუძვლად დაედებოდა მიუღებელი შემოსავლისმოთხოვნას.სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვი-სას სათანადოდ არ შეფასებულა საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის სქემა და 2003 წლის <strong>12</strong> თებერ-ვლის ¹27 ცნობა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 106-ე მუხლებით დამიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეზესადავო გარემოებები, რომ, ბ. ბ-შვილის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმე-დების არარსებობის გამო, 2003 წლის 24 იანვარს მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით ქ.თბილისის ვა-კე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მიერ 2007 წლის 16 თებერვალს მიღებულ იქნა დადგენილებასისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება გ. მ-ძემგაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, თუმცა იგი სასა-მართლოს 2007 წლის 14 მარტის დადგენილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებოკოლეგიის 2007 წლის 30 მარტის დადგენილებით არ გაუქმებულა. ამ დადგენილების მიხედვით, სისხლისსამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძველია ბ. ბ-შვილის ქმედებაში სისხლის სამარ-თლის დანაშაულის ნიშნების არარსებობა. აღნიშნული დადგენილების, ასევე, შსს ქ. თბილისის სასამარ-თლო საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტთა 2003 წლის <strong>12</strong> თებერ-ვლის გამოკვლევის შედეგად პალატამ დაადგინა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით 2003 წლის 24 იანვარსმომხდარი ავტოავარიის თავიდან აცილება ბ.ბ-შვილს არ შეეძლო და არც «ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფ-რთხოების» შესახებ კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!