13.07.2015 Views

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით გა-მოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოე-ბებზე:2009 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 19.30 საათზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომანქანა «მერსე-დესს» მართავდა მოპასუხე ვ. ბ-შვილი, ხოლო მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანა «მერსედესს E-320-ს» _ შ.ხ-ნაშვილი;2000 წელს გამოშვებული ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი E320», რეგისტრირებულია ქ. ს-ის სახელზე;1995 წელს გამოშვებული ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი E-320» საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის-ტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია მოპასუხე ლ. ნ-ძის სახელზე;საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე შედგა ად-მინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹ბდ 09645, სადაც დაფიქსირდა ვ. ბ-შვილის მიერ საგზაო მოძ-რაობის წესების დარღვევა. აღნიშნული ოქმი ვ. ბ-შვილს არ გაუსაჩივრებია და ძალაშია.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასა-მართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხე ვ. ბ-შვი-ლის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედებით, რის გამოც მას მოსარჩელისათვის მიყენებული ზია-ნის ასანაზღაურებლად უნდა დაკისრებოდა 9 419 ლარის გადახდა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაარ უნდა დაკისრებოდა მოპასუხე ლ. ნ-ძეს, ვინაიდან არ დგინდებოდა მისი ბრალი ზიანის მიყენებაში.საქალაქო სასამართლოს ზემომითითებული დასკვნა დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირ-თის გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრან-სპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშ-ლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რო-მელიც კანონიერი საფუძვლით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობე-ლი შეიძლება იყოს როგორც მისი მესაკუთრე, ისე _ დამქირავებელი და სხვა. სატრანსპორტო საშუალებისმფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას სატრანსპორტო მფლო-ბელთან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე.საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ვ. ბ-შვილი თხოვების საფუძ-ველზე ფლობდა ლ. ნ-ძის კუთვნილ ავტომანქანას და ექსპლოატაციას უწევდა მას. იგი აღნიშნული ავტო-მანქანის მფლობელად თვითონვე მოიაზრებოდა. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1-ელ ნაწილ-ში გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელად და ზიანის დადგომაში პასუხისმგებელპირად გვევლინებოდა ვ. ბ-შვილი. ამასთან, ვ. ბ-შვილს ლ. ნ-ძისაგან ავტომანქანა გადაცემული ჰქონდათხოვების ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ტრანსპორტის პირდაპირ მფლობელად ითვლებოდა.საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებულიზიანის ოდენობა შეადგენდა 9 419 ლარს, რომლის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა მოპასუხე ვ. ბ-შვილს.საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა მოპასუხე ლ. ნ-ძის მიმართ სოლიდარულადზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესახებ, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი,ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო უშუალოდმიმყენებელი, არამედ ისიც, ვინც დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარ-გებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა გარემოებები, რაც ზემოაღნიშნული ნორმის თანახ-მად, ლ. ნ-ძისათვის სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საფუძველი გახდებოდა. ზიანის დადგო-მაში ლ. ნ-ძის მონაწილეობა არ დგინდებოდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მისი კუთვნილი სატრანსპორტოსაშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება, არ წარმოადგენდამისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ს-მა, რომელმაცმოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულადდაკმაყოფილება.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტი-ლებით ქ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქ-მეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეიცვალა ლ. ნ-ძისათვის თანხის დაკისრებაზეუარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა, ქ. ს-ის სარ-ჩელი ლ. ნ-ძისათვის ვ. ბ-შვილთან ერთად სოლიდარულად მის სასარგებლოდ 9 419 ლარის დაკისრებისთაობაზე; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნა-წილის მე-5 პუნქტი, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლე-

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!