13.07.2015 Views

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

12 - საქართველოს უზენაესი სასამართლო

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ნებლო სამუშაოები. მოპასუხეთა კუთვნილი ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე ამოღებულ იქნა 6-6,5 მეტრისსიღრმის ქვაბული. ქვაბულის კედლები პროექტის მიხედვით უნდა გამაგრებულიყო 150 მმ დიამეტრის ნა-ბურღ-ნატენი ხიმინჯებით. პალატის მითითებით, თანამოპასუხეებს არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულე-ბა, რომ ქვაბულის კედლებზე ასეთი ხიმინჯები მოეწყო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებსთანამოპასუხეების მხრიდან გარკვეული ნორმების, ამ შემთხვევაში სამშენებლო უსაფრთხოების უხეშ დარ-ღვევაზე. გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოე-ბაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მშენებლობის წარმოების ნებართვით ნ. ა-იასა და რ. მ-ძეს მიენიჭათ უფ-ლებამოსილება, განეხორციელებინათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლების რესტავრაცია-რეკონ-სტრუქცია, სხვენის სართულში მანსარდის მოწყობა, ანუ ნებართვით პირდაპირ გათვალისიწინებული არყოფილა ახალი სახლის მშენებლობა და მისთვის საჭირო ქვაბულის გათხრა. ამდენად, თანამოპასუხეთა ქმე-დება მართლსაწინააღმდეგო იყო.დამდგარ ზიანსა და მოპასუხეთა ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, კერძოდ, სპეცია-ლისტის ცნობის თანახმად, «საცხოვრებელი სახლი _ დაზიანებულია 2004 წლის 22 ივლისს ... ქუჩა ¹22-24-ში მიმდინარე მშენებლობაზე ქვაბულის კედლების ჩამოშლისა და შენობის ფუნდამენტების ნაწილის გაშიშ-ვლების შედეგად განვითარებული არათანაბარი ჯდენითი პროცესების შედეგად». საქართველოს მეცნიერე-ბათა აკადემიის კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დას-კვნით, 2004 წლის «ივნისში განსახილველი შენობის მიმდებარედ დაიწყო ახალი შენობის სამშენებლო სამუ-შაოები, კერძოდ, ამოღებულ იქნა 6-6,5მ სიღრმის ქვაბული, რომლის კედლებიც პროექტის მიხედვით უნდაგამაგრებულიყო 150 მმ დიამეტრის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯებით. 20-22 ივნისს მოსული ძლიერი წვიმებისდროს ... ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე ჭიდან გამომავალი წყლის ძლიერი ნაკადის გამო აღნიშნულ ქვაბულშიწყლის დიდი მოცულობა დაგროვდა, რამაც მისი ჩამოქცევა გამოიწვია. შედეგად ... ქ.¹20-ში მდებარე შენო-ბის «2-4» ღერძებსა და «ა-ბ» ღერძებს შორის სექტორში დაიწყო დეფორმაციების სწრაფი განვითარება და შე-იქმნა შენობის ნაწილობრივი ნგრევის რეალური საშიშროება». საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დე-პარტამენტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის შპს «ს-ს» გამოკვლევის შედეგების მიხედვით,«შენობის დეფორმაციის მიზეზებია: ა) მის უშუალო სიახლოვეს ამოღებული ქვაბულის ჩამოქცევა; ბ) საძირ-კვლის ფუძეში რბილპლასტიკური კონსისტენციის გრუნტის არსებობა, რომლის მზიდუნარიანობა _ საგ-რძნობლად დაბალია შენობიდან საძირკვლის ძირზე გადაცემულ ფაქტიურ დატვირთვებზე».პალატამ მიიჩნია, რომ რ.ბ-იანის კუთვნილი სახლის უშუალო სიახლოვეს პროექტით გათვალისწინებუ-ლი ქვაბულის კედლების გამაგრებითი ღონისძიებების განუხორციელებლად 6,5 სიღრმის ქვაბულის ამოღე-ბა მეტყველებს თანამოპასუხეების მხრიდან სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი და საჭირო აუ-ცილებელი წინდახედულობის აშკარა უგულებელყოფაზე, რაც ადასტურებს თანამოპასუხეების ბრალეუ-ლობას უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით. ამასთან, მშენებლობის ადგილი განთავსებულია ძველი თბი-ლისის უბანში და თანამოპასუხეებს უნდა სცოდნოდათ ამ უბნის განაშენიანების სპეციფიკისა და შენობათასიძველის თაობაზე.სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 8 დეკემბერს დამზღვევი და მზღვეველი წერილობით შეთან-ხმდნენ, რომ ამავე წლის 22 ივლისს ქ.თბილისში, ... ქ¹20-ში დამზღვევის საკუთრებაში არსებული შენობისდაზიანებასთან დაკავშირებით მზღვეველის მიერ გადასახდელი სადაზღვევო თანხა შეადგენდა 93 000 აშშდოლარს ფრანშიზის _ 3000 აშშ დოლარის ჩათვლით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მესამე პირებისაგანზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და მიღების ყველა მატერიალური და პროცესუალური უფლება გადაე-ცემოდა მზღვეველს. ასეთი პირობა ასევე განმტკიცებული იყო 2004 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების 5.11მუხლით. მზღვეველისა და დამზღვევის განმარტებების, 2004 წლის 13 სექტემბრის სადაზღვევო აქტისა და2004 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ მართე-ბულად დაადგინა დამდგარი ზიანისათვის სადაზღვევო თანხის სახით მზღვეველის მიერ რ.ბ-იანისათვისსადაზღვევო თანხის 90 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ფაქტი.პალატის დასკვნით, ზიანის დადგომაში მარტივი გაუფრთხილებლობის ფორმით ბრალი მიუძღვის ასე-ვე რ. ბ-იანს, ვინაიდან კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტისდასკვნით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 14 მარტის სპეციალისტის ცნობითადა 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების აქტით, ჯერ კიდევ 2002წლის 30 სექტემბრის (ანუ სადაზღვევო ხელშეკრულების დადებამდე) ქ.თბილისში, ... ქ.¹20-ში მდებარე შე-ნობის მდგომარეობა ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელ იყო და დაუყოვ-ნებლივ საჭიროებდა აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რომლებიც უზრუნველყოფდაშენობის საიმედოობას. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 14 მარტის სპეციალის-ტის ცნობის თანახმად, «შენობაზე დროულად რომ გატარებულიყო კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მე-ქანიკისა და სესმომედეგობის ინსტიტუტის მიერ დამუშავებული შენობის გამაგრებითი და აღდგენითი ღო-ნისძიებები, მაშინ შენობის ახლოს ამოთხრილი ქვაბულის პირობებში, ძლიერი წვიმის მოსვლით, რასაც ად-გილი ჰქონდა 2004 წლის 20-22 ივნისს, შენობა არ მიიღებდა ამ დამატებით დაზიანებებს, რაც შენობამ განი-ცადა ამ წვიმის დროს წყლის ნაკადის მოვარდნისას ქვაბულის კედლის ჩამოქცევით». ამდენად, ზიანისდადგომაში მარტივი გაუფრთხილებლობით ბრალი მიუძღვის ასევე დამზღვევს, რომელმაც დროულად არ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!