12.07.2015 Views

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედებისწახალისებისა;გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიურიშუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლისტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა დათავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული,მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი დასამართლიანი პროცედურით. (2.03.2007. N4412)5. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა დათავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმებისტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდესმათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის დაფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენსინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებსალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას.6. ამ კანონით აღიარებული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლისუფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება.მათ შესახებ წარმოშობილი დავისას ამ უფლებებითა და თავისუფლებებითსარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.7. დაუშვებელია სკოლის მიერ ისეთი ღონისძიების დაფინანსება, რომელიცეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.8. ეს კანონი არ უარყოფს იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა დათავისუფლებებს, რომლებიც არ არის აქ მოხსენიებული, მაგრამ თავისთავადგამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.მუხლი 9. ზოგადი განათლების მიღების უფლება1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათასრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები,რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებისმიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლებისმიღება სავალდებულოა.2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნისზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვისიქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლოგეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაცხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!