12.07.2015 Views

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

1. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით,რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსებისპატივისცემას.2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნადა სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიპასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლისგაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდანდროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობისდაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებითდათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლავალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებითდათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს. (16.07.2010. N3442)4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლისშინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანიდა სამართლიანი პროცედურით.5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ანმასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვედისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისმშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისასმშობელთან ერთად წარდგეს.7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არგამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება,რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობსდასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლისშინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვაშეუძლია მხოლოდ სკოლის მანდატურს/სკოლის საამისოდ უფლებამოსილ პირსსკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ანზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.(21.07.2010. N3544)10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინურიდევნა იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალდროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლასაქვს დასაბუთებული ინტერესი.11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისასისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლესდა მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!