12.07.2015 Views

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნებისსწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და პლურალისტური.მუხლი 6. ზოგადი განათლება1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სრული ზოგადიგანათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებადჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარებას დაშესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას. სახელმწიფოდოკუმენტის ნიმუშს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელიდოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციისგამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტრო.“ (21.07.2010. N3530 ამოქმედდეს 2010 წლის 1დეკემბრიდან.)2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებიამხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალურიშესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს მიერ დადგენილი წესით.3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაშიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერსაგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმასაბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელიდოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადიგანათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.5 1 . თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემგარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მას უფლება აქვს, ჩაირიცხოსსკოლაში ან გააგრძელოს სწავლა ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარებისგარეშე, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, ასაკის შესაბამისსაფეხურზე, შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ. (15.12.2010. N4042)6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 5წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლებაგანსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები. (16.07.2010. N3442)7. ზოგადი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულფარგლებში შეიძლება მოიცავდეს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლისათვისება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად შეიძლებადადასტურდეს სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით,„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.(28.03.2007. N4530)

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!