12.07.2015 Views

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების, გარდა შრომითიხელშეკრულებისა, მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციისსხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონისმიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთაშეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს.4. საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითიხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუსამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არმონაწილეობს კენჭისყრაში.5. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის დასააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები.გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში.თავი VII. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭომუხლი 37. სამეურვეო საბჭო1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერთანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერარჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას,– აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოშიდანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნესსამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევპირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოსწევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვისგამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდაწარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრიშეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. (16.07.2010. N3442)2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეულიწევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვსწარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმისუფლებით სარგებლობს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!