12.07.2015 Views

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილ ფარგლებში სკოლის მანდატურისათვისშეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვისდამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.მუხლი 48 6 . სკოლის მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა დასპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევებიდა წესი (21.07.2010. N3544)1. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებებისგამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომებისგამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.2. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებებისგამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობისგათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;ბ) მოსწავლეზე, მასწავლებელზე, სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურპერსონალზე და სკოლაში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვისწინააღმდეგობის გაწევისას;დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობსსაკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანსმიაყენებს გარშემომყოფთ.3. სკოლის მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალურისაშუალებების გამოყენების დროს:ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებებისგამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნებისშესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნისსკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევსსხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხისხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანიმინიმალური იყოს;გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებებისგამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, სკოლის მანდატურისსამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს;დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებაფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმშემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სკოლისმანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!