31.05.2013 Views

dekoratiul mcenareTa mavnebel – daavadebani da maTTan brZolis ...

dekoratiul mcenareTa mavnebel – daavadebani da maTTan brZolis ...

dekoratiul mcenareTa mavnebel – daavadebani da maTTan brZolis ...

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

(2007 წ), ბელოცერკოვის დენდროპარკის 55 წლისთავისადმი მიძღვნილ

საერთაშორისო კონფერენციაზე (2008 წ), დონეცკის ბოტანიკური ბაღის 100

წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე (2010 წ).

შედეგები გამოქვეყნებულია 19 სამეცნიერო სტატიაში, რომლებიც მოიცავს

დისერტაციის ძირითად დებულებებსა და დასკვნებს.

ნაშრომის მოცულობა და სტრუქტურა:

7

დისერტაცია წარმოდგენილია ნაბეჭდი

სახით 205 გვერდზე და შედგება შესავლის, 5 თავის, დასკვნებისა და

რეკომენდაციებისაგან. ლიტერატურის სია მოიცავს 195 დასახელების წყაროს

ქართულ (15), რუსულ (164) და უცხო (16) ენებზე. სადისერტაციო ნაშრომი

ილუსტრიტებულია 21 ცხრილით, 45 ფერადი ფოტოსურათით.

თავი 1. კვლევის ობიექტი და მეთოდიკა

კვლევის ამოცანას წარმოადგენდა გეორგინის ზოგიერთი კულტივარის

ინტროდუქცია და ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა თბილისის

არიდული კლიმატის პირობებში; ბიოლოგიური და დეკორატიული თვისებების

შესწავლის საფუძველზე გამძლე კულტივარების გამოვლენა და საუკეთესოების

შერჩევა როგორც მწვანე მშენებლობაში დასანერგად, ასევე სამრეწველო

დანიშნულებისათვის (ასაჭრელ ყვავილად); გეორგინის კულტურისათვის

საექსპერიმენტო ბაზის შექმნა, მათი მოყვანის და აგროტექნიკური ღონისძიებების

შემუშავება.

მუშაობა ტარდებოდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მეყვავილეობის საცდელ-

საკოლექციო ნაკვეთზე 2001 - 2006 წწ.

კოლექციის შესაქმნელად მასალა შემოტანილი იყო კალმების და ტუბერების

სახით კიევის და მინსკის ბოტანიკური ბაღიდან, ნაწილი შეძენილი იქნა

ჰოლანდიური ყვავილების მაღაზიაში და მოყვარული მეყვავილეებისაგან.

კოლექციაში წარმოდგენილია 60 ჯიშის გეორგინა, რომლებიც ამჟამად მიღებული

საერთაშორისო კლასიფიკაციით მიეკუთვნება კონკრეტულ ჯგუფებს, კლასებსა და

ქვეკლასებს. კერძოდ:

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!