12.07.2015 Views

მასწავლებელთა არსებული ნაკადის კვლევა

მასწავლებელთა არსებული ნაკადის კვლევა

მასწავლებელთა არსებული ნაკადის კვლევა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტიშეუვსებლობის შემთხვევაში; გ) სერტიფიცირებულ მასწავლებლებს უნდამიენიჭოთ სხვადასხვა პრივილეგიები არასერტიფიცირებულებთან მიმართებაში(მაგ., გაეზარდოთ ხელფასი).ამ საკითხებთან მიმართებაში პედაგოგთა პოზიციები არსებითად არ შეცვლილა 2008წლის გამოკითხვასთან შედარებით. თუმცა, 2012 წლის გამოკითხვაში რამდენადმეგაიზარდა სერტიფიცირების ნებაყოფლობითობის, არასერტიფიცირებულმასწავლებელთა სკოლაში დარჩენის და სერტიფიცირებულთათვის პრივილებისარმიცემის მომხრეთა წილი.პედაგოგის პროფესიის ვირტუალური და ემპირიული იმიჯიკვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიის „ვირტუალური“ იმიჯიწინააღმდეგობაშია რესპონდენტთა წარმოდგენასთან ამ პროფესიის ემპირიულიღირებულების შესახებ. რესპონდენტების უმრავლესობა, ერთი მხრივ, თვლის, რომპედაგოგობა საპატიო პროფესიაა და მას არა ხელმოცარული, არამედ წარმატებულიადამიანები ირჩევენ. თუმცა, მეორე მხრივ, პედაგოგებს არ სურთ, რომ მათი ოჯახისწევრმა მუშაობა სკოლის მასწავლებლად დაიწყოს.ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ იმ პრობლემებში, რაც დღეს ზოგადი განათლებისსისტემის და, კონკრეტულად, სკოლების წინაშე დგას. ამ პრობლემებს შორის,გამოკითხვის შედეგებით, უმწვავესია დაბალი ხელფასების პრობლემა. აღნიშვნისღირსია რესპონდენტთა მიერ ისეთი პრობლემების წინ წამოწევაც, როგორიცააარსებული სახელმძღვანელოების დაბალი დონე, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირე, მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია სწავლისათვის,პედაგოგთა პროფესიის არაპრესტიჟულობა და სხვ.პრობლემების პრიორიტეტულობის თვალსაზრისით პრაქტიკულად იგივე სურათიდაფიქსირდა 2008 წლის გამოკითხვაშიც. თუმცა საგულისხმოა ერთი განსხვავება:2008 წელს პედაგოგებმა ერთ-ერთ მეტ-ნაკლებად მწვავე პრობლემად სკოლებშიდისციპლინის არარსებობა დაასახელეს. ამ პრობლემაზე აქცენტი შესუსტდა 2012წლის გამოკითხვაში. ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ სკოლებში მანდატურისინსტიტუტის შემოღების პოზიტიურ შედეგებში სწორედ დისციპლინისგაუმჯობესების მიიმართულებით.მასწავლებლების გამოკვეთილ უმრავლესობას (ისევე როგორც 2008 წელს) სჯერა,რომ უახლოეს წლებში დასახელებული პროლემების ნაწილი გადაიჭრება.უკიდურესად ოპტიმისტური, ისევე როგორც _ პესიმისტური პროგნოზებისხვედრითი წილი საკმაოდ დაბალია.სკოლაში მუშაობის მთავარ უპირატესობად მასწავლებლებიბავშვებთან/ახალგაზრდებთან მუშაობის შესაძლებლობას მიიჩნევენ. მნიშვნელოვანუპირატესობებად ჩაითვალა, აგრეთვე, სტაბილური სამუშაოს და მეტი თავისუფალიდროის ქონა ოჯახისათვის.6

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!